მკერავმა მრავალწლიანი სტაჟით აგვიხსნა რითი აჯობა თანამედროვე ქსოვილებმა საბჭოურს.

79

როგორც არ უნდა იტრიალოთ, 21-ე საუკუნეში მსოფლიოს ტექნოლოგიები მართავს. პრაქტიკულად, ყოველდღე ახალი გამოგონება ჩნდება, რომელიც ცხოვრებას უფრო კომფორტულს ხდის. ტექნოლოგიები ტანსაცმელსაც მიწვდა. დღეს Paparazzi-ს რედაქცია გიამბობთ მაღალტექნოლოგიური ქსოვილების შესახებ. ერთად გავარკვიოთ, როგორ შევარჩიოთ მოსახერხებელი ტანსაცმელი სასეირნოდ და აქტიურად დასასვენებლად.

photo credit: freepik

როგორ შევარჩიოთ კომფორტული ტანსაცმელი

თანამედროვე ტანსაცმელი მხოლოდ მრავალფეროვნებით და სილამაზით არ გამოირჩევა. მოხერხებულობა და პრაქტიკულობა ასევე მნიშვნელოვანი პარამეტრებია. ტექნოლოგიური ქსოვილების ზოგიერთი თვისება სასწაულს ახდენს და ნებისმიერ პირობებში კომფორტს უზრუნველყოფს.

უნდა ვაღიაროთ, რომ მაღალტექნოლოგიური ტანსაცმელი, ძირითადად, სინთეტიკური ქსოვილებისგან იკერება, რაც გარემოზე ცუდ გავლენას ახდენს. თუმცა მისი უპირატესობები ნაკლოვანებებს ფარავს: ასეთი ნივთები დიდხანს ძლებს, ძალიან კომფორტულია, ცვეთისა და ამინდის პირობების მიმართ გამძლეა.

photo credit: Instagram

რთულ ტერმინებში გარკვევა, რომლებიც სპორტულ ტანსაცმელში გამოიყენება, მარტივი არაა. მოდით, მარტივად ავხსნათ, რა არის ტექნოლოგიური ქსოვილების არსი.

მემბრანები

მემბრანული ქსოვილები თანამედროვე ტანსაცმლის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ტექნოლოგიაა. ზოგადად, მემბრანა ქსოვილი საერთოდ არაა, არამედ თხელი, ელასტიური ფირი პატარა ფორებით. ის მასალის ფენებს შორის მდებარეობს. ფორები 20 ათასჯერ უფრო პატარააა, ვიდრე წყლის წვეთები, მაგრამ წყლის მოლეკულებზე 700-ჯერ უფრო დიდი. ამის წყალობით მემბრანა წყალს არ ატარებს, მაგრამ ტენიანობას კარგად აორთქლებს.

photo credit: Instagram

გარკვეული დეტალები არსებობს. მემბრანები შეიძლება დაბინძურდეს და თვისებები დაკარგოს. ამასთან, ახლა ბაზრობაზე სპორტული ტანსაცმლის გაუმჯობესებული ვარიანტები არსებობს. მაგალითად, უფორო და ჰიბრიდული მემბრანები. ისინი კიდევ უფრო ეფექტურია და ნაკლებად ბინძურდება. მართალია, ასეთი ტანსაცმელი უფრო ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივი მემბრანით დამზადებული.

photo credit: Instagram

პირველად, ასეთი ტექნოლოგია კომპანიამ Gore-Tex გამოიყენა. ალბათ, ეს სახელი მათაც სმენიათ, ვინც სპორტით დაინტერესებული არაა. მათ ჯერ კიდევ 70-იან წლებში ტეფლონის მემბრანული გარსი შექმნეს. ახლა ამ ტექნოლოგიას ბევრი სხვა ბრენდი იყენებს და არა მხოლოდ სპორტული ბრენდები. მაგალითად, Gore-Tex-ის მემბრანები გამოიყენება Prada-ს, Supreme–ს და Off-White–ს ნაწარმებში.

photo credit: Instagram

ასეთი ტექნოლოგიური ტანსაცმელი წვიმის ქვეშაც მშრალი რჩება. მასში არ გაოფლიანდებით და ტენი შიგნით არ დაგროვდება, როგორც საწვიმარ ლაბადებში. ტექნოლოგიური ქურთუკები – იდეალური გადაწყვეტილება მთაში სამოგზაუროდ, აქტიურად დასასვენებლად და ბუნებაში სავარჯიშოდ. მემბრანულ ტექნოლოგიას ფართოდ იყენებენ ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა The North Face, Jack Wolfskin, Columbia, Marmot.

photo credit: Instagram

საბაზისო ფენა

საბაზისო ფენაში იგულისმება ე.წ. თერმოთეთრეული: ზედატანი და ლეგინსები, რომლებიც ცალკე შეგიძლიათ ჩაიცვათ. საბაზისო ფენის მთავარი ამოცანა: კანის ზედაპირიდან ტენიანობის მოშორება.  ის, ვინც სუფთა ჰაერზე ვარჯიშობს, ბამბის ტანსაცმელთან შედარებით მსგავსი ტანსაცმლის უპირატესობას აუცილებლად დააფასებს. ნებისმიერი აქტივობის შედეგად ვოფლიანდებით, ხოლო ბამბა ტენს ძლიერ იწოვს და დიდხანს არ შრება.

photo credit: Instagram

მნიშვნელოვანია, რომ საბაზისო ფენა გონივრულად, აქტივობის ტიპისა და წლის სეზონის შესაბამისად აირჩიოთ. არასწორად შერჩეულ საბაზისო ფენაში შეიძლება დაგცხეთ, რაც ორგანიზმის გადახურებას გამოიწვევს. ასეთი ტანსაცმელი ტანს მჭიდროდ უნდა ეკვროდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თავის ფუნქციებს ვერ შეასრულებს.

ყველაზე ხშირად საბაზისო ფენა სინთეთიკური მასალის და მერინოსის მატყლის (ცხვრის სპეციალური ჯიში) კომბინაციით მზადდება. ასევე გავრცელებულია სინთეთიკური მასალებისგან დამზადებული ნიმუშები. გვხვდება 100%–ით მერინოსის მატყლის დამზადებული ვარიანტებიც, მაგრამ საკმაოდ ძვირადღირებულია.

photo credit: Instagram

ზოგადად, მატყლი თეთრეულისთვის შესაფერისი მასალა არაა, რადგან იჩხვლიტება და დიდხანს არ შრება. თუმცა მერინოსის მატყლი უნიკალურია, ის სხეულზე სასიამოვნოდ შესაგრძნებია და სითბოს შესანიშნავად ინარჩუნებს. მასალას ანტიბაქტერიული თვისება აქვს და ინტენსიური ვარჯიშის დროსაც უსიამოვნო სუნს თავიდან აგაცილებთ. მერინოსის მატყლისგან დამზადებული ტანსაცმელი გამოგადგებათ ცივ ამინდში, მაგალითად, თხილამურებით სასრიალოდ ან ზამთარში ხანგრძლივი სეირნობისთვის.

photo credit: Instagram

ზოგიერთი ბრენდი საბაზისო ფენად ბამბუკს იყენებს. ბოჭკოების ღია სტრუქტურის წყალობით ტენი სწრაფად ორთქლდება. ამასთან ანტიბაქტერიული და ჰიპოალერგიული თვისებები აქვს. გირჩევთ ბრენდებს, რომელთა კოლექციებში შეგიძლიათ ხარისხიანი თერმოთეთრეული იპოვოთ: Icebreaker, Tricorp, Helly Hansen, Thermolite, X-Bionic.

photo credit: Instagram

აი, ეს არის ძირითადი ინფორმაცია ტექნოლოგიური ნივთების შესახებ, რომელიც მათი ძირითადი დანიშნულების გაგებაში დაგეხმარებათ. ფუნქციური ტანსაცმლის სწორად შესარჩევად ამ თემას უფრო ღრმად უნდა გაეცნოთ და მკაფიოდ განსაზღვროთ, თუ რისთვის გსურთ მათი გამოყენება. ნებისმიერ შემთხვევაში, ტექნოლოგიები ტანსაცმელში წარმოუდგენელი კომფორტია. გისურვებთ, სასიამოვნოდ დასვენებას და პროდუქტიული სპორტით დაკავებას!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს