რატომ ცოცხლობს თანამედროვე სმარტფონი მხოლოდ 2 წელი

0
151

ჩვენ, ყველას კარგად გვახსოვს დრო, როცა მობილური ტელეფონები არ არსებობდა. დღეს კი მის გარეშე ცხოვრების წარმოდგენა შეუძლებელია. თანამედროვე სმარტფონი მთელ სამყაროს იტევს და მრავალ ამოცანას ამარტივებს. ამ მოწყობილობას იმდენად მივეჩვიეთ, რომ მცირე დაზიანებაც დიდ ტრაგედიად იქცევა.

Photo credit: Depositphotos

თანამედროვე სმარტფონები

დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ რატომ ფუჭდება უახლესი სმარტფონი ასე სწრაფად და რატომ ცოცხლობს საშუალოდ 2 წელი. დღეს მთავარ პრობლემებს განვიხილავთ და მათი გადაჭრის გზებს გიჩვენებთ.

Photo credit: Depositphotos

ბევრი მეგობარი და ნაცნობი ჩივის, რომ ყოველ ორ წელიწადში ახალი სმარტფონის ყიდვა უწევთ. ეს არა ერთი შემთხვევა და მხოლოდ პირადი გამოცდილება არაა. ამ თემაზე განსხვავებული მოდელების მქონე სმარტფონების მფლობელებს გავესაუბრე. ყველა ერთხმად ამტკიცებს, რომ მათი გაჯეტების სიცოცხლე ძალიან ხანმოკლეა. არადა იაფიც არ ღირს.

ახლავე გეტყვით, რომ არ ვითვალისწინებ მექანიკურ დაზიანებას, როგორიცაა ეკრანის გატეხვა, დასველება ან შემაერთებლის დაზიანება. საქმე ეხება ნორმალურ, ფრთხილ გამოყენებას, რომლის დროსაც პრობლემების თავიდან აცილება მაინც გარდაუვალია. მოკლედ, ერთად განვიხილოთ სმარტფონის ყველაზე გავრცელებული პრობლემები.

Photo credit: freepik

ბატარეა მალე ჯდება

მაგალითად, სმარტფონს ყველაზე ხშირად ფოტოების გადასაღებად ვიყენებ – ეს სამსახურისთვის მჭირდება. თამაშებს არ ვთამაშობ, სტანდარტულ პროგრამებს ვიყენებ, საათობით არ ვლაპარაკობ, წერილებს იშვიათად ვწერ. და მაინც, 2 წლიანი გამოყენების შემდეგ ბატარეას უფრო ხშირად დატენვა სჭირდება, დღეში 2–ჯერ დატენვაც მიწევს. ჩემი ბოლო სმარტფონიც გამონაკლისი არაა. გადავწყვიტე ბატარეა გამომეცვალა. და რას ფიქრობთ? პრობლემა არ მოგვარებულა. ვწუხვარ, რომ ფული და დრო უაზროდ დავხარჯე.

Photo credit: Depositphotos

ფოტოების ხარისხი მცირდება

კამერასაც პრობლემები დაეწყო. თავიდან სურათებს მაღალი ხარისხი ჰქონდათ. როგორც უკვე ვთქვი, სამსახურისთვის სურათების გადაღება ხშირად მიწევდა. სადღაც წელიწადნახევარში ფოტოების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუარესდა, შემდეგ საერთოდ საშინელი გახდა. რაღაც პატარა ფოტოს გადაღებაც შეუძლებელი გახდა – უბრალოდ ფოკუსი აღარ აქვს.

ფოტო ბუნდოვანი გამოდიოდა. გაუგებარია, თუ რაშია საქმე. ტელეფონი ხომ არ დამვარდნია და წყალშიც არ ჩამვარდნია. რა თქმა უნდა, ჩემი ვარაუდები მაქვს, რომ ასეთი პრობლემები კამერის მინის ნაკაწრების გამო წარმოიქმნება. ნუთუ მწარმოებლებს ამის თავიდან აცილება არ შეუძლიათ?

Photo credit: freepik

დისპლეი ხურდება

დისპლეიც ნორმალურად აღარ მუშაობს, მასზე გარკვეული სინათლე და ლაქები ჩნდება. გამოსავალი ერთია – დისპლეის მოდულის შეცვლა. აქ, ყველაფერი მარტივად არაა. თუ ჩინურ ასლს გამოიყენებთ, დისპლეი შეიძლება მცირე დაცემაზე ან დარტყმაზე გაიბზაროს. სენსორიც სწორად არ მუშაობს. აი, ორიგინალი ძალიან ძვირი ღირს, საერთოდ თუ იპოვით.

Photo credit: Depositphotos

ნელა მუშაობს

განსაკუთრებით გამაღიზიანებელია, როცა სმარტფონი გაცილებით ნელა მუშაობას იწყებს. ზოგიერთი გვირჩევს, რომ სმარტფონი ქარხნულად გადავტვირთოთ. ეს დაახლოებით 1 კვირა გიშველით, თუ საერთოდ დაგეხმარებათ, შემდეგ კვლავ ნელი გახდება. მნიშვნელოვანი ფაილების გადატანასა და მოწყობილობის გადატვირთვაზე მხოლოდ დროს დახარჯავთ. მოკლედ, ამ შემთხვევაში სჯობს ტელეფონი გაყიდოთ და ახალი იყიდოთ, რომ არ ინერვიულოთ.

Photo credit: freepik

თუმცა ყოველ 2 წელიწადში ახალი ტელეფონის შეძენა ის გამოსავალი არაა, რომელიც მაწყობს. ზემოხსენებული პრობლემების მიზეზების ძიებისას გამახსენდა, რომ ჩემი ძველი ნაცნობი ტელეფონებს არემონტებდა. რჩევისთვის მივმართე და ვკითხე, შეიძლებოდა თუ არა ჩემი გაჯეტის სიცოცხლის გახანგრძლივება. აი, სპეციალისტის სასარგებლო რჩევები.

Photo credit: Depositphotos

როგორ გავახანგრძლივოთ სმარტფონის სიცოცხლე

1. ტელეფონი რეგულარულად გაწმინდეთ. წაშალეთ აპლიკაცია, რომელსაც აღარ იყენებთ, ასევე წარუმატებელი ფოტო, ვიდეო და მუსიკა. გაჭედილი მეხსიერება სმარტფონის შეფერხებით მუშაობას იწვევს.

2. ზოგჯერ გაჯეტის გამორთვა არ დაგავიწყდეთ. დიახ, დიახ, ტექნიკასაც დასვენება სჭირდება. თქვენ ხომ ნოუთბუქს და ტელევიზორს თიშავთ? სმარტფონიც თუნდაც კვირაში ერთხელ გამორთეთ და გადატვირთეთ. საკმარისია, რამდენიმე წუთით დაასვენოთ, რომ მოწყობილობამ სწრაფად იმუშაოს.

3. პროგრამის განახლება არ იჩქაროთ. ორი ახალი თაობის გამოსვლის შემდეგ სმარტფონი ოპერაციულ სისტემას აღარ ანახლებს. საქმე იმაშია, რომ ნებისმიერი მწარმოებლის მიზანია რაც შეიძლება მეტი ახალი პროდუქტი გაყიდოს. ისინი სპეციალურად უშვებენ განახლებას, რომელიც ძველ გაჯეტებს აფერხებს. მნიშვნელოვანია, ასეთი განახლებები დროულად უარყოთ, რომ ახალი ტელეფონის ყიდვა გადადოთ.

Photo credit: Depositphotos

4. სწორად დატენეთ. ყველაფერი მარტივია: დატენეთ, როცა ბატარეა 25%–მდეა. ასეთი მიდგომით ბატარეას სიცოცხლეს გაახანგრძლივებთ. გარდა ამისა, ბატარეა სრულად არ დამუხტოთ. სჯობს დღის განმავლობაში ცოტ–ცოტა დატენოთ.

5. ვირუსების შეღწევა არ დაუშვათ. რომელიმე პროგრამის გადმოწერამდე დარწმუნდით, რომ მასში რაიმე საეჭვო არაა. თუ აპლიკაციის დაყენების შემდეგ სმარტფონი უცნაურად იქცევა, სჯობს აპლიკაცია წაშალოთ. საეჭვო ლინკებზე არ გადახვიდეთ. პროფილაქტიკა საუკეთესო მიდგომაა. ზოგიერთი ვირუსი სისტემურ მოწყობილობაში შედის და მისი მოშორება მარტივი არაა.

6. დამცავი მინა გამოიყენეთ. დისპლეი სმარტფონის ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებული ნაწილია. დამცავი მინის დახმარებით დისპლეის მცირე დაზიანებისგან დაიცავთ. დაცემისას დამატებითი მინა დარტყმას თავის თავზე აიღებს და დისპლეი უსაფრთხოდ იქნება. დამცავი მინის შეცვლა 10–ჯერ უფრო იაფია, ვიდრე დისპლეის შეცვლა.

Photo credit: freepik

ვიმედოვნებთ, რომ ამ რჩევების დახმარებით თქვენი გაჯეტის სიცოცხლის გახანგრძლივებას და ახლის შეძენაზე ფულის დაზოგვას შეძლებთ. თანამედროვე სმარტფონი – ძალიან მნიშვნელოვანი ტექნიკაა, რომელსაც ნაზი მოპყრობა სჭირდება. თუ სმარტფონთან წარუმატებელი გამოცდილება გქონდათ, აუცილებლად გაგვიზიარეთ.