კარგი მასაჟისტი – ადამიანი, რომელიც მასაჟის ერთ სეანსში თვითგანწყობას აუმჯობესებს. მან იცის, როგორ იმოქმედოს ნაზ ქსოვილებზე, რომ კუნთები მოადუნოს და სისხლის მიმოქცევა გააუმჯობესოს. მასაჟი მხოლოდ ზურგის ტკივილის დროს არ გვჭირდება. სჯობს მასაჟი პროფილაქტიკის მიზნით გაიკეთოთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესით ცხოვრობთ. სურვილის მიუხედავად ბევრ ქალს მასაჟისტთან მისვლა ეუხერხულება.
კარგი მასაჟისტი
როცა საქმე სამკურნალო მასაჟს ეხება და ზურგის ტკივილი აუტანელია, სირცხვილი გვავიწყდება. გარეგნობასთან დაკავშირებული კომპლექსები, ნაკლოვანებები მოდუნებაში ხელს გვიშლის და მასაჟისტების შიშს გვაიძულებს. თავად მასაჟისტები ირწმუნებიან, რომ ეს ზედმეტია. სპეციალისტები არა ნაკლოვანებებს, არამედ პრობლემებს ხედავენ, რომლებიც პაციენტებს აწუხებთ. ამასთან, ყოველდღე ათობით ადამიანს მასაჟს უკეთებენ.
ინტერნეტ სივრცეში პოპულარული გახდა მასაჟისტი, რომელმაც აღიარა, თუ როგორ ხედავს ადამიანებს. “პაპარაცი” გიზიარებთ დეივ ფავეს ამბავს, რომელიც ლაპარაკობს არა როგორც მასაჟისტი, არამედ როგორც პოეტი. მისთვის ნებისმიერი სხეული მშვენიერია. დეივი უკვე წლებია მასაჟისტად მუშაობს და ირწმუნება, რომ სასირცხვო არაფერია.
„მასაჟისტად უკვე იმდენი წელი ვმუშაობ, რომ გამვლელზე ერთი შეხედვა მყოფნის, რომ წარმოვიდგინო, როგორი იქნება ადამიანი ჩემს მაგიდაზე. გლამურული ჟურნალების მოდელებიც კი რეალურად სულ სხვანაირად გამოიყურება. გამხდარ, ცოტა ძვლიან ადამიანებში არის რაღაც დაუმთავრებელი და ეს ლამაზია. ფუმფულა ფორმების მქონე ადამიანებს ცოტა მუცელი აქვს და ესეც მიმზიდველია.
ქალებს ცელულიტის რცხვენიათ და ის ყველას აქვს. ეს არა ნაკლი, არამედ ბუნებრიობაა. ეს ნიშანია, რომ ადამიანი ფოტოშოპში არ დაიბადა და სხეულს „სილამაზის“ პროცედურები არ გაუვლია. კლიენტების უმეტესობა ქალები არიან, კაცები იშვიათად. მათ სასაცილო დუნდულები აქვთ. ქსოვილები უფრო რბილი აქვთ, ასე რომ მამაკაცები უფრო ფრთხილად უნდა იყვნენ.
იმის მიუხედავად, თუ მოხუცებს რამდენად ძლიერი ჯანმრთელობა აქვთ, მათი სხეული თანდათანობით ნაოჭდება. ნაოჭები და ნაკეცები არა მხოლოდ მოხუცებს აქვთ. ზრდასთან ერთად ადამიანის სხეულზე ნაკაცები და ნაოჭები ჩნდება. ეს ბუნებრივი შეუქცევადი პროცესია და არ უნდა გერიდებოდეთ.
თითოეული ადამიანი ჩემს სამასაჟო სავარძელზე მშვენიერია. უშნო ადამიანი არ არსებობს, არსებობს უსიყვარულო და მივიწყებული. როცა ადამიანი სეანსზე მოდის, ტანსაცმელთან ერთად იხსნის ნიღაბს და საკუთარ თავს იბრუნებს. რამდენიმე წუთში დუნდება და შინიდან ბრწყინავს. აქ, მხოლოდ ამ გაბრწყინებისთვის ვარ. მასაჟისტებს ხალხზე ზრუნვა უყვართ“.
რედაქციისგან
აი, ერთი ძალიან მზრუნველი მასაჟისტის გულწრფელი ისტორია. გასაოცარია, რომ ადამიანს, რომელსაც თავისი საქმე მთელი გულით უყვარს, სხვებისთვის სულიერი სითბოს გადაცემა შეუძლია. ადამიანის სხეულს ყველა ასე პოზიტიურად არ აღიქვამს, მაგრამ ერთი რამ ცხადია: სირცხვილი ზედმეტია.
პროფესიონალები მხოლოდ კლიენტის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ არიან კონცენტრირებულნი, თუ რაიმე ჩივილი ან სურვილი აქვს. მასაჟისტი სამედიცინო განათლებით ფიზიოლოგიაში უკეთ ერკვევა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი, ვინც კურსები დაამთავრეს, საქმეს უფრო ცუდად აკეთებენ. ყველაფერს გამოცდილება სჭირდება.
მასაჟისტთან სეანსის შემდეგ შეიძლება ცოტა თავბრუ დაგეხვათ, ეს ნორმალურია. ტვინისკენ სისხლის მიწოდებას იგრძნობთ. მტკივნეული შეგრძნება კი არ უნდა გქონდეთ. სამკურნალო მასაჟის დროს ტკივილი შეიძლება 2-3 სეანსი გაგრძელდეს, შემდეგ კუნთები დუნდება და ტონუსი იზრდება. კარგი მასაჟისტი თავაზიანი და მოწესრიგებულია. მას სუფთა მოვლილი ხელები აქვს და თითოეულ კლიენტთან საერთო ენის პოვნას ცდილობს. ჯანმრთელად იყავით და თქვენი სხეულის არ შეგრცხვეთ. სჯობს მასაჟი გაიკეთოთ და კვირის ბოლოს მოდუნდეთ. ეს სასიამოვნოა.