გახეხილი პეროგის დახვეწილი ვერსია ბავშვობიდან, არაჟანით, მურაბის ნაცვლად.

0
258

ბევრისთვის ნაცნობია კლასიკური გახეხილი პეროგი, რომელშიც კენკრა ან მურაბა გამოიყენება. დღეს „პაპარაცი“ ამ დესერტის უფრო ნაზ და ჰაეროვან ვარიანტს გთავაზობთ – პეროგი არაჟნით.

ნაზი შიგთავსი, რომელიც გემოთი სუფლეს „ჩიტის რძეს“ ჰგავს, დაფშვნილ ფხვიერ ცომს შესანიშნავად ეთავსება. ლიმონის ცედრის ტკბილი არომატი კი უბრალოდ მაცდუნებელია.

პეროგი არაჟნით

ინგრედიენტები:

  • 180-200 გრ ფქვილი
  • 2 კვერცხის გული
  • 75 გრ კარაქი
  • 70 გრ შაქარი
  • ლიმონის ცედრა
  • 0,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 24 სმ დიამეტრის საცხობი ფორმა

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 380 გრ არაჟანი (20% ცხიმიანობა)
  • 70 გრ შაქარი
  • 2 კვერცხის ცილა
  • 2 ს/კ ფქვილი

მომზადება:

1. კვერცხის გული და ცილა დააცალკევეთ. თუ კვერცხი ძალიან პატარაა, 3 ცალი აიღეთ.

2. შაქარი დაუმატეთ, მიქსერით ან ხელით სათქვეფით კარგად ათქვიფეთ.

3. კარაქი გაადნეთ და ნარევს დაუმატეთ. კვლავ აურიეთ.

4. მწარე თეთრ ფენას რომ არ შეეხოთ ისე, ლიმონის ცედრა თასში ჩაახეხეთ.

5. ფქვილი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ, ცომი მოზილეთ. ფქვილი თანდათან უნდა დაუმატოთ. თუ ცომი თხევადია, შეგიძლიათ ფქვილი დაუმატოთ. თუ ძალიან მშრალი გამოვა, სიტუაციის გამოსწორება უფრო გაგიჭირდებათ.

6. ცომიდან 2 ერთნაირი ზომის ბურთი გააკეთეთ. ერთი ბურთი პარკში გაახვიეთ და საყინულეში შეინახეთ.

7. ამ დროში შიგთავსი მოამზადეთ. კვერცხის ცილა მყარი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ.

არსებობს მოსაზრება, რომ კვერცხი ყავისფერი ნაჭუჭით უკეთ ითქვიფება და საცხობად იდეალურია. სინამდვილეში, თეთრ და ყავისფერ კვერცხს შორის სხვაობა არაა. უფრო ახალი და სახლის კვერცხი გამოგადგებათ.

8. ათქვეფილ ცილას არაჟანი დაუმატეთ და კიდევ 1 წუთით ათქვიფეთ. შემდეგ შაქარი და ფქვილი დაუმატეთ და კიდევ ერთხელ აურიეთ.

9. საცხობ ფორმას ზეთი წაუსვით და ფქვილი მოაყარეთ.

10. ცომის ის ნაწილი, რომელიც გარეთ დატოვეთ, გააბრტყელეთ და ფორმის ძირში დააფინეთ.

11. ზემოდან შიგთავსი დაასხით.

12. შემდეგ ზემოდან საყინულიდან გამოღებული ცომი დაახეხეთ.

13. პეროგი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35-40 წუთით აცხვეთ.

14. მზა გახეხილი პეროგი გააგრილეთ, შემდეგ შაქრის ფხვნილი მოაყარეთ, რომ უფრო სადღესასწაულო იერი მიიღოს.

15. გემრიელად მიირთვით!

სადღესასწაულო პეროგი არა მხოლოდ გემრიელი კერძია, რომლითაც დიასახლისი ამაყობს, ეს შემოქმედების დიდებული ნიმუშია! ახლა უკვე იცით, რომ პეროგი არაჟნით კლასიკურ რეცეპტს არაფრით ჩამოუვარდება. მის მომზადებას ყველაზე ზარმაცი დიასახლისიც შეძლებს, რადგან ინგრედიენტები ხელმისაწვდომია და სულ ცოტა დრო და ძალისხმევა დაგჭირდებათ.