ისტორია ატირებული მოხუცის და მისი ცარიელი საფულის შესახებ.

1059

ჩვენ ხშირად ვეძებთ ინტერნეტში სხვადასხვა საინტერესო თემებს სტატიებისთვის, მაგრამ ზოგჯერ ისეთი ისტორიები გვხვდება, რომ სურვილი გვიჩნდება აუცილებლად გაგიზიაროთ ის. “ცარიელი საფულე” – სულის შემძვრელი მოთხრობაა რომელიც ადამიანურ ურთიერთობებს, სიკეთესა და სიყვარულს ეხება. ამ სტატიაში Paparazzi-ს რედაქცია სწორედ მას გაგაცნობთ.

ცარიელი საფულე

ბებო ტიროდა. ცრემლები ლოყაზე მოგორავდნენ, დანაოჭებული ხელები კი უშედეგოდ ცდილობდნენ გაცვეთილ და ალაგ-ალაგ წებოვანი ლენტით შეკეთებულ ჩანთაში რაღაცის პოვნას. შალი, გაცვეთილი კისრისა და სახელოების მქონე ლაბადა… მოულოდნელად ჯოხი რომლითაც ბებო გადაადგილდებოდა იატაკზე დაეცა და რიგი თითქოს უეცრად გამოფხიზლდა, გაცოცხლდა და აჩოჩქოლდა.

Photo credit: Depositphotos

-შეგიძლიათ ცოტა დაუჩქაროთ? ავტობუსს უნდა მივუსწრო! უკვე ხუთი წუთია გელოდებით – მკაცრად წარმოთქვა ქერა ქალბატონმა წავის ქურქში.

– მართლაც, რამდენი ხანია დგას. გუშინდელის შემდეგ ჯერ ვერ გამოვფხიზლებულვარ. შენ ნიკა?! კარგი დრო ვატარეთ! ეხლა ნაბახუსევიც გადაგვივლის და კარგად ვიქნებით! – თქვა ახალგაზრდა, სწორცხვირა მამაკაცმა და კალათაში სამ ბოთლს ჩახედა.

Photo credit: Depositphotos

– მისმინეთ! თქვენ ხალხს აყოვნებთ! ალლოო! ბებო, რიგის ბოლოში გადაინაცვლეთ! ბავშვს ბაღში უნდა მივაკითხო! – საღეჭი რეზინის ღეჭვითა და ყვირილით მიმართავდა ბებოს – შავგვრემანი ქალი, ყვითელი დუტის ქურთუკით.

მე მათ შემდეგ ვიდექი. პიკის საათი იყო. სამუშაო დღის დასასრული. ყველა სუპერმარკეტში მიემართებოდა პროდუქტის საყიდლად. ჩემს კალათში ძაღლის საკვები, მისთვისვე განკუთვნილი ხორცის ნაჭერი და ორცხობილის შეკვრა იდო. რიგში კი აღშფოთების ტალღა ბობოქრობდა. დავტოვე კალათი და წინ წავიწიე.

Photo credit: Depositphotos

– ხალხო, ცარიელი საფულე მაქვს, როგორ შეიძლება ასე, ფული ნამდვილად მქონდა. – აგრძელებდა ტირილს ბებო

შალი უკან გადაუვარდა და ქათქათა თმა გამოჩნდა. ტუჩები უკანკალებდა, მზერა კი… ასე მხოლოდ ბავშვი იყურება როცა ეშინია ან როცა ვინმემ გაანაწყენა… ტყუილად არ ამბობენ რომ მოხუცები ბავშვებს გვანან: ისინი ერთნაირად დაუცველნი და მიმნდობნი არიან. მათ დაცვა და მხარდაჭერა ესაწიროებათ ძლიერი ადამიანებისგან. ბებოს კალათში ძეხვის ნაჭერი, ბურღული, რძე, იაფფასიანი კანფეტი და ჩაის კოლოფი ედო.

– ოხ, ბებო ძვირიან ჩაის ყიდულობს, ასეთის უფლებას მე ვერ ვაძლევ ჩემს თავს და კიდევ ფულზე წუწუნებს! – იგესლებოდა ქურქიანი ქალბატონი.

– დიდი ხნის სიცოცხლე არ დამრჩენია. განსაკუთრებულს არაფერს მივირთმევ, ერთადერთი სიამოვნება დამრჩა – კარგი ჩაის დალევა. იშვიათად ვყიდულობ და ვიზოგავ. ძალიან გემრიელია! – ჩაიჩურჩულა ბებომ.

-მე გადავიხდი, რამდენია? დაითვალეთ! – თამამად გადავიწიე წინ და ბებოს მივუახლოვდი.

Photo credit: Depositphotos

– გოგონა ტყუილად ირჯებით. იქნებ აქვს ფული? რატომ უნდა გადაიხადოთ მის მაგივრად? – თქვა ქერა ქალმა.

– ხომ ხედავთ, რომ არ აქვს! იქნებ დაეკარგა ან დაავიწყდა. მომეცით კალათი ბებო, მე გადავიხდი! – ავიღე კალათი და მოლარესთან მივედი.

– დავითვალო?! – მკითხა მან

– დაითვალეთ!

ბოდიში ცუგო, დღეს ძვლისა და ხორცის გარეშე დარჩები… მაგრამ სხვაგვარად ვერ მოვიქცევი!

– 20 ლარი უნდა გადაიხადოთ.

გადავიხადე ფული და თან რიგიდან მესმოდა – “ფული არ ენანება, ეტყობა ადვილად შოულობს…”

არა, ადვილად არ ვშოულობ ფულს და ეს ჩემი ბოლო ფული იყო. ეს ნიშნავს, რომ ახლა სამსახურში ფეხით მომიწევს სიარული. მომიწევს სტაფილოთი და ჭარხლით ვიკვებო (არაუშავს, ბოსტნეული სასარგებლოა) და ძაღლსაც ჩემთვის განსაზღვრული კატლეტი უნდა ვაჭამო. იმიტომ, რომ ხელფასამდე 10 დღეა დარჩენილი მაგრამ, საშინელებაა როცა ხედავ თუ როგორ ტირის მოხუცი ადამიანი და ყველა ისე იქცევა თითქოს ვერაფერს ამჩნევს და არაფერი ხდება.

არავინ იცის, როგორ შებრუნდება ბედის ბორბალი და სად აღმოჩნდება მოვლილი ქალბატონი წავის ქურქით. ვინ იცის, იქნებ თავის ცხოვრებას შვილებისგან მიგდებული დაასრულებს?! არ შეიძლება სხვის ტკივილზე თვალის დახუჭვა. ეს არასწორია!

– მადლობა ძვირფასო. ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეს. მადლობა! შენს ბებოს გაუმართლა ასეთი შვილიშვილი რომ ჰყავს! – ბებო ხელზე მომეფერა.

გამოვედით ქუჩაში. თოვდა და პატარა ქარბუქიც იყო.

– შეიძლება გაკოცოთ?- ვკითხე მე

– რა თქმა უნდა! – გამიღიმა ბებომ

ჩავეხუტე და ვაკოცე. იმ დროს ჩემი ბებო გამახსენდა, რომელიც ყველთვის მაცილებდა, ხელს მიქნევდა და როცა ვკოცნიდი იშმუშნებოდა, ასეთ მოხუცს რატომ მკოცნიო. გამახსენდა მეორე ბებოც, რომელსაც კარგი ჩაი უყვარდა. ჩაის ყუთს მე მაძლევდა და იქ მძივებს, ღილებს, ნიჟარებს და სხვადასხვა “განძს” ვინახავდი.

Photo credit: Depositphotos

გამახსენდა ჩემი დიდი ბებია, რომელიც ლეოპარდის ქურთუკს და ზოლიან ქუდს მახურებდა, თავსაფარს მოიხვევდა და შემოდგომის ფოთლების შესაგროვებლად მივყავდი. შემდეგ სახლთან გრძელ სკამზე ვჯდებოდით და ფოთლებს ვახარისხებდით. მოულოდნელად ბავშვობაში დავბრუნდი, გამახსენდა როგორ მანებივრბედნენ, მასეირნებდნენ, მიმზადებდნენ გემრიელ კერძებს და ღვეზელებს. ახლა ისღა დამრჩენია ფოტოები ვკოცნო.

– მოიცადე ბებო. აი, კანფეტები აიღეთ! ჩაისთან ერთად დალევთ, მივეცი მას ტკბილეული.

– ვერ ავიღებ! შენ რაღა დაგრჩება? – თავი გააქნია ბებომ.

– უბრალოდ ჩემი მოხუცები მოიხსენიეთ – ვთხოვე მას.

-აი, რა ყოფილა. რა კარგი ადამიანი ხარ. კეთილი. შენს ბებოს და ბაბუას ძალიან უყვარხარ. ახსოვხარ და გეხმარებიან. ყველა ვინც ამ ქვეყნიდან მიდის ვინც აქ უყვარდათ არასდროს ტოვებენ.

-საიდან იცით? – ვკითხე მე

ამ დროისთვის უკვე გადასასვლელთან ვიყავით. უეცრად უკნიდან უცნაური ხმა შემომესმა. შევბრუნდი. ორი მტვირთავი გადმოყრილი ყუთების აღებას ცდილობდა.

– გინდათ სახლამდე მიგაცილებთ – მივუბრუნდი მოხუცს და ახლოს მდგარი მამაკაცის უცნაურ მზერას შევეფეთე, ბებო არ იყო! გავიდა წუთი და ის უბრალოდ გაქრა! ვერც ერთ მხარეს ვერ ვიპოვე. ტყუილად ვეძებდი, ის თიქთოს გაქრა… სახლში როდსაც დავბრუნდი უკვე ბნელოდა.

სიკეთე ასმაგად დაბრუნდა

-ბოდიში ცუგო. საკვებს მოგვიანებით გიყიდი, სამაგიეროდ ბევრს გიყიდი! ხორცი არ წამომიღია ფული არ მქონდა, სამაგიეროდ კატლეტს გაჭმევ! მოდი გავისეირნოთ! ძაღლი კუდს აქიცინებდა და უხაროდა ჩემი დანახვა, ეტყობა სულაც არ გაცრუებია იმედი ამ პერსპექტივისგან. ნახევარი საათი ვისეირნეთ და სახლში დავბრუნდით. სახლის კართან ძველი ნაცნობი დიმიტრი იდგა, ხელში უზარმაზარი პარკი ეჭირა.

– ვრეკავ – არავინ პასუხობს, ვაკაკუნებ – არავინ მიღებს! – მითხრა მან

– ტელეფონი სახლში დამრჩა ბოდიში, – ვუპასუხე მე

ბინაში მან პარკი დადო და სახე გაბრწყინებულმა მითხრა – გასინჯე და მერე მომიყვები!

– რა გავსინჯო? – გავოცდი მე.

-ეს ძაღლის ახალი საკვებია! ყველაფერს შეიცავს – ყველანაირ ხორცს. შენს ძაღლს ნამდვილად მოეწონება! ფირმიდან წამოვიღე დასატესტად და შენს ძაღლს ვუმასპინძლდები. მის მოყვანაში ხომ მე დაგეხმარე, მისი ნათლია გამოვდივარ! – მითხრა დიმიტრიმ და სახლიდან გავიდა.

Photo credit: Depositphotos

ძაღლს ნამდვილი ნადიმი ქონდა, მაგრამ არა მხოლოდ მას, მეც! – პარკში ორცხობილის შეკვრა და ტკბილეულიც იდო. სასწაული!

ასეც ხდება! რამეს გასცემ და უკან გიბრუნდება შენი სიკეთე. მაღაზიაში ამაზე არც კი მიფიქრია. თქვენ კი თუ მოხუცს დაინახავთ რომელიც თავის უკანასკნელ თეთრებს ითვლის რაიმეს საყიდლად, აუცილებლად უყიდეთ. მაღაზიაში თუ დაინახავთ – გაუმასპინძლდით. ისე, უბრალოდ! რამდენად ხშირად ხედავთ მოხუცს რომელსაც კალათში რძის და პურის გარდა არაფერი აქვს?! მათ ვერავინ ეხმარება, შვილები ან შორს ყავთ ან აღარ ყავთ ან იქნება არც ყოლიათ… შეიძლება მათ უარიც გითხრან, ისინი ხომ ამაყები არიან და ეს სწორიც არის. მაშინ მათ თქვენი წასული ნათესავების მოხსენიება თხოვეთ, უსურვეთ მათ ჯანმრთელობა და მოეფერეთ! მათ ხომ ძალიან ჭირდებათ საუბარი, ურთიერთობა და იმის შეგრძნება რომ ვიღაცას კვლავ ჭირდებიან! აჩუქეთ თქვენი ზრუნვა და ყურადღება!

Photo credit: Depositphotos

თუ ბებია და ბაბუა გყავთ და მათ სანახავად დრო არ გაქვთ იმიტომ, რომ მუშაობთ ან კარიერას აწყობთ აჯობებს დრო გამონახოთ. თუნდაც ერთი დღით, ესტუმრეთ მათ, გაისეირნეთ მათთან ერთად. ამით ძალიან გაახარებთ! გაუფრთხილდით მოხუცებს სანამ თქვენს გვერდით არიან!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს