ლეგენდარული ვინგრეტი დიდი ხანია ჩვენს გულებს იპყრობს, თუმცა მისით ვეღარავის გააკვირვებთ. Paparazzi-ს რედაქცია შეეცადა საპირისპირო დაემტკიცებინა. დღეს მოგიტხრობთ, რომელ ინგრედიენტს შეუძილა ვინეგრეტი უბრალო სალთიდან ნამდვილ დახვეწილ კერძად აქციოს.
ვინეგრეტის შესაზავებელი სოუსი
კლასიკური ვინგრეტის გაფუჭება უკიდურესად რთულია. ამიტომ დღეს ორიგინალური და გასაოცრად გემრიელი ვერსია უნდა შემოგთავაზოთ. ქვემოთ მისი მომზადების დეტალურ ინსტრუქციას იხილავთ.
ინგრედიენტები:
- 2 საშუალო ზომის ჭარხალი
- 4-5 საშუალო კარტოფილი
- 2 სტაფილო
- 5-6 საშუალო ზომის კიტრის მწნილი
- 1 თეთრი ან წიტელი ხახვი
- 250 გრამი კონსერვირებული მწვანე ბარდა
ინგრედიენტები შესაზავებლად
- 2 ცალი კვერცხი
- მწიკვი მარილი
- 20 გრამი შაქარი
- მცენარეული ზეთი გემოვნებით
- კიტრის მწნილის წვენი ან ძმარი
- 20 გრამი ცხარე მდოგვი
მომზადების წესი
1. დასაწყისისთვის მოვამზადოთ პროდუქტები. ჭარხალი ფოლგაში გამოაცხვეთ. სტაფილო, კარტოფილი და კვერცხი მოხარშეთ.
2. შემდეგ მზა ჭარხალი, სტაფილო, კარტოფილი და კიტრი დიდ კუბებად დაჭერით. იგივე გაიმეორეთ ხახვთან და ყველაფერი ღრმა ჯამში მოათავსეთ.
3. მწვანე კონსერვირებული ბარდა სალათს დაუმატეთ. სურვილისამებრ შეგიძლაით სალათს მოხარშული ლობიო ან კომბოსტოს მჟავეც დაუმატოთ.
4. ახლა ჩვენი შესანიშნავი შესაზავებლის მომზადებას შევუდგეთ! საშუალო ზომის ჯამში ერთმანეთში მოზილეთ კვერცხი, მდოგვი, შაქარი და მარილი. შემდეგ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი დაასხით და კიტრის მწნილის წვენი ან ძმარი დაასხით. ყველაფერს კარგად აურიეთ და სალათი შეაზავეთ.
5. ამ უჩეულო სოუსის მეშვეობით ვინეგრეტი შეუდარებლად გემრიელი გამოდის! ძმარი ან კიტრის მწნილის წვენი შეგიძლაით მჟავე კომბოსტოს წვენით ჩაანაცვლოთ.
ეს სტატია შეინახეთ, იმისთვის, რომ ეს მარტივი მაგრამ უგემრიელესი რეცეპტი არ დაკარგოთ. დარწმუნებული ვართ ის ვინეგრეტს ახლებურად შეგაყვარებთ!