დედის “უცოდველი” ფრაზები, რომლებიც ბავშვს ცხოვრებას უფუჭებს

0
126

ბავშვი ძალიან მოწყვლადია ემოციური გადატვირთვის მიმართ. ბევრი მოზარდი დაადასტურებს, რომ მართალია ბავშვობიდან დიდი ხნის წინ გამოვიდნენ მაგრამ, მათი მშობლების ზოგიერთი ფრაზა მათ მეხსიერებაში სამუდამოდ დაილექა და არასდროს დაავიწყდებათ. ეს შეიძლება მშობლისგან წარმოთქმული უყურადღებო ფრაზა იყო მაგრამ, ჩვენ მაინც მძაფრად გვახსოვს ის მომენტი როდესაც ის წარმოთქვეს.

Photo credit: Unsplash

მშობლების ფრაზები

Paparazzi-ს ამ სტატიაში იმ მშობლების ტიპიურ ფრაზებს განვიხილავთ, რომლებიც საკუთარი ფსიქიური ჯანმრთელობით არ ინტერესდებიან. სწორედ ამიტომ თავიანთ შვილებს დიდ ზიანს აყენებენ და არ იციან სხვაგვარად როგორ უნდა იცხოვრონ. ასეთ ფრაზებს ბავშვობაში მათაც ეუბნებოდნენ და ისინიც იმავეს აგრძელებენ.

1. სულელი/მსუქანი/ზარმაცი ხარ

ჩვეულებრივად ასეთი ფრაზის წარმოთქმისას მშობელი თავის ბრაზსა და იმედგაცრუებას ანთხევს. ისინი თავიანთ პასუხისმგებლობას ბავშვს აკისრებენ. ამგვარად მშობელი ბავშვს აიძულებს მშობლების განწყობაზეც იდარდოს და პლუს ობიექტურ პრობლემებსაც გაუმკლავდეს.

Photo credit: Unsplash

გარდა ამისა, ამგვარი ფრაზების უმეტესობა თავისუფლად შეიძლება მივაწეროთ თავად მშობლებს. ბავშვები ხომ სწორედ მათ გამო არიან ასეთები. ბავშვი წლების განმავლობაში, ქვეცნობიერის დონეზე იმეორებს იმას რასაც მშობელი აკეთებს. თუ ბავშვი სულელია, ესეიგი მას იმის გამო ეჩხუბებით, რომ თქვენ დაგემსგავსათ.

2. ვნანობ, რომ დედა გავხდი/ზედეტად ადრე გაგაჩინე

ბავშვს არ უთხოვია, რომ გაგეჩინათ და არც თქვენი გადაწყვეტილებების გამოა პასუხისმგებელი. თუ მშობელი კონტრაცეპტივების საკითხს ვერ გაუმკლავდა, ბავშვი ამის გამო არ უნდა იტანჯებოდეს. თუ სრიალი გიყვარს – თხილამურების ტარებასაც შეეგუე.

Photo credit: Unsplash

ნურასდროს ეტყვით ბავშვს მსგავს ფრაზას – ეს დიდი სისასტიკეა. ასეთი საკითხები შემდეგ ფსიქოთერაპევტებთან განხილვის საგანი წლობით ხდება. თუ ადამიანს გაუმართლებს, მაშინ ის დამშვიდდება და გააცნობიერებს, რომ ეს ყველაფერი მისი ბრალი არ იყო.

3. შენს გამო მცხვენია

ჩვეულებრივ, მშობელი ამ ფრაზას იმისთვის იყენებს, რომ თავისი იმედგაცრუება აჩვენოს ბავშვებს, თთქოსდა ეს გამოსწორებას აიძულებს. სინამდვილეში კი ბავშვი ვერაფერს იღებს საშინელი განკითხვის გარდა.

Photo credit: Unsplash

თუნდაც ძალიან გცხვენოდეთ – ბავშვს ეს ფრაზა არასდროს უთხრათ. აჯობებს 15 წუთი გამოყოთ გულწრფელ, მშვიდ საუბარზე რომლის დროსაც ბავშვს აუხსნით თუ რა არ არის სწორად. აუხხსენით თუ როგორ უნდა მოიქცეს და რატომ. ბავშვის საზოგადოების წინაშე შერცხვენა ან ლანძღვა დადებით შედეგს არასდროს მოიტანს.

4. ისევ სისულელეების გამო ბღავიხარ

ცხოვრებისეული პრობლემები ბავშვობიდან იწყება. მშობლებს გონიათ, რომ ბავშვებს ნამდვილი პრობლემები არ აქვთ – ეს ძალიან სერიოზული შეცდომაა. ჩვენ ხომ სირთულეებთან გამკლავებას ბავშვობიდან ვსწავლობთ.

Photo credit: Unsplash

სწორედ ამიტომ მშობლებმა არასდროს და არაფრის ფასად არ უნდა გააუფასურონ ბავშვის გრძნობები. თუ ის ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია და ეს დიდი პრობლემაა, ესეიგი ასეც არის. დაეხმარეთ მას სირთულესთან გამკლავებაში და ის უფრო წარმატებული გახდება.

5. ისეთი რატომ არ ხარ როგორც შენი და/თანაკლასელი/პეტრე გვერდზე უბნიდან

ბავშვის სხვა ბავშვებთან შედარება ნამდვილად არ დაგეხმარებათ. საზოგადოებში გამოთქმაც კი გაჩნდა “დედას დაქალის შვილი” – როგორც მიუღწეველი იდეალის სიმბოლო, რომელიც თქვენი დედის გონებაში ცხოვრობს.

Photo credit: Unsplash

ყველა ადამიანი განსხვავებულია, ყველას აქვს თავისი ნაკლი და პრობლემები. ამიტომ საკუთარ შვილს ნუ იტყვით, რომ გარშემო ვიღაც უფრო უკეთესია, ეს უბედურებისკენ მიმავალი ყველაზე მოკლე გზაა.

6. ყველთვის არასწორად აკეთებ ყველაფერს

ეს ფრაზა პირველივე სიტყვიდანვე არასწორია. ამ ფრაზით ბავშვს ასტიმულირებთ, რომ ფრაზა რეალობად აქციოს. რეაქცია იმის საწინააღმდეგოა რასაც თქვენ ისურვებდით.

7. მუდმივად ხელს მიშლი

ბავშვი არ არის დამნაშავე იმის გამო რომ იზრდება და ვითარდება. მისი ნერვული სისტემა მუდმივად უნდა დატვირთოთ რამით: გონებრივი და ფიზიკური ამოცანებით. თუ ბავშვი “ფეხებში გებლანდებათ”, მისთვის რაიმე საინტერესო და სასარგებლო საქმიანობა იპოვეთ მაგრამ, ნუ დაუყვირებთ და ნურც დაემუქრებით.

Photo credit: Unsplash

8. მაცოფებ

ბავშვი თქვენს გრძნობებზე პასუხისმგებელი არ არის. თუ მუდმივად ბავშვზე ბრაზობთ, ამაში მისი ბრალეულობა არ არის. უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავში გაერკვიეთ და გაიგეთ რატომ ხდება ასე. მუდმივად ნერვულ მშობლებს გამოცდილება არ აქვთ, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ თავიანთ გრძნობებს, ამიტომ მთელს ბრაზს ბავშვზე ანთხევენ, შემდეგ კი ამის გამოც მათ ადანაშაულებენ.

ბავშვი სარკე რომელიც ჩვენს ქცევასა და პრობლემებს ირეკლავს. თუ ბავშვში რაიმე ძალიან არ მოგწონთ, ჯერ საკუთარი თავი აღზარდეთ და გამოასწორეთ.