როგორ გადავაჩვიოთ ბავშვს ლოგინში მოშარდვა 7 დღეში: 19 მარტივი ნაბიჯი

1267

ბავშვი თითქოსდა ქოთნის გამოყენებას მიეჩვია, მაგრამ ღამით მაინც სველ საწოლში იღვიძებს. „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ სიტუაცია როგორ შეცვალოთ.

მაშინაც კი, თუ დღის განმავლობაში ბავშვი საპირფარეშოს იყენებს, ეს მშრალ საწოლში მშვიდი ძილის გარანტიას არ იძლევა. 5 წლის ასაკში ბავშვების დაახლოებით 15 %-ს ღამით შარდის შეკავება ჯერ კიდევ არ შეუძლია. ხშირად შარდის შეუკავებლობა უფროს ბავშვებსაც აქვთ. კლინიკური ჰიპნოთერაპევტი, ბრიტანელი ალისია იტონი გიამბობთ, თუ როგორ გადააჩვიოთ ბავშვს ღამით ლოგინში შარდვა მხოლოდ ერთ კვირაში.

1. გადასაჩვევად სწორი მომენტი შეარჩიეთ

ეს უნდა იყოს ისეთი კვირა, როცა ბავშვს დამატებითი სტრესი, მნიშვნელოვანი საკითხები ან წრეებსა და სექციებში რაიმე გამოსვლა არ აქვს.

2. დღიური იქონიეთ

ეს ბავშვის ქცევის განსაკუთრებულობის გაგებაში დაგეხმარებათ. ყოველ დილით ჩაიწერეთ, თუ ბავშვმა სველ საწოლში რამდენჯერ გაიღვიძა, კვირის რომელ დღეს და დღის რომელ მონაკვეთში მოხდა, წინა დღე ბავშვისთვის რთული იყო თუ არა, ან მომავალი დღე მნიშველოვანი მოვლენებით დატვირთულია თუ არა. უნდა დააფიქსიროთ, თუ ბავშვმა რა ჭამა და დალია, მოხდა თუ არა რაიმე არასტანდარტული მოვლენა, მაგალითად, მეგობრის დაბადების დღე, სპორტით დაკავება.

ეს ინფორმაცია იმის გაგებაში დაგეხმარებათ, თუ რომელი სიტუაციაა კრიტიკული.

3. ტუალეტის ან ქოთნისკენ გზა გაუთავისუფლეთ

ნახევრად მძინარე ბავშვს ორიენტაცია უჭირს, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვმა დანიშნულ ადგილს მარტივად მიაღწიოს.

4. განათებაზე იზრუნეთ

ალისიას სიტყვების თანახმად, ბევრი ბავშვი აღიარებს, რომ ტუალეტში ღამით გასვლა ბნელი დერეფნის გამო ეშინია. ღამის ნათურაზე იზრუნეთ. თუ ბავშვს მაინც ეშინია, ქოთანი ლოგინის გვერდით დაუდეთ.

5. სივრცე მოაწყვეთ

სველი წერტილი ბავშვისთვის მაქსიმალურად კომფორტული უნდა იყოს. დაე, პირსახოცი და ქაღალდი ბავშვისთვის ხელმისაწვდომ სიმაღლეზე იყოს. ასე ბავშვი იგრძნობს, რომ სივრცე მას ეკუთვნის.

6. ბავშვი ტუალეტში ორჯერ გაიყვანეთ

დაე, დაძინებამდე, სანამ დააწვენთ ტუალეტში ორჯერ გავიდეს.

7. ბავშვი ნეგატიურად არ განაწყოთ

არ უთხრათ, რომ კვლავ სველ საწოლში გაიღვიძებს ან ვერ გრძნობს, თუ ტუალეტში როდის უნდა გავიდეს.

8. საკუთარ გამოცდილებაზე არ უამბოთ

ზოგიერთი მშობელი ბავშვისთვის თანაგრძნობის გამოსახატად საკუთარ მსგავს სიტუაციებზე უამბობს. ალისიას თქმით, ეს ერთგვარი „თვითნაკეთი წინასწარმეტყველებაა“, რაც ბავშვს მარცხისთვის განაწყობს.

9. სითხე არ შეუზღუდოთ

პრობლემაზე ყურადღების გამახვილება ან საღამოობით წყლის დალევის აკრძალვა არ ღირს. ზოგიერთი ბავშვი ტკბილი გაზიანი სასმელის მიღების შემდეგ უფრო ხშირად შარდავს.

შესაძლებლობის მიხედვით გაზიანი სასმელები ჩვეულებრივი წყლით ჩაანაცვლეთ, მაგრამ ეს ძალიან დაჟინებით არ მოითხოვოთ.

10. კვებას ყურადღება მიაქციეთ

ალისია გირჩევთ, რომ ბავშვს საღამოს დესერტის სახით შარდმდენი თვისების მქონე პროდუქტები არ მისცეთ. მაგალითად, მარწყვი ან ნესვი.

11. ყაბზობის პროფილაქტიკით დაკავდით

ბავშვის განავლის დარეგულირება აუცილებელია: გავსებული ნაწლავები შარდის ბუშტს აწვებიან და მის დაცლას ხელს უწყობენ.

12. ეკრანის გავლენა შეამცირეთ

საღამოობით სატელევიზიო პროგრამების ყურება შეზღუდეთ: ეს ბავშვის ძილის ხარისხს გააუმჯობესებს.

13. კეთილმოსურნე იყავით

ბავშვს არ ეჩხუბოთ იმის გამო, ღამით შარდი ვერ შეიკავე. სიმშვიდე შეინარჩუნეთ.

14. ღამით პამპერსი არ გაუკეთოთ

პამპერსი ბავშვის ტვინს კონტროლის პროცესში ხელს უშლის, რადგან ტვინმა იცის, რომ აღელვება არ ღირს.

ალისია გირჩევთ, რომ პამპერსზე უარი მისი პროგრამის შესრულებისას მეხუთე დღეს თქვათ.

15. ბავშვი სპეციალურად არ გააღვიძოთ

ეს სიტუაციას გაამწვავებს. დაე, ბავშვმა თავად გაღვიძება ისწავლოს, როცა სიტუაცია ამას მოითხოვს.

16. თეთრეულის გამოცვლა გაამარტივეთ

ეცადეთ, რომ სველი თეთრეულის მშრალით ჩანაცვლება სწრაფად მოხდეს. ბავშვის ძილს ხელი არ უნდა შეუშალოთ. სათადარიგო თეთრეული ყოველთვის ხელთ უნდა გქონდეთ, ლეიბზე კი შეგიძლიათ წყალგაუმტარი გადასაფარებელი გადააფაროთ.

17. მშრალი ლოგინის გამო არ დააჯილდოოთ

დასჯა ცუდად მოქმედებს, მაგრამ შექებაც ასევე ცუდია: ბავშვმა შეიძლება ჯილდოს გამო ნერვიულობა დაიწყოს და ამის გამო ამოცანა ვერ შეასრულოს.

18. შექების სიტყვებს ყურადღება მიაქციეთ

მშრალ საწოლში გაღვიძებული ბავშვის მიღწევას ჯადოსნური ან შესანიშნავი არ უწოდოთ. დროთა განმავლობაში შექებას მიეჩვევა და მას სერიოზულად ვერ აღიქვამს.

სჯობს უბრალოდ უთხრათ, რომ მისი მიღწევა შენიშნეთ.

19. სხვა უფროსები ჩართეთ

ზოგჯერ სხვები ბავშვზე უფრო ძლიერ გავლენას ახდენენ, ვიდრე მშობლები. პროცესში სხვა ადამიანი ჩართეთ: ძიძა, ოჯახის მეგობარი და სხვა ნათესავი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს