იცით თუ არა, რომ ადამიანის ცხვირი და ყური მთელი ცხოვრების მანძილზე იზრდება? ეს ერთადერთი რამ არაა, რაც ჩვენს ორგანიზმში მუდმივად იცვლება. Paparazzi.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელი ასაკობრივი ცვლილებები ეწევა თითოეულ ადამიანს. დარწმუნებული ვარ, უმეტესობა მათგანზე არც ეჭვობდით!
ადამიანის ასაკობრივი ცვლილებები
ქვემოთ მოცემულია 5 ფიზიოლოგიური მეტამორფოზი, რომლებიც ადამიანში ასაკის მატებასთან ერთად ხდება.
1. კბილების მგრძნობელობა ქრება
ასაკის მატებასთან ერთად კბილის ნერვები იკუმშება, ამიტომ კბილები ცივ და ცხელ კერძებზე ნაკლებად რეაგირებს. განა ეს ცუდია? ასეთმა ცვლილებამ შეიძლება ახალი პრობლემები გამოიწვიოს. მგრძნობელობის შემცირებისას ადამიანი კბილის ტკივილის სიმპტომებს, მაგალითად, კარიესს, ვერ გრძნობს.
2. ფერების აღქმა იცვლება
მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 58 წლის შემდეგ ფერების აღქმის პრობლემებს ხშირად ვაწყდებით. ეს გამოწვეულია იმით, რომ თვალის ასაკობრივი ცვლილებები ადამიანისთვის ყვითელი ფილტრის ეფექტს ქმნის. ამის გამო ფერების გარჩევა საკმაოდ რთულია: ლურჯის იასამნისფრისგან, ყვითლის მწვანიდან.
3. საკვების გემო იცვლება
რამდენი ადამიანია, რომელთაც ახალგაზრდობაში ზეთისხილი კატეგორიულად არ მოსწონთ, მაგრამ ასაკში ნამდვილ დელიკატესად თვლის? რაც უფრო ასაკოვანია ადამიანი, მით უფრო ნელა იცვლება გემოს რეცეპტორები ენაზე. ეს თავისებურება კერძის აღქმაზე გავლენას ახდენს. ექსპერტების თქმით, ქალებში გასტრონომიული პრეფერენციების ცვლილებები ზუსტად 50 წლიდან შეინიშნება, კაცებში – 60 წლიდან. კვლევის თანახმად, ყველაზე პოპულარული „ასაკობრივი“ პროდუქტია თხის ყველი, ლობიო და კორნიშონი.
4. ლტოლვა იზრდება
ფსიქოლოგები თვლიან, რომ 40 წლის შემდეგ უფრო თავისუფლები ვიქნებით. როგორც წესი, ამ ასაკში ცხოვრება უკვე მოწყობილი გვაქვს: სახლი გვაქვს, ბავშვები დამოუკიდებლები არიან, კარიერა სტაბილურია.
5. თითის ანაბეჭდი იცვლება
მსოფლიოს დიდხანს სჯეროდა, რომ თითის ანაბეჭდი მთელი ცხოვრება უცვლელია, მაგრამ 2015 წელს 15 ათასი ადამიანის მონაწილეობით დიდი ექსპერიმენტი ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ თითის ბალიშებზე „ზოლები“ არა მხოლოდ დაზიანების, არამედ ასაკის გავლენით შეიძლება შეიცვალოს.
6. ბედნიერების შეგრძნება
კიდევ ერთი ამერიკელი მეცნიერების კვლევის წყალობით ვიცით: მოწიფული ასაკის ადამიანები სირთულეების მიუხედავად ცხოვრებას უფრო პოზიტიურად უყურებენ, ვიდრე ახალგაზრდები.
ამ განსაკუთრებული ასაკობრივი ცვლილებების შესახებ იცოდით? თქვენი შთაბეჭდილებები თამამად გაგვიზიარეთ.