დღეს მზიან ბრაზილიაში პატარა მოგზაურობა გვაქვს და დღის წესრიგშია სტაფილოს ნამცხვარი მულტისახარშში. დიახ, პროგრესმა რიო–დე–ჟანეიროს გვერდი არ აუარა, ელექტროენერგია და მულტისახარში მათაც აქვს. ეს ხუმრობით. სინამდვილეში, ძალიან მარტივი და კლასიკური რეცეპტია, რომელიც უკვე ნაცნობ შინაურული ცხობის არსენალში ჰარმონიულად ჩაეწერება.
Paparazzi.ge–ს რედაქციაში გაოცებულებმა აღმოვაჩინეთ, რომ ლათინურ ამერიკაში ბრაზილიური სტაფილოს ნამცხვარი ისეთივე გავრცელებულია, როგორც ჩვენთან კომბოსტოს ან ვაშლის ღვეზელი. ასევე, ყოველთვის მისაღებია პატარა ექსპერიმენტები, რომელთაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.
სტაფილოს პეროგის მულტისახარშში მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 250 გრ სტაფილო
- 250 გრ ხორბლის ფქვილი
- 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 4 ქათმის კვერცხი
- 200 მლ ნეიტრალური მცენარეული ზეთი
- 300 გრ შაქარი
- 0,5 ჩ/კ მარილი
- ცოტა ვანილი
მომზადება:
1. პირველ რიგში, სტაფილო მოამზადეთ. გარეცხეთ, გაასუფთავეთ, წვრილ სახეხზე გახეხეთ. შეგიძლიათ წინასწარ სამზარეულოს კომბაინში დააქუცმაცოთ, შემდეგ დანარჩენი ინგრედიენტები დაუმატოთ და როგორც საჭიროა, დააქუცმაცოთ.
2. ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ. სხვათა შორის, შეიძლება ძალიან ტკბილი მოგეჩვენოთ, 300 გრ შაქარი ცოტა არაა. ასე გავიგეთ, რომ ბრაზილიაში ტკბილი კერძები უყვართ. ისღა დაგრჩენიათ, ფქვილი დაუმატოთ.
3. აქვე ჭიქაში ფქვილი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ და კიდევ ერთი წუთით დააბლენდერეთ. ახლა ცომი მულტისახარშში გადაიტანეთ და რეჟიმი „ცხობა“ აირჩიეთ. მულტისახარშის ჭიქას კარაქი აუცილებლად წაუსვით.
4. მომზადების დრო 55 წუთი დააყენეთ. მას შემდეგ, რაც თავსახურს ახდით, დარწმუნდით, რომ პეროგის თავი მოგწონთ. თუ არა, გადააბრუნეთ, 10 წუთით კვლავ „ცხობის“ რეჟიმი ჩართეთ.
5. მზა პეროგს შეგიძლიათ შაქრის ფხვნილი მოაყაროთ, რაც ყველაზე მარტივია, ან მარტივი ჭიქურა მოასხათ. მის მომზადებას 100 გრ შაქრის ფხვნილით და 2 ს/კ წყლით შეძლებთ. მზადაა!
რედაქციისგან
სტაფილოს პეროგი ზედმეტად ტკბილი მოგვეჩვენა, ამიტომ გირჩევთ ნაკლები შაქარი გამოიყენოთ. მაგალითად, 300–ის ნაცვლად 200 გრ, როგორც კლასიკურ რეცეპტშია. გარდა ამისა, თავად ცომს შეგიძლიათ დაუმატოთ ნებისმიერი კაკალი, ქიშმიში ან გარგარის ჩირი, რასაც გული გიკარნახებთ, ზემოდან კი შეგიძლიათ შოკოლადი მოასხათ. მულტისახარშში მომზადებულ სტაფილოს პეროგს ძალიან საინტერესო გემო აქვს. შთაბეჭდილებები აუცილებლად გაგვიზიარეთ, მოგეწონათ თუ არა. ასევე ექსპერიმენტები ჩაატარეთ, რეცეპტი გააუმჯობესეთ და მეგობრებისთვის გაზიარება არ დაგავიწყდეთ.