რას უმატებს სირნიკებში ოლგა პაპსუევა უკვე 40 წლის მანძილზე

3376

Paparazzi-ს ამ სტატიაში უგემრიელესი, ჰაეროვანი სირნიკების მომზადებას გასწავლით – ტაფაზე. მაშ ასე, უახლოეს მაღაზიაში ხაჭო შეიძინეთ და საქმეს შევუდგეთ!

ეს რეცეპტი საშუალებას მოგცემთ უგემრიელესი საუზმე ძალიან სწრაფად მოამზადოთ. რეცეპტი ოლგა პაპსუევას ეკუთვნის, მომზადების პროცესს კი სტატიის ბოლოს დართულ ვიდეოში იხილავთ.

Photo credit: Depositphotos

ჰაეროვანი სირნიკები ტაფაზე

ინგრედიენტები

  • 400 გრამი ხაჭო (5%-იანი)
  • 1-2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 ცალი ქათმის კვერცხი
  • 2-4 სუფრის კოვზი ფქვილი
  • მარილი, ვანილი და დარიჩინი გემოვნებით
  • 3 სუფრის კოვზი მცაენარეული ზეთი შესაწვავად

ჰაეროვანი სირნიკები ტაფაზე

1. პირველ რიგში ხაჭო მოსახერხებელ ჭურჭელში მოათავსეთ, დაუმატეთ მარილი და შაქარი, შემდეგ კი ჩაზილეთ. თუმცა მისი მიქსერით ათქვეფაც შეგიძლიათ.

Photo credit: Depositphotos

2. ხაჭოს ქათმის კვერცხი დაუმატეთ და ნელ-ნელა ფქვილიც ჩაყარეთ. განაგრძეთ მისი მორევა სანამ მყარ და ერთვაროვან მასას არ მიიღებთ.

Photo credit: Depositphotos

3. მასა გააბრტყელეთ, მისი სისქე თავად განსაზღვრეთ, იმის მიხედვით თუ რა ზომის უნდა იყოს სირნიკი.

Photo credit: Depositphotos

4. დაჭერით თანაბარ ზომებად. იმისთვის, რომ ხაჭოს ნაჭრები დანის პირს არ მიეკრას, ის ფქვილში ამოავლეთ. ახლა ნაჭრები მოამრგვალეთ, იმისთვის, რომ სირნიკებს საბოლოო ფორმა მისცეთ.

Photo credit: Depositphotos

5. სირნიკები გაცხელებულ ტაფაზე მოათავსეთ, წინასწარ დაასხით ზეთი. იმისთის, რომ ხელი არ დაიწვათ, ტაფაზე ნიჩბით მოათვასეთ. ცეცხლი ძალიან ძლიერი არ უნდა იყოს, თორემ დესერტი დაიწვება.

Photo credit: Depositphotos

6. ტაფას დიდი ხნით ნუ დატოვებთ, მათ შეწვას სულ რამდენიმე წუთი ჭირდება. როდესაც ერთი მხარე შეიწვება მეორე მხარეს გადააბრუნეთ და ტაფას ნახევარი წუთით დააფარეთ თავსახური.

Photo credit: Depositphotos

7. ახლა სირნიკები თეფშზე მოათავსეთ და სუფრასთან მიიტანეთ.

Photo credit: Depositphotos

Paparazzi-ს რედაქციისგან

თუ ვანილი და დარიჩინი არ გიყვართ, შეგიძლიათ არ გამოიყენოთ. ასევე შეგიძლიათ ფქვილის, შაქარის და მარილის რაოდენობა თავად განსაზღვროთ. სირნიკები არაჟნით, მურაბით, ჯემით და თაფლით მიირთვით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს