როგორ მივაღწიოთ პენსიამდე თუ მთელი ცხოვრება დაქანცვამდე მუშაობდი

0
233
Photo credit: Depositphotos

დსთ-ს ქვეყნებში საპენსიო ასაკის მიღწევა ლატარეას გავს. ძალიან ხშირად ხანში შესული ადამიანები უბრალოდ ვერ აღწევენ იმ მომენტამდე როდესაც სახელმწიფო მათთვის პენსიის გადახდას იწყებს. სამწუხარო სტატისტიკა, საეჭვო რეფორმები და საპენსიო ასაკის ზრდა მხოლოდ აძლიერებს ამ შიშს.

Paparazzi-ს რედაქციამ გადაწყვიტა თქვენი ყურადღება ამ თემაზე გადაეტანა რადგან რედაქციაში მკითხველისგან წერილი მივიღეთ. ის 47 წლის არის და მას სამსახური უკანასკნელ ძალებს აცლის, მან უკვე აღარ იცის როგორ მიაღწიოს პენსიამდე ან მიაღწევს კი?! მოდით ამ ქალბატონის ისტორიას გადავხედოთ.

Photo credit: Depositphotos

საპენსიო ასაკის მიღწევა

ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად ვფიქრობ ჩემს მომავალზე. უკვე 46 წლის ვარ, ციფრი თითქოს დიდი არ არის მაგრამ, მუდმივი მუშაობის გამო თავს უფრო ასაკოვნად ვგრძნობ. ძალა აღარაფერზე მყოფნის. გამოსასვლელი დღეები დასასვენებლად არ მყოფნის. როდესაც ვიღვიძებ მთელი სხეული მტკივა.

ჩემი სამსახური მიყვარს. საკმაოდ კარგი ხელფასი მაქვს და 5 დღიანი სტაბილური გრაფიკი, თუმცა ეს მაინც არ მშველის. ყოველი დღე ზაზუნას დღეს გავს. ჩემი ყველა ქმედება ავტომატიზირებული გახდა.

Photo credit: Depositphotos

აი ვიღვიძებ, ვიდუღებ ყავას და სიჩქარეში რამდენიმე ბუტერბროდს ვჭამ. შემდეგ ვიცვამ, სადილს ჩანთაში ვდებ და მივდივარ. ავტობუსში როგორც ყოველთვის ჭყლეტაა, თუ გამიმართლა დაჯდომას შევძლებ. ცოტას წავუძინებ. 20 წუთი – და უკვე სამსახურში ვარ. შესვენება, სადილი და თათბირი.

მივდივარ სახლში. თვალები მეხუჭება და ვერც ვუძალიანდები. საშინლად მტკივა წელი და ფეხები: ფეხზე მდგომი სამსახური არავის ინდობს. მოვდივარ სახლში და საწოლზე ვვარდები, ვფიქრობ – ნუთუ ეს ის ცხოვრებაა რომელზეც ვოცნებობდი? საერთოდ არის კი ცხოვრება?!

Photo credit: Depositphotos

ჩემი ცხოვრება ხომ კრიტიკულად არ ითვლება. ადამიანები უარესადაც არიან. მე ყოველ დღე ვხედავ თვალებს რომლებიც სასოწარკვეთილებით არიან სავსე. ზოგი მთელი დღე ფეხზე დგას, ზოგი მონიტორის ეკრანს უყურებს და ზოგს კი მომხმარებელთან ურთიერთობა და თავაზიანობის გამოჩენა უწევს. მყავს ნაცნობები რომლებიც დღეში 12 საათს მუშაობენ. და როდისღა იცხოვრონ?!

როგორ მივაღწიოთ პენსიამდე?

გამახსენდა ბებიაჩემი. ის 65 წლამდე მუშაობდა და არასდროს დაუწუწუნია. უფრო მეტიც, ის შესანიშნავად გამოიყურებოდა და თავისი მაგალითით გვაჩვენებდა, რომ ასაკი ბედნიერ ცხოვრებას ხელს არ უშლის. აი რას ნიშნავს გაძლება და შრომისუნარიანობა.

Photo credit: Depositphotos

ის იცინოდა როდესაც მას პენსიაზე გასვლას სთავაზობდნენ. უნდოდა ბოლომდე ემუშავა. მაგრამ რისთვის?! მაშინ სხვა დრო იყო, ხალხიც სხვანაირი იყო, მზად იყვნენ საერთო წარმატებისთვის მუხლჩაუხრელად ემუშავათ.

მე კი რა მჭირს?! თავს გადაღლილად ვგრძნობ. კოლეგებს და ნაცნობებს ვეუბნები: ზოგს საქმე უფრო უარესად აქვს, ზოგი ვალებში და კრედიტებში იხრჩობა, ზოგს კი სიცოცხლეც არ უნდა. ვერ ვხვდები რატომ ხდება ასე…

იმისთვის, რომ პენსიამდე მიაღწიო გაქანცვამდე უნდა იმუშავო. თუ რამდენიმე წლის შემდეგ საპენსიო ასაკს ისევ გაზრდიან?! ასე შეიძლება ვერც მიაღწიო ამ ასაკამდე. ასეთ შემთხვევაში რომელ ბედნიერ ცხოვრებაზე უნდა ვილაპარაკოთ?!

Paparazzi-ს რედაქციისგან

უიმედობა. აი რა ვიგრძენით როდესაც ეს ისტორია წავიკითხეთ. სტრესის მიმართ მდგრადობა ყველას სხვადასხვაგვარი გვაქვს. ახლა გადაღლილი თაობის დროა, რომლებიც უკიდურესად დაიქანცნენ. გასაოცარი არ არის, რომ საპენსიო ასაკის მიღწევა უკვე შეუძლებლად გვეჩვენება.

Photo credit: Depositphotos

გვსურს გვჯეროდეს, რომ უახლოეს მომავალში სიტუაცია გამოსწორდება. მანამდე კი სამსახურს, დასვენებასა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის პოვნა უნდა ისწავლოთ. გახსოვდეთ, რომ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე თქვენი ჯანმრთელობა. გაუფრთხილდით საკუთარ თავს!