როგორ ხვდება ჩვენს ყოველდღიურ საკვებში მიკროპლასმასი.

458

გარემოს დაბინძურება კაცობრიობის მთავარ პრობლემას წარმაოდგენს. სტატისტიკის თანახმად ადამიანი საშუალოდ 1-დან 1,5 კილოგრამამადე ნაგავს წარმოქმნის. მარტივი არითმეტიკითაც მიხვდებით, რომ კვირაში, თვეში და წელიწადში საკმაოდ დიდირ აოდენობის ნაგავი გროვდება. ეს ციფრები შოკისმომგვრელია მაგრამ, ეს ჩვენი რეალობა გახლავთ.ყველაზე უარესი კი ის არის, რომ ჩვეულებრივ პლასტმასთან ერთად კიდევ მიკროპლასტმასიც არსებობს. Paparazzi-ს სტატიაში სწორედ მასზე ვისაუბრებთ. დარწმუნებული ვართ აქამდე ამ საკითხზე არ დაფიქრებულხართ.

Photo credit: GettyImages

გარემოს დაბინძურება მოდით ჯერ ის განვიხილოთ თუ რა არის მიკროპლასტმასი და როგორია ის. დასახელება ალბათ უკვე ბევრს გეუბნებათ. მიკროპლასტმასი ეწოდება პასტმასის ნაწილაკებს რომლებიც სიდიდით მაქსიმუმ 5 მილიმეტრია. ზოგჯერ იმდენად პატარაა რომ მათი დანახვა პრაქტიკულად შეუძლებელია. სპეციალისტები მის ორ სახეობას გამოყოფენ: პირველადი და მეორადი. პირველი გარემოში მიკრო ნაწილაკების სახით ხვდება, მეორე კი პლასტიკური ტარას ან შეფუთვის დაშლის შედეგად ჩნდება.

Photo credit: GettyImages

საიდან ჩნდება მიკროპლასტმასი მიკროპლასტმასი – ნამდვილი ეკოლოგიური კატასტროფაა. ის შეიძლება სრულიად მოულოდნელ ადგილებში იმალებოდეს. მაგალითად სინთეტიკურ ქსოვილებში. როგორ ხდება ეს? როდესაც სინთეტიკურ სამოსს რეცხავთ წყალში მიკროპლასტმასისი ბოჭკო ხვდება. სწორედ ამიტომ ეკოაქტივისტები ნატურალური ქსოვილების შეძენაზე აკეთებენ ყურადღებას და სინთეტიკის სრულად გამორიცხვისკენ მოგვიწოდებენ. ასეთი ნაჭრისგან ხშირად მზადდება სპორტული ან ზამთრის სამოსი.

Photo credit: GettyImages

მიკროპლასტმასის შემდეგი სერიოზული წყარო – ავტომობილის ბორბლებია. როდესაც ცვდებიან გარემოში მიკროპლასტმასი ხვდება. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა თუ რატომ თვლიან საზოგადოებრივ ტრანსპორტს საკუთარი მანქანის ეკოლოგიურ ალტერნატივად. ავტობუსებსა და ტროლეიბუსებსაც აქვთ ბორბლები მაგრამ ერთი ასეთი სატრანსპორტო საშუალება უფრო მეტ ადამიანს იტევს ვიდრე მანქანა.

კოსმეტიკური საშუალებები სილამაზის ინდუსტრია დიდი ნაბიჯებით ვითარდება. თუმცა სამწუხაროდ კოსმეტიკური საშუალებების უდიდესი რაოდენობა მიკროპლასტმასს შეიცავს. ის გვხვდება როგორც სკრაბებში, ასევე მალამოებში, გელებში და დაბანის საშუალებებში. იმისთვის, რომ საშუალების უსაფრთხოების შესახებ დარწმუნდეთ საკმარისია მისი შემადგენლობა შეისწავლოთ.

Photo credit: GettyImages

ეცადეთ მოერიდოთ ისეთ კომპონენტებს როგორიცაა: Nylon-6, Nylon-12, Polyethylene (PE), Polyethylene terephthalate (PET), Poly(methyl methacrylate) (PMMA), Polypropylene (PP), Polystyrene (PS), Polyurethane (PU), Polytetrafluoroethylene (PTFE). ეს ინფორმაცია ეხება როგორც დეკორატიულ კოსმეტიკას ასევე თმის მოვის საშუალებებსაც. ცხოვრების ეკოლოგიური წესის მომხრეები როგორც წესი მხოლოდ ნატურალურ კოსმეტიკას იყენებენ. პირველ რიგში იმიტომ, რომ უკეთესი შემადგენლობა აქვთ და მეორე იმიტომ, რომ მათ ცხოველებზე არ ტესტავენ.

პლასტმასის სხვა წყაროები მეორადი მიკროპლასტმასი გარემოში სხვადსხვა პლასტმასის ელემენტების დაშლის შედეგად რჩება. მაგალითად თევზსაჭერი ბადეების, ბოთლების, კონტეინერების, პაკეტების და სხვადასხვა შესაფუთი მასალებისგან.

Photo credit: GettyImages

არ ღირს “ბიოგანადგურებადი” პაკეტების შეძეა, ეს უბრალო ხრიკია და მეტი არაფერი. ასეთი ტიპის პოლიეთილენის პარკებშიც ქიმიური ნაერთი შედის. ეს გახლავთ სპეციალური პრეპარატი რომელიც მისი ექსპლუატაციის გასაუმჯობესებლად გამოიყენება.

Photo credit: GettyImages

თუ ნამდვილად გსურთ, რომ ტქვენი პაკეტი უსაფრთხოდ გაიხრწნას, სახამებლის შემცველი მატერია გამოიყენეთ. თუმცა გახსოვდეთ, რომ ასეთი პაკეტი ჩვეულებრივზე გაცილებით ძვირია.

რაშია მიკროპლასტმასისი მთავარი პრობლემა? მიკროპლასტმასს ცხოვრელები და თევზები საკვებთან ერთად მიირთმევენ. ის მათ ორგანიმში გროვდება. გარდა ამისა მიკრონაწილაკები მცენარეულ საკვებშიც გვხვდება. ის იქინი ნიადაგიდან და წყლიდან ხვდებიან.

Photo credit: GettyImages

ადამიანის ორგანიზმში მიკროპლასტმასი არა მხოლოდ საკვებიდან არამედ სუნთქვის დროსაც ხვდება. ამას ვერც კი შენიშნავთ.მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ ადამიანი კვირაში 5 გრამ მიკროპლასტმასს მიირთმევს. 90%-ზე ნაკლები პლასტმასი ჩვენი ორგანიზმიდან ბუნებრივი გზით გადის. მისი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია.

Photo credit: GettyImages

თუ გსურთ მიკროპლასტმასისი მოხმარება შეამციროთ, მცირედით დაიწყეთ. უარი თქვით ბოთლით წყალის შეძენაზე და წყალი მუდმივად თან ატარეთ,

Paparazzi-ს რედაქციისგან ერთი წლის წინ ნაგვის დახარისხება და მისი ჩაბარება დავიწყე. ზოგიერთ ადამიანს გონია, რომ ეს ძალიან რთულია, თუმცა სინამდვილეში მთავარია უბრალოდ დაიწყოთ, გახსოვდეთ, რომ ეს პლანეტა ჩვენს ხელშია.მოდით ერთად ვიზრუნოთ მის მომავალზე და ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყოთ მოქმედება მისი შეცვლისთვის!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს