რესტორნის ჭურჭლის მრეცხავმა გაგვიმხილა, როგორ მოვთშოთ ჭარხალი, რომ ფრანგულ დელიკატესი მივიღოთ.

507

კარანტინის პერიოდში ბევრმა დაიწყო ახალი ჰობის ათვისება და სრულყოფილებისკენ სწრაფვა. არც მე ვარ გამონაკლისი და თავით გადავეშვი ახალი რეცეპტების შესწავლაში იმისთვის, რომ საკუთარი კულინარიული უნარჩვევები გამეუმჯობესებინა.

ჩემდა გასაკვირად ოჯახის წევრებს მარტივი კერძები უფრო მოსწონდათ ვიდრე რთული რეცეპტები. ერთ-ერთ ყველაზე გრანდიოზულ აღმოჩენად ჩემთვის მოთუშული ჭარხალი იქცა. Paparazzi-ს ამ სტატიაში სწორედ ამ რეცეპტზე მოგითხრობთ.

მოთუშული ჭარხალი

ინგრედიენტები

  • 0,5 კილოგრამი ჭარხალი
  • 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
  • 200 გრამი სტაფილო
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი
  • 250 გრამი არაჟანი
  • 1 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 40 გრამი კარაქი
  • 1 ოხრხუშის ფესვი
  • ახალი მწვანილის კონა
  • მარილი გემოვნებით
  • შავი დაფქული პილპილი გემოვნებით
  • 60 მილიგრამი მცენარეული ზეთი
  • 50 გრამი კაკალი

მომზადების წესი

1. პირველ რიგში ცივ წყალში გარეცხეთ ჭარხალი, გათალეთ და გახეხეთ მსხვილ სახეხზე.

Photo credit: Depositphotos

2. იგივე პროცედურა სტაფილოსთან და ოხრახუშის ფესვთანაც გაიმეორეთ.

შეგიძლიათ ბოსტნეული არ გახეხოთ და უბრალოდ დაჭრათ ჩხირებად. ამგვარად სალათი უფრო სტრუქტურირებული გამოვა. ამ შემთვევაში მომზადებას უფრო მეტი დრო დაჭირდება რადგან მსხვი ბოსტნეულს მოთუშვა უფრო დიდი დროის მანძილზე დაჭირდება სასურელი სტრუქტურის მისაღებად.

Photo credit: Depositphotos

3. მომზადებული ბოსტნეული მსხვილძირიან ქვაბში მოათავსეთ, დაუმატეთ ლიმონის წვენი და მცენარეული ზეთი. ამის შემდეგ საგულდაგულოდ მოურიეთ და სახურავი დაახურეთ, დატოვეთ საშუალო ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში. დროდადრო ურიეთ ბოსტნეულის ნარევს იმისთვის, რომ დაწვას აარიდოთ თავი.

თუ ბოსტნეული მსხვილ ნაჭრებად დაჭერით, ის დაბალ ცეცხლზე 1 საათის განმავლობაში უნდა გააჩეროთ.

Photo credit: Depositphotos

4. შემდეგ ტაფაზე კარაქი გაალღვეთ და თაფაზევე შეურიეთ ფქვილი. ამის შემდეგ კარაქიან ფქვილს მარილი, სანელებლები, შაქარი და არაჟანი დაუმატეთ.

Photo credit: Depositphotos

კარგად აურიეთ ინგრედიენტები და სოუსი ნელ ცეცხლზე 2 წუთით გააჩერეთ. შემდეგ ბოსტნეულის ნარევი ტაფაზე მოათავსეთ და სოუსს კარგად შეურიეთ.

5. ბოლოს მომზადებული ჭარხალი თეფშებზე მოათავსეთ და მაგიდაზე მიიტანეთ. შეგიძიათ კერძი მწვანილითა და თხილით მორთოთ.

Photo credit: Depositphotos

სურვილისამებრ შეგიძლიათ მას შავი ქლიავის ჩირიც დაუმატოთ. ის ამ კერძს უფრო დახვეწილს ხდის და ტკბილ გემოს მატებს. გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს