ოჯახში ყველაფერი ხდება. ზოგჯერ დედა შვილს უყვირის, ზოგჯერ და ეჩხუბება ძმას, თუმცა ბოლოს ოჯახის წევრები და ახლობელი ადამიანები მაინც რიგდებიან. უმეტეს შემთხვევებში! ყველაფერი კი აღზრდასა დ პრობლემის სერიოზულობაზეა დამოკიდებული.
Paparazzi-ს მკითხველმა თავისი ისტორია გაგვიზიარა, რომელიც სინამდვილეში ოჯახებში იმაზე ხშირად გვხვდება ვიდრე ვისურვებდით. ვერ ვიტყვით, რომ სიტუაცია მარტივია, თუმცა თქვენი რჩევები და რეკომენდაციები კომენტარების სახით ზედმეტი ნამდვილად არ იქნებოდა.
დების ჩხუბი
“გამარჯობა მეგობრებო, მუსრს მოგითხროთ ჩემი საოჯახო თავგადასავალი. უპირველეს ყოვლისა ის უნდა გითხრათ, რომ მე და ჩემი მეუღლე საკმაოდ კარგად ვცხოვრობთ. რივე 35 წლის ვართ, გვყავს 3 წლის გოგონა.
მეუღლე 9 წლის წინ გავიცანი და ეს ყველაზე კარგი მოვლენა იყო ჩემს ცხოვრებაში. მომავალმა მეუღლემ რამდენიმე წუთში შემაყვარა თავი.
გაცნობის შემდეგ ერთად ცხოვრება დავიწყეთ. მასში ის აღმაფრთოვანებდა, რომ მენდობოდა მიუხედავად იმისა, რომ სხვებთან საკმაოდ თავშეკავებულად იქცეოდა. მოგვიანებით პატარა ბიზნესი გავხსენით, ბოლოს და ბოლოს ვიგრძენი, რომ ჩემი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შემიძლია.
ახლა საქმეები კარგად მიგვდის. იმის გამო, რომ ოფისი არ გვაქვს – ხალხს საქონელს ფოსტით ვაწვდით და შემოსავალი პანდემიის დროსაც გვაქვს. არ მსურს ტრაბახი მაგრამ მთელი დროის განმავლობაში ქალაქის ცენტრში სამოთახიანი ბინა და ორი მანქანა შევიძინეთ. რა თქმა უნდა წვრილმანებიც…
ახლა კი ისტორიას მივუბრუნდეთ. დაახლოებით 4 წლის წინდედამ მისთვის 2000 დოლარის სესხება მთხოვა. როგორც აღმოჩნდა ჩემი და გახდა ავად და ფული სასწრაფოდ ჭირდებოდა. და დიდი ხნის წინ გაშორდა ქმარს და დედასთან ცხოვრობდა. შვილები არ ყავდა, ამიტომ ყველა ელოდა მის ფეხზე დადგომას როცა ასეთი ამბავი დაატყდა თვას. რა თქმა უნდა მას ეს ფული მივეცი. ბევრი შეკვეთების გამო დედის სახლში მისვლა და მისთვის ფულის პირადად გადაცემა ვერ მოვახერხე.
და ნელ-ნელა გამოჯანრთელდა და ყველაფერი დალაგდა. იმის გამო რომ კარგი სამსახური არ ქონდა, დეა ყოველთვურად, თავისი პენსიიდან მიხდიდა ვალის ნაწილს. ალბათ ხვდებით რომ თანხა სიმბოლური იყო. მე ვხვდებოდი, რომ ეს მადლიერების გამოხატულება იყო.
გავიდა რამდენიმე წელი. დედამ დაგვტოვა. ძალიან გაგვიჭირდა მაგრამ გავუმკლავდით. დამ ამ მომენტისთვის თავისი ფინანასური მდგომარეობა გაიუმჯობესა, იპოვა ახალი ქმარი და მასთან გადავიდა. მე ძალიან მიხაროდა მისი ბედნიერება. მეუღლეტნა შეთანხმებით, ყვავილების თაიგულითა და მცირედი საჩუქრით მისი ახალგახსნილ რესტორანში მიპატიჟება გადავწყვიტე.
და წინააღმდეგი არ იყო და მაშინვე დაგვთანხმდა. მისვლისას ტრადიციისამებრ საჩუქრები გავცვალეთ, შეკვეთა გავაეკთეთ და დავიწყეთ საუბარი. ნახევარი საათის შემდეგ ის საუბარი წამოვიწყე რომლის გამოც ეს დღე დავგეგმე. მე ვალის შესახებ ვკითხე. ჩემმა დამ გაოცებული სახე მიიღო და მიტხრა რომ ვალი არ აქვს, რომ სესხი დედამ აიღო და არა მან. სწორედ ამიტომ მას ჩემი ვალი არ ქონდა.
ამის შემდეგ წავიდა, ჩემი ნაჩუქარი თაიგული წაიღო და ანგარიშიც მე გადავიხადე. შოკში ვიყავი. მე და ჩემმა მეუღლემ ისევ ვისაუბრეთ ფულზე, მაგრამ მეუღლე მაწყნარებდა. მითხრა რომ გულის სიღრმეში მათ დიდი ხანია გამოემშვიდობა და ეს გულისწყვეტის საბაბი არ უნდა იყოს. თუმცა მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ფულს დავიბრუნებ.
ახლა აღარ ვურთიერთობთ. აღმოჩნდა, რომ წამლები ჩემს მიერ მიცემულ ფულზე იაფი ღირდა. აღმოჩნდა ფული მხოლოდ წამლებისთვის არ ჭირდებოდა. იქნებ ფული უბრალოდ მეჩუქებინა, სიმართლე რატომ არ მითხრა?
ვზივარ და ვფიქრობ როგორ მოვიქცე. ერთის მხრივ და ცუდად მოიქცა და ბრალი გარდაცვლილ ადამიანზე გადაიტანა. მეორე მხრივ კი მისი წამლები არც თუ ისე ძვირია. იქნებ კიდევ წავიდე მასთან და ვესაუბრო ურთიერთობებს დასალაგებლად?
Paparazzi-ს რედაქციისგან
ჩვენ ერთიან აზრიამდე ვერ მივედით და შესაბამისად ერთი კონკრეტული რჩევაც არ გვაქვს. ზოგი ფიქრობს, რომ და ცხოვრებიდან უნდა ამოშალოს სანამ ის ბოდიშს არ მოიხდის, ზოგის აზრით კი აჯობებს ფული დაივიწყოს და დას ესაუბროს. ამ ორიდან რომელი უფრო კარგი რჩევაა – მთავარმა გმირმა დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს.