როგორ დავიცვათ თავი დედამთილისგან, რომელიც გაზლაითერი აღმოჩნდა

270
photo credit: depositphotos

გაზლაითინგი ურთიერთობაში – ფსიქოლოგიური ზეწოლის ფორმა, როცა აგრესორი მსხვერპლს საკუთარ თავსა და შეგრძნებებში დაეჭვებას აიძულებს. უადგილო ხუმრობებით, კომენტარებით, ბრალდებებით და დაშინებით ყველაფერს აკეთებს, რომ ადამიანმა თავი დამნაშავედ იგრძნოს. ხშირად მსგავსი ზეწოლა ნერვულ აშლილობას და უფრო სერიოზულ შედეგებს იწვევს.

გაზლაითინგი შეიძლება ნებისმიერ სიტუაციაში გამოვლინდეს. მაგალითად, სამსახურში, სწავლის დროს ან ნათესავებთან ურთიერთობისას. თვალსაჩინო მაგალითი – დედამთილის და რძლის ურთიერთობა. ჩვენი დღევანდელი ისტორიის გმირი გაზლაითერის ნამდვილი მსხვერპლი გახდა. Paparazzi.ge–ს რედაქცია ეცდება ამ თემას ჩაუღრმავდეს და გიამბობთ, როგორ დაიცვათ თავი აგრესორის თავდასხმებისგან.

გაზლაითინგი ურთიერთობაში

„დედამთილმა გაცნობის პირველივე წუთიდან ამითვალწუნა. პირველი შეხვედრა დეტალურად მახსოვს. ირინასთან სტუმრად მივედი: შემოსასვლელში ერთი ალმაცერად შემომხედა და უკმეხი „გამარჯობა“ პირდაპირ სახეში მესროლა. შემდეგ მის შვილს ჩუსტები მისცა და სამზარეულოში შევიდა.

მაგიდაზე ტორტი და უკვე ფინჯნებში ჩასხმული ჩაი იდო. გაუბედავად ჩამოვჯექი და ქმრისგან (მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცი) რაიმე ნიშანს ველოდი. პაატამ მხიარულად თქვა: „მოდით, ტორტით დავიწყოთ!“. ირინა დუმდა და ჩაის დემონსტირებულად სვამდა. ჩაი მოვსვი და, როგორც ჩანს, ცოტა დავიმანჭე.

ირინამ იმწამსვე შეამჩნია: „ოჰ, ჩაის უშაქროდ სვამ? უყურე შენ! მთელი 2 კოვზი დაგიმატე, რა დასანანია“. გავჩუმდი, მაგრამ შიგნით ქარიშხალი ტრიალებდა. ისეთი ტონით საუბრობდა, თითქოსდა ყველა ნორმალური ადამიანი ტკბილ ჩაის სვამს და მხოლოდ მე მომაქვს თავი.

შემდეგ ჩემზე საუბარი დავიწყეთ. ცნობილი გახდა, რომ უნივერსიტეტი მივატოვე და სრულ განაკვეთზე ვმუშაობ. რა თქმა უნდა, მომავალ დედამთილს არ მოეწონა: „საინტერესოა, როგორ გსურს ასეთ გაუნათლებელს ბავშვის აღზრდა? თუმცა მოიცადე, ალბათ, ბავშვზე არ ფიქრობ, რადგან სულ მუშაობ?“

იმ მომენტში ვერ მოვითმინე და ტუალეტში გავედი. ცრემლების შეკავება გამიჭირდა, მაგრამ კიდევ უფრო რთული იყო ირინას სიტყვებზე არ მეფიქრა. იქნებ, მართალია? იქნებ, უნივერსიტეტი უნდა დავამთავრო? ყველა ხომ როგორღაც სწავლობს, რით ვარ უარესი?

წარსულიდან აწმყოში

დედამთილი კიდევ არა ერთხელ გაიხსენებს, თუ როგორ ვიქცეოდი პირველ შეხვედრაზე. „რას უნდა ველოდო შენგან? ჯერ კიდევ ჩვენი გაცნობის დღეს გამოავლინე შენი გაუნათლებლობა. დედაჩემი თავხედს გიწოდებდა“ – ასე ჟღერდა დედამთილის მორიგი პრეტენზია.

მის თვალში ყოველთვის ყველაფერს არასწორად ვაკეთებ. უფრო მეტიც, ყოველთვის აქცენტს აკეთებს, რომ უმაღლესი განათლება ვერ მივიღე. ირინა თვლის, რომ ყველა უბედურების სათავე მე ვარ. როცა პანდემიის პერიოდში ქმარმა სამსახური დაკარგა, სახლში შავებში ჩაცმული მოვიდა. მაგიდას მიუჯდა და თქვა: „ეს არ მოხდებოდა, შენზე რომ არ დაქორწინებულიყო!“

მსგავსი სიტუაციები რეგულარულად ხდებოდა. რა თქმა უნდა, ქმარს ჩემს განცდებს ვუზიარებდი. ის ჩემ მხარეს იყო, მაგრამ დედასთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურდა. როცა იგებდა, რომ მასზე ერთ ცუდ სიტყვას ვიტყოდი, მაშინვე ცირკი იწყებოდა: „პატიკო, უბრალოდ ანა ძალიან მგრძნობიარეა, ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს“ – ჩემ ქმარს ნაზი ხმით ელაპარაკებოდა.

პრობლემის გადაჭრა

რაღაც მომენტში მივხვდი, რომ სპეციალისტის დახმარების გარეშე ვეღარ ვუმკლავდებოდი. უბრალოდ საკუთარ თავში იმდენად ჩავიკეტე, რომ რეალურად მეგონა ვგიჟდებოდი. ფსიქოლოგთან პირველ სეანსზე გაიჟღერა ტერმინმა „გაზლაითინგი“, ხოლო დედამთილი ოფიციალურად გაზლაითერად ან აგრესორად მონათლეს.

თანდათან გავიაზრე, რომ ირინა მანიპულაციებით და ყველაფრის კონტროლის სურვილით შეპყრობილია. მისთვის უბრალოდ მსხვერპლი გავხდი. ფსიქოლოგთან სესიები და ქმართან ურთიერთობა დამეხმარა, რომ საკუთარი თავის დაცვა და დედამთილის თავდასხმების მოგერიება მესწავლა. კიდევ დროზე მივხვდი! რა შეიძლება მომხდარიყო, როცა ბავშვები გვეყოლებოდა? გაფიქრებაც არ მინდა.“

გაზლაითინგის არსი

დარწმუნებული ვარ, გაზლაითინგის მთავარი გზავნილი დაიჭირეთ: „დომინირება, მმართველობა, დამცირება“. ეს ძლიერი იარაღია, რომელიც აგრესორს მსხვერპლის დამორჩილების საშუალებას აძლევს. რაც უფრო მეტ ზეწოლას ახდენს, მსხვერპლს მით უფრო მეტად შეაქვს ეჭვი საკუთარ თავსა და რეალობაში.

როგორ ვიპოვოთ გაზლაითერი? მას უყვარს ხალხის ღიად დამცირება, დადანაშაულება და მსხვერპლის გრძნობებისა და ეჭვების უარყოფა. მოძალადე მალავს იმ ინფორმაციას, რომელიც მისთვის შეიძლება უსიამოვნო ან არახელსაყრელი იყოს. ასეთი ადამიანი იტყუება, ფაქტებს ამახინჯებს, ისტორიას თავიდან წერს. გარდა ამისა, მსხვერპლის იზოლირებას ახდენს, რომ სხვებმა მხარი არ დაუჭირონ.

როგორ დავიცვათ თავი გაზლაითერისგან

პირველ რიგში, ინფორმაცია გადაამოწმეთ და მხოლოდ ფაქტებს ენდეთ. ასე უფრო თავდაჯერებული გახდებით და საკუთარ თავში ეჭვი არ შეგეპარებათ. მეორეც, დანის პირზე ნუ ივლით, საკუთარ თავს დაფიქრების დრო მიეცით. მოძალადე ცდილობს აგანერვიულოთ და თავი დაგაკარგვინოთ. აქ, თვითკონტროლი მნიშვნელოვანია.

ხმამაღლა თქვით, რომ ვინმეს შეურაცხყოფის უფლებას არ მისცემთ. გაზლაითერი იბნევა, როცა სიტუაციას ვეღარ აკონტროლებს. აგრესორს პირდაპირ უთხარით, რომ კარგად გესმით, რაც ხდება. ეს მოძალადეს თავგზას აუბნევს. თუ კამათი წარმოიქმნა, სჯობს უკან დაიხიოთ. ასე გაუგებრობას თავიდან აიცილებთ.

ოდესმე მოგვსვლიათ ისეთ კონცეფციასთან შეხება, როგორიცაა გაზლაითინგი ურთიერთობაში? შესაძლოა, ახლა ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობაში ამის ამოცნობა შეძლოთ. მადლობელი ვიქნებით, თუ თქვენს გამოცდილებას გაგვიზიარებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს