იტალიელი ბავშვებ გაღმერთებისა და თავისუფლების ფონზე იზდებიან და შედედაგ სრულაიდ ადექვატურ ახალგაზრდებად ყალიბდებიან. ამ სტატიაში Paparazzi-ს რედაქცია იტალიელი ბავშვების კვების განსაკუთრებულობებზე მოგითხრობთ. იქნებ მათგან რომელიმე ჩვევის გადმოტანა მოგესურვოთ.
საინტერესოა, რომ იტალიაში საბავშვო კვების ცნება საერთოდ არ არსებობს. ბავშვი ადრეული ასაკიდანვე სწავლობს იმის მირთმევას რასაც უფროსები მიირთმევენ. ყველაზე პოპულარული საკვები – პასტაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ბავშვები ყველაზე ხშირად სხვადასხვა მაკარონებით, სოუსებითა და ყველით იკვებებიან.
იშვათად თუ შეხვდებით დაწესებულებებში “საბავშვო” მენიუს. ხშირ შემთხვევაში ბავშვთან საგეტის სტანდარტული პორცია მიაქვთ, ან საუკეთესო შემთხვევაში მათ “ზედმეტ” ინგრედიენტებს აცლიან.
თუ დედა და მამა მაგარ ყავას სვამენ, არ გაგიკვირდეთ თუ სამი წლის ბავშვს კაპუჩინოსთანდ ა კანფეტთან ან ფუნთუშასთან მჯდომს დაინახავთ.
სტატისტიკის მიხედვით პატარა იტალიელების 70%-ზე მეტი სახლში პასტასა და ბრინჯს მიირთმევს, 45% ხორციან “მეორე” კერძსაც თანხმდება, ხოლო 15% თევზეულს მიირთმევს. გარნირის სახით 18% პარკოსნებს იყენებს, 24% კარტოფილს, 17% კი სვა ბოსტნეულს. იტალიელი ბავშვების დაახლოებით 30% რეგულარულად მიირთმევს ყველს.
იტალიელ ბავშვებში ჭარბი წონის პრობლემა საკმაოდ მძაფრად დგას. ჩრდილოეთში და სარდინიაზე პატარები დაბალანსებულად იკვებებიან და იქ ეს პრობლემა მხოლოდ 25%-ს აქვს, სამხრეთ რეგიონებში კი ბავშვების 40%-ს აღენიშნება ჭარბი წონა.
კულინარიული პატრიოტიზმი
აქ უნდა აღინიშნოს, რომ იტალიელები დიდი კულინარიული პატრიოტები არიან, რომლებიც ნაციონალურ და რეგიონალურ სამზარეულოს აღმერთებენ. სახლში დედებისა და ბებიების მიერ მომზადებული კერძები კი საერთოდ იდელად ითვლება.
პატარა იტალიელები არაჯანსაღ საკვებს: კარტოფილს, პიცას, ტკბილეულს და გაზიან სასმელებს ბავშვობიდანვე ეჩვევეიან. მშობლები თავიანთი პატარაებისთვის ამ საკვების აკრალვას არც კი ცდილობენ. თუმცა მაინც ახერხებენ უგემრიელესი კერძები ისე მოამზადონ რომ ბავშვმა მწვანილი და ბოსტნეული მაინც მიიღოს.
იტალიელისთვის საკვების მიღება ნამდვილი რიტუალია. აქ უყავრთ კერძებზე საუბარი, მათი განხილვა და დაგეგმვა თუ რას მიირთმევენ ვახშამზე. იტალიაშ ზრდასრულებისა და ბავშვების რაციონს შორის განსხვავება მინიმალურია.
გასაოცარია, რომ ყოველი პრობლემისა და არაბალანსირებული კვების მიუხედავად იტალიელი ბავშვები საკმაოდ მოხდენილ და ადექვატურ ახალგაზრდებად ყალიბდებიან.
მეორეს მხრივ, რატომ უნდა გაჩნდეს პრობლემები? ისე განვიხილავთ სხვების რაციონს თითქოს დაგვავიწყდა ბავშვობაში რამდენჯერ გვიჭამია ბებოს მიერ გამომცხვარი ნამცხვრები და ყვეზელები.