უნდა დავაძალოთ თუ არა კითხვა თანამედროვე ბავშვებს

0
293

ბევრ ჩვენგანს ალბათ ხშირად სმენია “თაობა Z” -ს შესახებ – მოზარდები რომლებიც ახლა 16 წელზე უფროსები არიან. ეს “ციფრული” ბავშვები მშობლებსა და მასწავლებლებში სერიოზულ შეშფოთებას იწვევენ. სინი წიგნებისა და ურთიერთობების ნაცვლად – ვირტუალურ ურთიერთობებს ირჩევენ. ამ სტატიაში მოგითხრობთ რით ცხოვრობენ ახალი თაობის ბავშვები და რა ადგილს იკავებს წიგნი მათ სამყაროში. გამოცდილი ფსიქოთრეპევი ანა ვარგა აგვხსნის, თუ რა იმალება სინამდვილეში ბავშვის სმარტფონისა და კომპიუტერის მიმართ ლტოლვაში.

Photo credit: freepik

წიგნი თანამედროვე სამყაროში

ბევრ მშობელს აწუხებს ბავშვთან კონტაქტის დაკარგვა და ურთიერთობის არ ქონა. თაობებს შორის არსებული უფსკრული – ახალი არ არის, მაგრამ თანამედროვე მოზარდები უფროს თაობას საერთოდ უცხოპლანეტელებად მიაჩნდიათ. ისინი სრულად არიან კომპიუტერულ სამყაროში გადართულები და ისეთი შთაბეჭდილება ჩნდება, რომე ს ტაობა ვირტუალურ სამყაროში უფრო უკეთ გრძნობს თავს ვიდრე რეალურ ცხოვრებაში.

Photo credit: Depositphotos

ანა ვერგა გვიხსნის, რომ მიზეზი კომუნიკაციების სისტემს განსხვავებაშია. მშობლებს ის ძველებურად აქვთ მოწყობილი, ხოლო თანამედროვე ბავშვებს კი ახლებურად. კაცობრიობის მთელს ისტორიაში კომუნიკაციის სისტემა მუდმივად იცვლებოდა და ამ პროცესზე გავლენას ვერაფრით მოვახდენთ. დღეს სწორედ ასეთი გლობალური გადასვლის პროცესში ვართ.

Photo credit: Depositphotos

ინფორმაციის გადაცემის საშუალებები ძლიერად მოქმედებს ადამიანის კულტურასა და მენტალობაზე. მაგალითისთვის, შუა საუკუნეებში ურთიერთობებისთვის მხოლოდ საუბარი გამოიყენებოდა და მნიშვნელოვანი მხოლოდ შესაბამისი ენის ცოდნა იყო. ამასთანავე ძველ დროში არ არსებობდა ბავშვობა ისე როგორც დღეს არსებობს. ძველად 5 წლის ასაკიდან ყველა ბავშვი საზოგადოების სრულფასოვანი წევრი იყო, მუშაობდა და ეწეოდა შესაბამის ცხოვრებას. ჩვენი აზროვნება სოციუმის წყობაზეც არის დამოკიდებული. როდესაც კომუნიკაციის ახალი მეთოდი შემოდის სამყარო იცვლება. სწორედ ამიტომ ჩვენი ფასეულობები და სამყაროს ხედვა შუა საუკუნეების ადმაიანებისგან ძალიან გასხვავდება.

Photo credit: Depositphotos

“ახალა ბავშვები აღარ კითხულობენ – უყურებენ. როდესაც ჩვენ ვკითხულობთ – წარმოვიდგენთ იამს რასაც ვკითხულობთ. ხოლო როდესაც ვუყურებთ – წარმოსახვა აღარ გვესაჭიროება. სიგნალი ტვინის სხვა ნაწილში შედის ამირომ აღქმა კარდინალურად იცვლება. ასე იქნება ახალი კომუნიკაციური კულტურა რომელიც თაობა Z-ს მიეკუთვნება. არ არის აუცილებელი თანამედროვე ბავშვებს კითხვა აიძულოთ. ეს მხოლოდ ჩხუბებთან და უთანხმოებასტან მიგიყვანთ. უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ სამყარო შეიცვალა და ახლა ახალი ადამიანები მოევინენ სამყაროს” – გვიხსნის ანა ვარგა

