როდესაც ეს რეცეპტი ვისწავლე, სირნიკების კეთება საბოლოოდ შევწყვიტე 

0
245

სირნიკები – ძალიან სასარგებლო საუზმეა, რომლითაც დილას ბევრი ადამიანი იწყებს. ხოლო სირნიკები – მანით, ქურაში, არაჟნისა და თაფლის სოუსით ნამდვილი გურმანებისთვისაც კი უნაკლო და საყვარელ კერძად იქცევა! სწორედ ამიტომ Paparazzi-ს რედაქცია ამ რეცეპტს შემოგთავაზებთ.

სირნიკის ინგრედიენტები

  • 400 გრამი ხაჭო 9%-იანი ცხიმიანობით
  • 2 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 60 გრამი შაქარი
  • 2 სუფრის კოვზი მანის ბურღული
  • 2 ცალი კვერცხი
  • 0,3 ჩაის კოვზი ვანილი
  • მწიკვი მარილი
  • 1 სუფრის კოვზი კარაქი

სოუსის ინგრედიენტები

  • 3 სუფრის კოვზი კარაქი
  • 2 ჩაის კოვზი თაფლი
  • 0,3 ჩაის კოვზი დარიჩინი
  • 100 გრამი არაჟანი

მომზადების წესი

1. განაცალკევეთ კვრცხის ცილა და გულები

2. ხაჭოს კვერცხის გული, შაქარი და მანის ბურღული დაუმატეთ. აურიეთ. ხაჭო შრალი და მყარი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში2 შეკვრა მაღაზიის ხაჭოს ვიყენებთ 9% ცხიმის შემცველობით. ის საკმაოდ ერთგვაროვანია.

3. მიღებულ მასაში არაჟანი ჩაასხით, დაუმატეთ ვანილი და მარილი. დატოვეთ რამდენიმე წუთით რათა მანი გაფუვდეს. ის ცომს უფრო ჰაეროვანს ხდის. არ დაგავიწყდეთ რომ გაფუებისთვის მანის ბურღულს უფრო დიდი დრო ჭირდება.

4. ნაღები კარგად დააბლენდერეთ.

5. ათქვეფილი ანღები ხაჭოს მასაში გადაიტანეთ.

6. სირნიკების ქურაში მოსამზადებლად სილიკონის ფორმის გამოყენებაც შეგიძლიათ.

7. ქურა 180 გრადუსზე გააცხელეთ და ფორმა მასში 30-35 წუთით შედგით.
8. სანამ სირნიკები ცხვება, შეგიძლიათ სოუსი მოამზადოთ.
9. ამისთვის კარაქი გააცხელეთ. როდესაც გათხელდება თაფლი და დარიჩინი დაუმატეთ.
10. გამროთეთ ცეცხლი და არაჟანი ჩაასხით. ურიეთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. სოუსი გააგრილეთ.
11. სირნიკები ფორმიდან თეფშზე გადაიტანეთ და სოუსი მოასხით. შეგიძლიათ მურაბა, თაფლი ან არაჟანიც გამოიყენოთ.

გემრიელად მიირთვით!

ეს სირნიკები ნაზი, გასაოცრად ჰაეროვანი და მადის აღმძვრელი გამოდის. არაჟნისა და თაფლის სოუსი კი ბლინებს, ალადებს და სხვადასხვა დესერტებსაც მოუხდება.