ახალი ბანქო მეფე-დედოფლის გარეშე და რისთვის შეიქმნა ის.

0
342

სათამაშო ბანქოს შეკვრა – ეს ნივთი ალბათ ნებისმიერ ჩვენგან ერთხელ მაინც ჭერია ხელში. ყოველთვის მაიტერესებდა რატომ ქონდათ მათ მსგავსი ნიშნები. რამდენმე დღის წინა კი წავიკითხე, რომ ნიდერლანდებში ახალი შეკვრა შექმნეს რომელსაც დედოფლისა და მეფის გამოსახულება არ აქვს. წარმოიდგინეთ, რომ ბანქოს ეს ვერსია ძალიან სწრაფად გაიყიდა და პოპულარულიც გახდა.

Paparazzi-ს რედაქცია დაინტერესდა თუ რამ გამოიწვია ბანქოს ახალი შეკვრის ასეთი პოპულარობა და ამ საკითხს ჩაუღრმავდა.

Photo credit: Depositphotos

სათამაშო ბანქოს შეკვრა

იმ ბანქოს რომელსაც დღესდრეობით ვხედავთ – დიდი ისტორია აქვს. ამ ეტაპზე დაახლოებით ბანქოს 630 თამაშს მოითვლიან. ისინი იყოფიან როგორც: ზრდასრულთა, აზარტულ, საბავშვო, საოჯახო, ეროვნულ, ინტელექტუალურ, კომერციულ და სხვა თამაშებად.

არსებობს გარკვეული საერთო წესები და ტერმინოლოგია: აჭრა, გაჭრა, დარიგება, გადათამაშება, კოზირი, მასტი, ფიგურა და ა.შ. არსებობს სხვადსხვა ბანქოს ხერხები რომლებსაც იდეალურად ფლობენ ბანქოს შულერები და ილუზიონისტები.

Photo credit: Depositphotos

ფატქები ისტორიიდან

პირველი სათამაშო კარტი აღმოსავლეთ აზიაში გავრცელდა. ევროპაში ის არაბი ვაჭრებისა და მეზღვაურებისგან მოხვდა – ისინი ჩნეთიდან ბევრი საქონლის იმპორტს ახდენდნენ. ბანქოს შესახებ ევროპის ტერიტორიაზე XIV საუკუნით დათარიღებულ ჩანაწერებს ვხვდებით.

დიდი ხნის მანძილზე მუსლიმები ამაში მონაწილეობას უარყოფდნენ. სინამდვილეში კი ისლამის მიდევრებმა ბანქოს საკუთარი შეკვრაც კი შექმენს. მათთვის ადამიანის სახის დატანა ნებისმიერ ნივთზე იკრძალება, ამიტომ მათი ბანქო გეომეტრიული ჩანართებით, ე.წ. არაბესკებით იყო მოხატული.

Photo credit: Depositphotos

რუსეთის ტერიტორიაზე ბანქო XVII საუკუნიდან გაჩნდა. თავიდან ბანქოს თამაში მძიმე დანაშაულად ითვლებოდა, თუმცა მა საკითხის მიმართ დამოკიდებულება პეტრეს მეფობის დროს შემსუბუქდა. ის თავად იშვიათად თამაშობდა მაგრამ, ბანქოს წარმოება მაინც ააწყო.

ალექსანდრე პირველის მმართველობის ხანაში ამგავრ წარმოებაზე მონოპოლია დააწესეს (რომელიც 1917 წლამდე მოქმედებდა). შემოსავალი იმპერატორის კარზე ირიცხებოდა და თანხა ობლებს ხმარდებოდა. ბანქოს დასამზადებელი ქაღალდი უხარისხო იყო და მას სპეციალურ დანადგარზე ტალკით პხავდნენ. ამიტომ ბანქოს ფურცელი გლუვი და პრიალა იყო, მას “ატლასის ბანქოს” უწოდებდნენ. ბანქო საკმაოდ ძვირი ღირდა.

Photo credit: Depositphotos

ბანქოს სტანდარტული შეკვრა

სტანდარტული (იგივე ფრანგული) შეკვრა – 54 ბანქოს ფურცლისგან შედგება: 52 ძირითადი ბანქო რომლებიც 4 მასტიდან რომელიმეს მიეკუთვნება და 13-დან ერთ-ერთი ღირსების მატარებელია. ასევე დასტაში შედის ორი სპეციალური ბანქო – ჯოკერი. სხვადასხვა თამაშებისთვის ბანქოს სხვადასხვა რაოდენობა გამოიყენება, ზოგგან მთლიანი შეკვრა თამაშობს, ზოგგან კი მისი გარკვეული რაოდენობა.

აღსანიშნავია, რომ თითოეულ ბანქოს ფიგურას ერთ-ერთი ისტორიული ან მითიური პერსონა მიესადაგება: ყვავების მეფე – მეფე დავითი, ყვავების დედოფალი – ცოდნისა და სიბრძნის ქალღმერთი ათენა, ჯვრების მეფე – ალექსანდრე მაკედონელი, ჯვრების დედოფალი – არგინას განასახიერებდა (ანაგრამა ლათინური ენიდან – Regina), აგურის მეფე – იულიუს კეისარი, აგურის დედოფალი – ბიბლიური რაქელი. გულის მეფე – კარლოს დიდი, გულის დედოფალი კი ელენა ტროადან.

Photo credit: Depositphotos

სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა შეკვრას იყენებენ. იქ ბანქოს სხვა სიმბოლოები და ნახატები აქვს.

ბანქოს ახალი შეკვრა რომელიც ნიდერლანდებში შეიქმნა

სტუდენტმა გოგონამ ნიდერლანდებიდან ბანქოს ახალი შეკვრა გამოიგონა, რომლის შემადგენლობაშიც მეფესა და დედოფლებს ვერ ნახავთ – იუწყება გამომცემლობა Reuters-ი. გოგონას აღშფოთებდა ის ფაქტი, რომ წესების მიხედვით მეფის ნომინალის ბანქო სტატუსით დედოფლისაზე მაღლა იდგა. მან ამგვარ განლაგებაში მრავალსაუკუნოვანი უთანასწორობის ტიპიური მაგალითი დაინახა. ამ შემთხვევაში მამაკაცი აპრიორი დიდ გავლენას ფლობდა და მეტი ძალაუფლებით გამოირჩეოდა. გოგონამ გადაწყვიტა ეს შეეცვალა და “უსქესო” ბანქო შექმნა.

“თამაშებში ამგავრი უთანასწორობა გავლენას ჩვეულებრივ ცხოვრებაზეც მოახდენს. ამგვარი წვრილმანებიც კი თამაშობენ მნიშვნელოვან როლს.” – გვიხსნის ინდი მელლინკი.

Photo credit: Depositphotos

ახალ შეკვრაში მეფეები, დედოფლები და მხედრები ოქროს ფილით, ვერცხლის მონეტებითა და ბრონზის ფარებით ჩაანაცვლა. ბანქოს თავის ვერსიას კი GSB (Gold, Silver, Bronze) უწოდა.

პირველი ათეული ეგზემპლარი მისმა ახლობლებმა შეიძინეს, თუმცა მოგვიანებით მან ახალი ბანქო გასაყიდადაც დადო და რამდენიმე თვეში 1500 შეკვეთა მიიღო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. მისი ქმნილებით თამაშების მაღზიებიც კი დაინტერესდნენ. თუმცა იმისთვის, რომ ბანქოს მისი ვერსია კაზინოებშიც გამოიყენონ თამაშის წესების გადაკეთება იქნება საჭირო. ჯერ-ჯერობით ამის გაკეთებას არ აპირებენ.

Photo credit: Freepik

რედაქციისგან

სოციოლოგები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ბოლო წელიწადს პანდემიის გამო ბანქოსა და მაგიდის თამაშების მიმართ ყურადღება გაიზარდა. დიდი ალბათობით ეს ტენდენცია 2021 წელსაც გაგრძელდება.