როგორ მივხვდეთ, რომ თქვენი ოსტეოპათი თაღლითი არაა: პროფესიონალის 5 ნიშანი

149

ზოგიერთი ამბობს, რომ ეს სპეციალისტები პირდაპირ სასწაულს ახდენენ. ზოგი კი ტყუილად გადაყრილ ფულზე ნანობს. რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ვიზიტმა ტყუილად არ ჩაიაროს?

ოსტეოპათი, ვლადიმერ ჟივოტოვი გიამბობთ, თუ როგორ განასხვავოთ პროფესიონალი თაღლითისგან.

ექიმის შერჩევის პრობლემა ისეთივე ძველია, როგორც თავად მედიცინა. ინტერნეტ სივრცეში ამა თუ იმ ექიმის მუშაობის შესახებ უამრავი მიმოხილვის წაკითხვის მიუხედავად, ჩვენს დროში არჩევანის გაკეთება უფრო რთულია. რა დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში?

პაციენტების მიმოხილვები

ყველაზე სწორი მეთოდი – ძველი, კეთილი „სარაფანის რადიო“. თუ გყავთ მეგობარი, ოჯახის წევრი, ნაცნობი, რომელმაც ოსტეოპათის მომსახურება უკვე მიიღო და მკურნალობის შედეგით კმაყოფილი დარჩა, მისი რეკომენდაცია გაითვალისწინეთ.

ოღონდ მხოლოდ მაშინ, თუ მკურნალობის კურსი გაიარეს და მათ ცხადი დადებითი ცვლილება აქვთ.

სარაფანის რადიო ინტერნეტ სივრცეშიც არსებობს – მიმოხილვების საიტები. თუმცა ამ რეკომენდაციების 100 %-იან გულწრფელობაში დარწმუნებული ვერ იქნებით.

თუ ოსტეოპათის არჩევას დამოუკიდებლად აპირებთ, გახსოვდეთ, რომ ის მკურნალი არაა.

ეს სულ სხვა სფეროა, როგორც ენერგეტიკული მედიცინა. ბუნებრივია, მკურნალობის მეთოდი განსხვავდება. ვიზიტის დროს ოსტეოპათი არ უნდა ჩიფჩიფებდეს და ხელებით გაურკვეველ მოძრაობას და საერთოდ რაიმე ჯადოსნურ და მისტიურ მოქმედებას არ უნდა ასრულებდეს.

დამადასტურებელი დოკუმენტები

ოსტეოპათია პროფესიაა და ამ მხრივ სხვა სამედიცინო სპეციალისტებისგან არ განსხვავდება. მას ანატომიის უფრო ღრმა თეორიული ცოდნა, ასევე დიდი პრაქტიკა სჭირდება, რომ ბუნებრივი მონაცემები განავითაროს და სრულყოფილებამდე მიიყვანოს. როგორც ნებისმიერ საქმეში, ნებისმიერ ხელოვნებაში, ოსტეოპათის ნიჭი – ეს მხოლოდ თანდაყოლილი შესაძლებლობის 5%-ია, ხოლო 95% შრომა, მუდმივი მუშაობა და თვითგანვითარებაა.

ოსტეოპათია სამოყვარულო საქმიანობა არაა, არამედ სამედიცინო მიმართულებაა და ექიმს, რომელთანაც მიდიხართ, სამედიცინო განათლება უნდა ჰქონდეს.

თქვენ ექიმს სამედიცინო კვალიფიკაციის დამადასტურებელი შესაბამისი დიპლომი და სერთიფიკატი უნდა მოსთხოვოთ.

კომფორტი ვიზიტის დროს

ოსტეოპათია ხელებით სხეულზე მუშაობაა, ამასთან მუშაობა რბილი და დელიკატური უნდა იყოს. ექიმის მოძრაობა შეიძლება ძლიერი იყოს და გვერდიდან შეიძლება ისე ჩანდეს, რომ პაციენტს ტკივილს აყენებს, მაგრამ სინამდვილეში პაციენტმა მწვავე ტკივილი არ უნდა განიცადოს.

პროფესიონალი ხერხემალს არ აჭერს, არამედ მასზე ეფექტურად მუშაობს.

მისი შეხება სასიამოვნო, მოძრაობა ზუსტი და გამოხატული უნდა იყოს. ხელების ტემპერატურას ყურადღება მიაქციეთ. ის თბილი უნდა იყოს, რომ მანიპულაცია პაციენტისთვის მაქსიმალურად კომფორტულ პირობებში შესრულდეს. თუ პატარა ბავშვებზე ვსაუბრობთ, აღსანიშნავია, რომ ექიმთან ვიზიტის დროს ბავშვის ტირილით შეფასება არასწორია. ხშირად დედები თვლიან, რომ არაპროფესიონალთან მოხვდნენ, თუ ბავშვმა მანიპულაციის დროს ტირილი დაიწყო.

მათი გაგება შეიძლება: მშობლები ბავშვის კეთილდღეობაზე უნდა ნერვიულობდნენ. თუმცა რიგი ფაქტორები ბავშვის ნერვიულობას და შედეგად ტირილს იწვევს.

როგორც მინიმუმ, ეს შეიძლება უცხო ადამიანის სიახლოვე და უცნობი გარემო იყოს.

გასაგები რეკომენდაციები

ვიზიტის როს თქვენ ყურადღებით უნდა მოუსმინოთ იმას, თუ ექიმი რას ამბობს. ოსტეოპათ-პროფესიონალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას საკმაოდ გასაგები სიტყვებით აფასებს და მდგომარეობის გამომწვევ მიზეზებს დეტალურად საუბრობს.

შემდეგ პროგნოზის შესახებ გეტყვით და მკურნალობის პროცესზე გიამბობთ, თუ პაციენტი როდის და რა შედეგებს მიიღებს.

დადებითი დინამიკა

თუ კარგ ოსტეოპათთან მოხვდით, დადებით ცვლილებებს უკვე მეორე ან მესამე სეანსზე შენიშნავთ, ზოგიერთ შემთხვევაში პირველი სეანსის შემდეგ.

მთავარია, ეფექტი და სრული განკურნება ერთმანეთში არ აგერიოთ.

ეფექტი – მკვდარი წერტილიდან მოძრაობის დაწყება და გამოჯანმრთელებისკენ სვლაა. განკურნება კი ოსტეოპათიური მკურნალობის დასრულების შემდეგ შეიძლება დაიწყოს.

წარმოიდგინეთ, რომ პაციენტი გართულებულ მდგომარეობას რამდენიმე წელი ყურადღებას არ აქცევდა, ხშირად დაბადებიდანვე. 2-3 სეანსი ყველაფერს ვერ დაგიბრუნებთ. თუ, რა თქმა უნდა, საქმე ჩვილს არ ეხება. ზრდასრულ ადამიანს 1 წლის განმავლობაში მინიმუმ 10 სეანსი სჭირდება.

სწორედ ამიტომ, ოსტეოპათთან ვიზიტის შემდეგ თუ დადებითმა შედეგმა გაგახარათ და მკურნალობას თავი დაანებეთ, არ გაგიკვირდეთ, რომ სხეული ჩვეულ არასწორ მდგომარეობას დაუბრუნდება.

ეს ექიმის და თაღლითის დანაშაული არაა: მკურნალობის თვითნებური შეკავება პაციენტის შეცდომაა.

მკურნალობის კურსის შემდეგ თუ მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ შენიშნეთ, ანუ ექიმმა დაავადება (თანდაყოლილი ან ტრავმის შემდეგ შეძენილი) ვერ განკურნა.

ოსტეოპათები მიზეზებს ებრძვიან, ამიტომ შედეგი ჩვეულებრივ დადებითი და შესამჩნევია, ამასთან არა მხოლოდ ერთ პრობლემას, არამედ ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას აუმჯობესებენ.

მაგალითად, ბევრ პაციენტს ოსტეოპათიური მკურნალობის კურსის შემდეგ სახის და სხეულის შეშუპება უქრება, ძილის ხარისხი, სახის კანი და თმის მდგომარეობა უმჯობესდება. ეს იმის ნიშნებია, რომ მკურნალობა ეფექტური იყო და კურსი პროფესიონალთან ჩაიტარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს