ყველა ადამიანს აქვს პირადი სივრცის ქონის უფლება და როგორ არღვევენ მშობლები საზღვრებს.

251

ადამინის პირად სივრცეს ყოველთვის უნდა ვცეთ პატივი, თუნდაც ეს ადამიანი 3 წლის იყოს. ამ ასაკში ბავშვს უკვე უნდა გამოუყოთ საკუთარი სივრცე, სადაც ის თავის თავთან და ფიქრებთან განმარტოებას შეძლებს. ყველას თავისი საზღვრები აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარ შეცდომას მშობლის ბავშის მიმართ დამოკიდებულება წარმოადგენს.

Photo credit: Depositphotos

ადამიანის პირადი სივრცე

ზოგისთის კომფორტულია როცა მის ყოველდღიურს ათვალიერებთ და მისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, ზოგი კი იმასაც ვერ იტანს თუ კითხვათ დღემ როგორ ჩაიარა. როდესაც ბავშვი 3 წლის ხდება უკვე უნდა დაიწყოთ მის ოთახში შესვლამდე კარზე დაკაკუნება. ამგვარად ბავშვი თავს უფრო მშვიდად და დაცულად იგრძნობს, მიხვდება რომ მის სივრცეს პატივს სცემენ და როდესაც პრობლემა შეექმნება საკუთარ თავთან განმარტოებასაც შეძლებს. შესაბამისად ბავშვც ისწავლის რომ სხვებს პატივი უნდა სცეს და თუნდაც თქვენს ოთახში შემოსვლამდე კარზე დააკაკუნს და მოიცადოს.

Photo credit: Depositphotos

იგივე ეხება პირად ნივთებსაც. ყველაფერი რაც ბავშვისთვის იყიდეს ან მას აჩუქეს – ეკუთვნის მას! აუცილებლად უნდ აიკითხოთ ებართვა მისი ნივთის აღებამდე და გამოყენებამდე. უნდა გახსოვდეთ რომ თქვენი ამგვარი ქცევით ისიც სწავლობს სხვებისა და მათი საკუთრების პატივისცემას.

Photo credit: Depositphotos

ერთი შეხედვით უწყინარი თხოვნა: “აკოცე ბებოს” – ბავშვისთვის შეიძლება გამაღიზიანებელი და არასასიამოვნო იყოს. ბავში შეიძლება ნაზი და ყურადღებიანი გაიზარდოს მაგრა, ის ვალდებული არ არის ვინმეს კოცნიდეს საკუთარი სურვილის გარეშე. მისთვის ამის მოთხოვნაც საშინლად არასწორია. წარმოიდგინეთ თქვენ რომ გთხოვონ ვინმეს აკოცოთ. იგივე ეხება სიტუაციას როდესაც სხვადასხვა სქესის ბავშვები ერთ ოთახში ცხოვრობენ. მოვა დრო როდესაც ბავშვები სქესებს შორის სხვაობას ისწავლიან, გაჩნდება სირცხვილის გრძნობა და საკუთარი საზღვრების გამიჯვნის სურვილიც.

Photo credit: Depositphotos

მშობლის ბავშვის მიმართ ნდობის როლი

შვილების მიმართ ყურადღებიანი უნდა იყოთ. რაც მთავარია ბავშვს ფიზიკური და ფსიქოლოგიური კომფორტი უნდა შეუქმნათ. ახლა ძალიან მარტივია ბავშისთის თვალყურის დევნება სხვადასხვა გაჯეტებითა და პროგრამებით, მაგრამ ეს იგივე სხვის სივრცეში შეჭრაა. რაც უფრო მეტი ასაკი აქვს ბავშვს მით უფრო მეტად აქვს მას შემოსაზღვრული პირადი სივრცე. მისი პირადი ნივთების მის გარეშე რეცხვაც კი შეიძლება ისტერიკის საბაბი გახდეს.

Photo credit: Depositphotos

არასდროს ჩაიხედოთ მის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებსა და მიმოწერებში. ამას ერთხელ გააკეთებთ და ბავში მიხვდება, რომ მის წინააღმდეგ ხართ. როდესაც ოჯახში მეგობრული ურთიერთობებია ბავშვი თავად წყვეტს მშობლებს თავისი ცხოვრების დეტალებიდ ა სხვადასხვა ინფორმაცია გაუზიაროს. ამისთვის მის პირად ნივთებში ქექვა საჭირო აღარ არის.

Photo credit: Depositphotos

თუ ბავშვის ქცევა უცნაურად არ იცვლება, ის თავს კარგად გრძნობს და განწყობაც კარგი აქვს არ არის საჭირო მის სულში შეძრომა და ინფორმაციის გამძალვა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს