ალბათ ნებისმიერ დიასახლისს გასჩენია კითხვა: “რა დავუმატო კატლეტის ფარსშ იმისთვის, რომ უფრო გემრიელი გამოვიდეს?”. შეგიძიათ ყველაფერი ტაფას დააბრალოთ ან შეგიძლიათ ეგზოტიკური სუნელები დაუმატოთ და შედეგს დაელოდოთ, თუმცა არის კიდევ ერთი ეფექტური ვარიანტი: გაითვალისწინოთ ამ სტატიაში მოცემული Paparazzi-ს რედაქციის რჩევები და შედეგით დატკბეთ!
რა ჭირდება ფარშს
1. კარგი გემოსთვის ფარში უნდა დაკეპოთ. დააქუცმაცოთ პაწაწინა კუბებად და კატლეტი მისგან დაამზადოთ. თუ სურვილი გაქვთ შეგიძიათ დაკეპილ ხორცს 30% გატარებული ხორცი დაუმატოთ.
2. რა თქმა უნდა 2 სხვადასხვა სახეობის ხორცი უნდა შეურიოთ. შესანიშნავია ღორისა და ძროხის ხორცის ან ღორის ხორცისა და ქათმის ხორცის ნაზავი. ეს იდეალური ვარიანტია.
3. არავიტარ შემთვევაში არ მოაყაროთ მარილი ფარშს. ის მტელს წვენს დაკარგავს. უბრალოდ თქვენი საყვარელი სანელებლები დაუმატეთ და ყველაფერი კარგად იქნება.
4. ფარშს ცივი მინერალური წყალი დაუმატეთ. 150 მილიგრამი – 1 კილოგრამ ფარშზე. ეს კატლეტის კონსისტენციისთვის მნიშვნელოვანია.
5. ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ. მოათავსეთ პოლიეთილენის პარკში და დაბეჟეთ. ეს ფსიქოლოგიურ განტვირთვაშიც დაგეხმარებათ.
6. ახლა ხორცის ფარში დაამარინადეთ 3-5 საათის მანძილზე და ყველას აჭირო ინგრედიენტი დაუმატეთ.
7. კატლეტი ორივე მხარეს რამენიმე წუთის განმავლობაში, მაღალ ცეცხლზე უნდა შეწვათ. შემდეგ კი ცეცხლ დაუწიეთ და მზაობამდე მიიყვანეთ.
8. ნამდვილი მზარეულები კატლეტის მზაობამდე მიყვანისთვის ქურას იყენებენ. ამგავრად კატლეტი წვნიანი რჩება და შედეგიც შესანიშნავია.
9. ალტერნატივად სქელძირიანი ქვაბის გამოყენებაც შეგიძლიათ. ის ცეცხლზე დადგით და კატლეტი მათში მოითუშება. შეგიძიათ სოუსი ან გათლილი პომიდორი გამოიყენოთ – თქვენი სურვილისამებრ.
10. არ მოგერიდოთ პანირებისთვის საფანელის გამოყენება. ეს კატლეტის გემოს მოუხდება – გააუმჯობესებს მას.
არ ვიცით ფარშის მომზადება რა მეთოდით მოგწონთ. მტავარია კერძის მომზადების პროცესი გსიამოვნებდეთ და კულინარიით ტკბებოდეთ. სხვა დანარჩენი – უბრალოდ წვრილმანია! ეცადეთ მისდიოთ ჩვენს რჩევებს და ნამდვილი კულინარიული შედევრი გამოგივათ.