მას შმედეგ რაც კრეკერების სახლის პირობებში ცხობა ვისწავლე, ჩაისთან მისაყოლებელი ხემსი მაღზიაში აღარ შემიძენია. რეცეპტში განსაკუთრებით ის მომეწონა, რომ ცომი სულ 3 ინგრედიენტისგან შედგება. ამასთანავე შეგიძლიათ ტკბილი ორცხობილაც გააკეთოთ და მარილიანიც.. ტკბილ ვერსიას ზემოდან შაქრის ფხვნილი უნდა მოაყაროთ.
შეგიძიათ პროვანსული სუნელები, სელის თესლი, მზესუმზირა დაამატოთ და შედეგად უგემრიელეს მარილიან კრეკერებს მიიღებთ. ჩემი დედამთილის თქმით ეს ცომის ძველი რეცეპტია რომელიც გამოცხობის შემდეგ პირში დნება.
კრეკერი სახლის პირობებში
დღეს Paparazzi-ს რედაქციაპიკანტური კრეკერის მომზადების ინსტრუქციას შემოგთავაზებთ.
ინგრედინტები
- 260 გრამი ფქვილი
- 20 გრამი მარგარინი
- 100-150 გრამი ლუდი
- შაქარი ან სუნელები გემოვნებით
მომზადების წესი
1. ოთახის ტემპერატურის მარგარინი ფქვილთან ერთად გადაზილეთ.
2. ფქვილისა და მარგარინის ნაზავში ნელ-ნელა ჩაასხით ლუდი. მოზილეთ ცომი, შმედეგ კი დააგორგოლავეთ, გადაახვიეთ საკვებ ცელოფანში და მაცივარში ნახევარი საათით შედგით.
3. ცომი მაცივრიდან გამოიღეთ, თხლათ დააბრტყელეთ. ჩვეულებრივი დანით ან კბილებიანი საჭრელით ცომი სიმაღლეზე დაჭერით, შემდეგ კი დიაგონალურად, ისე რომ ზომბის ფორმის ნაჭრები მიიღოთ.
4. პერგამენტ გადაფარებულ ჟარუნაზე ორცხობილები დაალაგეთ. სანამ ორცხობილას მასზე მოათავსებთ, მათი ზედაპირი შაქარში ამოავლეთ.
თუ მარილიან ორცხობილას ამზდებთ, შეგიძლიათ მას ზემოდან მარილი და პროვანსული სუნელები მოაყაროთ. აჯობებს კრეკერის ორი ვარიანტი მოამზადოტ: ტკბილი და მარილიანი.
5. ორცხობილა 180 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში მოამზადეთ – 10 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ ორცხობილა გააგრილეთ.
6. სულ ეს არის, სახლში გამომცხვარი კრეკერი მზადაა. გემრიელად მიირთვით!
იმისთვის, რომ რეცეპტს უფრო დეტალურად გაეცნოთ, ქვემოთ კულინრიული არხის ვიდეოსაც გთავაზობთ!
Paparazzi-ს რედაქციისგან
კრეკერი სახლის პირობებში სწრაფად და მარტივად მზადდება. ერთადერთი მინუსი: ეს ორცხობილა ძალიან სწრაფად იჭმევა, ამიტომ რამდენიმე პორციის გაკეთება აჯობებს!