როგორ გავზარდოთ დიდი ალოე სახლში, რომელიც მაღალი იქნება და თან იყვავილებს

0
2053

ოთახის მცენარეების მიმართ ყოელთვის გულგრილი ვიყავი, თუმცა როდესაც ცალკე გადავედი საცხოვრებლად ავოკადოს ხის გაზრდა დავიწყე, შემდეგ მეგობარმა კიდევ ერთი მცენარე მაჩუქა და მცენარეების შეგროვება დავიწყე. ბინაში ყვავილების ბაღის გაშენებისთვის ჯერ მზად არ ვარ თუმცა მაინც მინდა კიდევ რამდენიმე მწვანე მეგობარი დავიმატო. ჩემი არჩევანი სრულიად უპრეტენზიო და ძალიან პოპულარულ მცენარეზე შევაჩერე. დღეს Paparazzi-ს რედაქცია ალოეს გაზრდასა და მოვლაზე მოგითხრობთ.

Photo credit: Depositphotos

როგორ გავზარდოთ ალოე

ალოე – უპრეტენზიო მცენარეა, რომელსაც კოსმეტოლოგიური და სამკურნალო მიზნებისთვის იყენებენ. გასაოცარი არც არის, ამ სუკულენტს ხომ უამრავი დადებითი თვისება აქვს.

კარგი მოვლის შედეგად ალოე შესანიშნავად გამოიყურება და ძალიან მსხვილი ფოთლები აქვს. რაც უფრო თხელი და სუსტია მისი ფოთოლი – მით უფრო რთულია მისგან წვენის გამოწურვა. ალოე საკმაოდ სწრაფად იზრდება და ამიტომ მსაჭიროა მისი წანაზარდები დროულად მოვჭრათ. ამისთვის საჭიროა მისი კალამი პირდაპი ძირშივე მოვკვეცოთ. შემდეგ იდეალური იქნება თუ ამს ოდნავ შევაშრობთ – 30 წუთიდან – 3 საათის განმავლობაში. დასარგავად გამჭვირვალე ჭიქა ან ქოთანი შეამზადეთ. ამგვარად შეძლებთ დააკვირდეთ თუ როგორ ვითარდება წანაზარდის ფესვი და რამდენად დანოტივებულია მიწა.

Photo credit: Depositphotos

ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია რადგან ალოეს ძირები ხშირად ლპება ჭარბი რწყვის გამო. მცენარე სიმშრალეს კარგად უძლებს, მისი სამშობლო ხომ -აფრიკაა! ალოეს ფურცელი მცენარეული ცვილით დაფარეთ, ეს მას შინაგანი ტენის შენარჩუნებაში ეხმარება. თუ დარწმუნებული არ ხართ იმაში, რომ ალოეს წყალი აუცილებლად ჭირდება – ნუ მორწყავთ!

Photo credit: Depositphotos

ჭიქის ფსკერზე ცოტაოდენი დრენაჟი მოათავსეთ და დანარჩენი სივრცე გრუნტით შეავსეთ. შემდეგ წაჭრილი კალამი მიწაში დააფიქსირეთ. თუ მიწა მშრალია – მორწყეთ. გამოცდილი მებაღეები ფიტოსპირინის გამოყენების რეკომენდაციას გვაძლევენ დარგვისთანავე. ეს უნივერსალური მიკრობიოლოგიური პრეპარატია რომელიც დაავადებების გავრცელებას უშლიან ხელს. 1 ლიტრ წყალზე სულ რაღაც 1 ჩაის კოვზი საშუალება უნდა გამოიყენოთ.

მოვლა გადარგვის შემდეგ

თუ ალოეს პირველად რგავთ, რამდენიმე სასარგებლო რჩევა გამოგადგებათ! პირველ რიგში, მას ცივ რაფაზე ნუ დადგამთ. აჯობებს ის შედარებით თბილ ადგილზე მოათავსოთ. 1-2 კვირით პაკეტი გადააფარეთ. ეს პირობები კალამს ფესვების გაშვებაში დაეხმარება.

Photo credit: Depositphotos

იმისთვის, რომ მცენარეში სასარგებლო ნივთიერებები დაგროვდეს – საჭიროა მისი გამოკვება. ალოე სამკურნალო მცენარეა და შეაბამისად მისი სასუქიც ორგანული უნდა იყოს. მაგალითად, ყურადღება მიაქციეთ სპეციალიზებულ რბილ სასუქს. ის კაქტუსებისა და სხვა სუკულენტებისთვისაც გამოგადგებათ.

მთავარია არ გადააჭარბოთ. ალოე მიჩვეულია ღარიბ ნიადაგს და მისთვის სასუქის დონე უნდა შეამციროთ. ასეთ შემთხვევაში შეცდომისგანაც დაზღვეული იქნებით. დროდადრო მისი ფოთლები სათითაოდ უნდა გაწმნდოთ მტვრისგან.

ალოე ყვავილობს?

ხალხში ალოეს ასწლოვანას უწოდებენ, არსებობს მითი, რომ ეს მცენარე 100 წელიწადში მხოლოდ ერთხელ ყვავის. მხოლოდ ცოტას თუ უნახავს მისი ყვავილობა რადგან ალოეს აყვავება საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა. შეიძლება გაგიკვირდეთ მაგრამ, ბუნებაში ალოე – ყოველ წელიწადს ყვავის!

Photo credit: Pixabay

ეს ყველაფერ კი ბუნების პირობების დამსახურებაა. იმისთვის, რომ მცენარე გაყვავდეს მან რეგულარულად უნდა მიიღოს მზის სხივები (12-16 საათის განმავლობაში). დაგვეთანხმებით, რაფაზე მცენარე ამდენ მზის შუქს ვერ იღებს.

ნუ განაწყენდებით. თუ ალოეს ყვავილობის ნახვა გსურთ, შეგიძლიათ მისთვის შესაბამისი პირობები შექმნათ. დაიწყეთ ზამთრისთვის მზადება. შენობაში ტემპერატურა 10-14 გრადუსი უნდა იყოს. ამასთანავე აუცილებელია ბევრი შუქი. გამოიყენე ლუმისცენტური ლამფა.

ალოე თვეში ერთხელ მორწყეთ და დააკვირდით, რომ ნიადაგი მეორე მორწყვამდე ბოლომდე არ გამოშრეს. ასევე მნიშვნელოვანია ოთახში მშრალი ჰაერი იყოს. როდესაც დათბება შეგიძლიათ მცენარე აივანზე გაიტანოთ – სამხრეთ მხარეს.

ალოე მზეს თანდათანობით უნდა მიაჩვიოთ. ჯერ ნახევარი საათით გაიტანეთ მზეზე, შემდეგ კი ეს დრო ნელ-ნელა გაზარდეთ. თუ ქუჩაში თბილა, გაზაფხულზე ალოე აივანზე შეგიძიათ მთელი დღით და ღამიტაც კი დატოვოთ.

იმისთვის, რომ სუკულენტი აყვავდეს დღისით ტემპერატურა 21-29 გრადუსზე ნაკლები არ უნდა იყოს, ღამით კი 15 გრადუსზე ნაკლები. წლის თბილ პერიოდში ალოე კვირაში ერთხელ მორწყეთ. თუმცა გაითალისწინეთ, რომ ეს პრიობები არ გაძლევთ იმის გარანტიას, რომ მცენარე აუცილებლად იყვავილებს.

Paparazzi-ს რედაქციისგან

როგორც ხედავთ არ არსებობს უნივერსალური სამუშაო სქემა რომლის მიყოლის შედეგად ალოეს აუცილებლად ააყვავებთ. თუმცა ცდად ნამდვილად ღირს, ალოე ყვავილობის დროს უბრალოდ შესანიშნავად გამოიყურება!