Photo credit: Depositphotos

სხვადასხვა ეპოქის ბავშვები

ბავშვობის გაგება ბეჭდვითი დაზგის შემოღების შემდეგ გაჩნდა. უნდა ესწავლათ და განათლება მიეღოთ რადგან ინფორმაციის მირება წიგნიდან იყო შესაძლებელი. საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო – წერა-კითხვის მცოდნეებად და არმცოდნეებად. ბავშვებს მცირეწლოვან უფროსებად აღარავინ თვლიდა და მათ აღზრდას სხვაგვარად უდგებოდნენ. ყოველ ბავშვს უნდა გამოეყენებინა ძალისხმევა იმისთვის, რომ ზრდასრული, პასუხისმგებლიანი და განათლებული გაზრდილიყო. ამ გზის გავლა კი მშობლების დახმარებით ხდებოდა. დროდადრო გაჩნდა “კარგი ბავშვის” და “ცუდი ბავშვის” ტერმინები. კარგი ქცევისთვის და მიღწევებისთვის ბავშვებს აჯილდოვედნენ და აქებდნენ, ცუდისთვის კი სჯიდნენ.

Photo credit: Depositphotos

ახლა კი მიღებული სტანდარტები ირღვევა. წიგნი თანამედროვე სამყაროში ინფორმაციის ძირითად წყაროს აღარ წარმოადგენს. ახლა მკვეთრად არარ არის გამოხატული თუ ვინ არის “კარგი ბავშვი” და რა თვისებებს უნდა აკმაყოფილებდეს ამ სახელის მოსაპოვებლად. ნელ-ნელა წარმოსახვაც უკანა პლანზე გადადის, გარდა ამისა ინფრომაციის მოცულობაც იმდენად გაიზარდა, რომ ყველაფრის ზეპირად დამახსოვრება შეუძლებელია.

რატომ მოძველდა სკოლა

ხშირად მშობლები ბავშვებში გავრცელებულ ყურადღების დეფიციტის სინდრომზე წუწუნებენ. თითქოს ბავშვს უჭირს მობილიზება და დიდი მოცულობის ინფორმაციაზე კონცენტრაცია. სინამდვილეში სკოლები ბავშვს ცოდნას იმ სახით არ აწვდიან რომლითაც მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის ათვისება. სამწუხაროდ განათლების სისტემა ძალიან ნელა ვითარდება და იცვლება.

Photo credit: Depositphotos

ანა ვერგა თვლის, რომ მოსწავლეები უშედეგოდ ცდილობენ ტონა ინფორმაციის შესწავლას, იმ დროს როდესაც მათ კომპეტენციები და ის უნდა ასწავლონ თუ როგორ მოიპოვონ ინფორმაცია დამოუკიდებლად. სასწავლო დაწესებულებები ცდილობენ დროს ფეხი აუწყონ და ნოვატორულ მიდგომებს იყენებენ. ისინი ასტიმულირებენ დისკუსიებს, ქმნიან სასწავლო ტამაშებს, გვთავაზობენ ონლაინ რესურსებს, საინტერესო შინაურულ დავალებებს. ყურადღების დეფიციტის სინდრომი იმის გამო ჩნდება, რომ თანამედროვე ბავშვები ორ სამყაროს შორის არიან.

ძველი სისტემიდან ახალ სისტემაზე გადასვლა რთულია როგორც ბავშვებისთვის ასევე მშობლებისთვისაც. სამყარომ ვერ მოასწრო ახალი თაობის გაგება. ნებისმიერ შემთხვევაში მშობლები ბავშვის მხარეს უნდა იყვნენ. თუ მას სკოლაში მასწავლებელთან ექნება პრობლემა, სახლში მშობლებთან – მოტივაცია დაეკარგება და თავს დაზაფრულად იგრძნობს. წარმოიდგინეთ, რომე ს თაობა – პატარა მარსიანელების თაობაა რომლებთანაც საერთო ენა უნდა გამოვნახოთ. თანამედროვე ბავშვები ჩვენი მომავლისა და პროგრესის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. მათ კი არ უნდა აგვიწყონ ფეხი, არამედ პირიქით!

როგორ ფიქრობთ, საჭიროა თანამედროვე ბავშვებისთვის წიგნის კითხვის დაძალება და მათ მომავალზე ზედმეტად ნერვიულობა?