როგორ მივიღოთ მეტი ენერგია და ფული კოსმიური ბანკისგან

0
1766

ამ სამყაროში ყველაფერს ენერგია ამოძრავებს. ის აბრუნებს პლანეტებს დედამიწის გარშემო. მხარს უჭერს ძალთა ბალანსს ბუნებაში, ქმნის მოძრაობას ჩვენს ცხოვრებაში. ამიტომ არის ეს ცხოვრებისეული ძალა ასეთი მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ამ სტატიის თემას – ადამიანის ცხოვრებაში არსებული ენერგია წარმოადგენს. ჩვენ მოგითხრობთ სად უნდა მოიპოვოთ ძალა და მხნეობა რომლებიც ასეთი აუცლებელია სრულფასოვანი, ბედნიერი ცხოვრებისთვის.

ენერგია ადამიანის ცხოვრებაში

ყოველ ჩვენგანს ენერგიის მიღების საკუთარი საშუალება აქვს. ეს შეიძლება სასარგებლო საკვები იყოს, ან ჩაი, ყავა, ენერგეტიკული სასმელი და ტკბილეული. იმისთვის, რომ საკუთარ თავში ეს წყარო აღმოაჩინოთ, ოდნავ უნდა ჩაუღრმავდეთ მას და საკუთარ თავში ჩაიხედოთ. ამისთვის აღმოსავლური სიბრძნე გამოგადგებათ – ჩვენ რამდენიმე სასარგებლო რჩევა მოვიძიეთ ტიბეტელი მასწავლებლებისა და ბერებისგან.

გონების ძალა

ენერგია – გონების ძალაა! თქვენს ტვინს შეუძლია ძალა მოგცეთ მაგრამ ასევე მისი წართმევაც შეუძლია! ამიტომ ის მკაცრი კონტროლის ქვეშ უნდა გყავდეთ. მიეჩვიეთ დიციპლინას, ისწავლეთ ახლანდელი მომენტით ცხოვრება, ნუ გადაერთვებით არასაჭირო ამბებზე. სასარგებლოა ხშირად შეახსენოთ თქვენს თავს, რომ თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი თავად ხართ.

Photo credit: Depositphotos

ადამიანი შეიძლება ძალიან დაიღალოს იმის გამო, რომ ძალიან ბევრს ფიქრობს. ამან შეიძება ქრონიკულ დაღლილობამდე მიგვიყვანოს, ცუდი აზრები და ფიქრები ხომ ჩვენს ენერგიას შთანთქავენ და მხოლოდ სიცარიელეს გვიტოვებენ.  უდავოა, რომ ჩვენ ინტელექტუარული საქმიანობა გვამოძრავებს და გვაქცევს ადამიანებად მაგრამ არ ღირს რაღაც წვრილმანების გამო ამდენი ვინერვიულოთ. ასევე გამოგვადგება შეგონება: “იცხოვრე დღევანდელი დღით”. ეს დაგეხმარებათ არ ინერვიულოთ მომავალზე და არსებული მომენტით იცხოვროთ.

ქალბატონები უფრო მძაფრად აღიქვამენ ამ სამყაროს ვიდრე მამაკაცები. ერთ-ერთი მიზეზი: ისინი მეტ დროს უთმობენ დეტალებს. ეს შეიძლება ეხმარებოდეს მათ მაგრამ ასევე დისბალანსსაც ქმნიდეს. იმისთვის, რომ სიმშვიდე მოიპოვოთ სუთქვითი ვარჯიშები აკეთეთ – ნელი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა მუცლით, ყოველდღე, რამდენიმე წუთით.

მედიტაცია

Photo credit: Depositphotos

მედიტაცია ადამიანს ეხმარება საკუთარ თავში ძალა იპოვოს. ამ პრაქტიკით დაკავებისთვის არც ფულია საჭირო და არც რთული ცოდნა. ყველაფერი რაც გჭირდებათ – ეს უბრალოდ მოდუნება და ფიქრების გაშვებაა. როდესაც “გათავისუფლებას” შეძლებთ, ცხოვრებისელი ენერგია კვლავ აავსებს თქვენს ცარიელ ჭურჭელს. აღმოსავლური პრაქტიკები ყოველთვის მედიტაციას იყენებენ, მასწავლებლები კი ამტკიცებენ, რომ ის თანამედროვე ადამიანისთვის უბრალოდ აუცილებელია.

საკვები

Photo credit: Depositphotos

ენერგია პირდაპირ არის იმაზე დამოკიდებული თუ რას მიირთმევთ. ეს თავისთავად გასაგებია, მაგრამ, რატომღაც ბევრი ადამიანი ჯანმრთელი კვების პრინციპებს არღვევს. აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება თქვენს რაციონს და კვების რეჟიმს. ასევე აუცილებელია სწორედ ის საკვები აირჩიოთ რომელიც თქვენს ორგანიზმს, ფსიქოლოგიურ ტიპს და საცხოვრებელ ადგილს შეეფერება.  ისიც უნდა გესმოდეთ, რომ მკაცრი დიეტები, ვეგეტარიანელობა, შიმშილობა და მსგავსი პოპულარული ქცევები ყველას ჯანმრთელობას არ უხდება. ყოველი ჩვენგანი ინდივიდუალურია, ამიტომ პროდუქტები და დიეტა მკაცრად, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ორგანიზმის შესაბამისად შეარჩიეთ.

გამოღვიძება

გარდა ამისა დამატებითი ენერგიის წყარო ადრე ადგომა, დილის ვარჯიში და თბილი წყალიც გახლავთ. ტყუილად არ ამბობენ: ვინც ადრე დგება მას ღმერთი ხვდება. ტიბეტელი ექიმები დილის 5-7 საათზე გვირჩევენ ადგომას. შემდეგ ვარჯიშით ან იოგით დაკავებას, თბილი ადუღებული წყლის დალევას. წყალი ახლადანადუღარი უნდა იყოს – გუშინდელი არ გამოგადგებათ, აუდუღარი წყალი კი მშირეი კუჭისთვის შეიძლება მძიმე იყოს.

Photo credit: Depositphotos

იმისთვის, რომ საკუთარი თავი ენერგიით დილიდანვე უზრუნველყოთ, საუზმე აუცილებლად მსუბუქი, სასარგებლო და კვებითი ღირებულების მქონე უნდა იყოს. სხვა მხრივ თვქენი ორგანიზმი ბევრ ენერგიას დაკარგავს საკვების გადამუშავებაში. ტიბეტელი მასწავლებლები არ გვირჩევენ ერთმანეთისთვის შეუხამებელი საკვების ერთდროულად მიღებას: კვერცხი და თევზი ან კვერცხი და რძის პროდუქტები.  ჩვენი სხეული ამ ორი პროდუქტის ერთად მიღების შემთხვევაში მათ გადამუშავებას ძლიან დიდ ხანს უნდება.

მთელი დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა დაიცვათ დრო საკვების მიღებებს შორის. შეგიძლიათ ხშირად მაგრამ პატარა პორციებით იკვებოთ. ეს პრინციპი ორგანიზმის ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ეს კი პირველ რიგში ცხოვრებისეულ ენერგიასა და ძალას მოგცემთ. ღამით ევრს ნუ შეჭამთ, თორემ დილით დაღლილი გაიღვიძებთ, სიმხნევის შეგრძნების გარეშე.

წყალი

დღეში იმდენი წყალი უნდა დალიოთ რამდენსაც ორგანიზმი გთხოვთ. ნებისმიერ შემთხვევაში ნორმა – დღეში მინიმუმ 1 ლიტრი გახლავთ. ალკოჰოლს რაც შეეხება: ზოგიერთ ადამიანს ის დაძაბულობის მოხსნაში ეხმარება. ნახევარი ჭიქა წითელი ღვინო – ძილის წინ ენერგიის ნორმაში მოყვანაში დაგეხმარებათ.

Photo credit: Depositphotos

გაითვალისწინეთ: ჩვენს ცხოვრებისეულ ენერგიაზე დაუსრულებელი საქმეებიც მოქმედებენ, გადადებული ოცნებები და სურვილები. აჯობებს დროდადრო გარკვეული დალაგება მოაწყოთ თქვენს ფიქრებში და დააკვირდეთ რა ხდება თქვენს ცხოვრებაში. ასევე აუცილებელია ეცადოთ სასიამოვნო ადამიანებთან იურთიერთოთ და ტოქსიკურ გარემოს თავი მოარიდოთ.

ფული

რაც არ უნდა იყოს ფული უდიდეს როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში. ისინი აუცილებელი რესურსების მოპოვებაში გვეხმარებიან, უზრუნველყოფენ ჩვენს ცხოვრებისეულ კომფორტს, მისთ ვახდენთ საჭიროებების რეალიზებას. თუ თქვენი ცხოვრებისეული ენერგიის სწორად დაწყობას შეძლებთ, შიდა ძალების წყარო სწორ ცხოვრებისეულ გზაზე დაგაყენებთ. ენერგიების სწორი ცვლა საშუალებას მოგცემთ თქვენი თავის რეალიზება მოახდინოთ და ამისთვის დასაჩუქრდეთ. ეს სისტემა ორი მიმართულებით მუშაობს: რაც მეტ ენერგიას ვიღებთ, მით მეტს გავცემთ და რაც მეტ ენერგიას გავცემთ მით უფრო მეტ ენერგიას ვიღებთ უკან.

Photo credit: Depositphotos

ბოლოს გვსურს აღვნიშნოთ, რომ ყველაზე მთავარი წყარო სამყაროში არსებული სიმშვიდეა. როდესაც ადამიანს ყველა აუცილებელი რესურსი აქვს, მაგრამ შინაგან სამყაროში სიმშვიდეს ვერ გრძნობს, ენერგიის დონე დაბალია. აუცილებელია თქვენი სიცოცხლის დაფასება ისწავლოთ და მადლიერი იყოთ იმსითვის, რომ დღევანდელი დღე გაქვთ. რა თქმა უდა უკეთესობისკენ სწრაფვა, საკუთარი თავის რეალიზება და ახალი მწვერვალების დაპყრობა აუცილებელია. თქვენ რა გეხმარებათ დამატებითი ენერგიის მიღებასა და მთელი დღის განმავლობაში მხნეობის შენარჩუნებაში?