კატლეტი რომელიც პურის გარეშეც გემრიელი გამოდის

429

დღეს შვრიის ფაფაზე აზრის გავლებაც კი უკმაყოფილებას იწვევს ბავშვებში და ისინი ყველა ღონეს ხმარობენ დილის ტრაპეზის გასაცდენად. მათ არც დასჯა და არც მუქარა შველით. რა მოხდება დილის სტრატეგია რომ შევცვალოთ და საუზმეზე სხვა კერძი გამოვიყენოთ?! მაგალითად გავაკეთოთ კატლეტი რომელიც მანის ბურღულისგან მზადდება…

Paparazzi-ს რედაქცია ორიგინალურ რეცეპტს გთავაზობთ – შემწვარი მანის ბურღულის კვერები, რომელთა მომზადებას სულ რაღაც 20 წუთი ჭირდება. დიდი სურვილის შემთხვევაში კი 15 წუთიც საკმარისი იქნება.

რა მოვამზადოთ მანის ბურღულისგან

ინგრედიენტები

  • 100 გრამი მანის ბურღული
  • 400 მილიგრამი რძე
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 ცალი კვერცხი
  • 3 სუფრის კოვზი საფანელი
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

მომზადების წესი

1. პირველ რიგში სქელი მანის ფაფა მოვხარშოთ. ამისთვის საშუალო ზომის ქვაბში რძე ჩავასხათ, დავუმატოთ მარილი შაქრით და კარგად მოვურიოთ.

შემდეგ ქვაბი ცეცხლზე დავდგათ და დაველოდოთ რძის ადუღებას. ამის შემდეგ ნელ-ნელა დავიწყოთ მანის ბურღულის რძეში ჩაყრა, მუდმივად ვურიოთ ქვაბს რათა მანის ბურღულს კორკოშალები არ გაუჩნდეს,

2. 5 წუთის განმავლობაში ფაფა ნელ-ცეცხლზე ვხარშოთ. შემდეგ დავტოვოთ გასაგრილებლად. ამავდროულად აიღეთ ცალკე ჯამი და მასში კვერცხი ათქვიფეთ.

ამის შემდეგ ფაფა გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე და მასში ათქვეფილი კვერცხი ჩაასხით. კარგად აურიეთ.

3. შემდეგ ხელები ცივ წყალში დაისველეთ და ცოტაოდენი მანი ხელში დააბურთავეთ.

4. მიღებული ბურთულა კარგად ამოავლეთ საფანელში და ოდნავ დააბრტყელეთ.

5. ბოლოს ჩვენი მომზადებული კვერები ცხელ ზეთიან ტაფაზე დაალაგეთ და გაოქროსფრებამდე, ორივე მხრიდან შეწვით.

ახლა ისღა დაგვრჩენია ჩვენი შესანიშნავი მანის კატლეტები მაგიდასთან მვიტანოთ. მას არაჟანი და მურაბა ძალიან უხდება. არაჟანი კერძს უფრო ნაზს ხდის, კენკრის მურაბა კი მას უფრო გაჯერებულ გემოს აძლევს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს