12 ჯადოსნური ფრაზა, რომელიც ბავშვს ძილის წინ უნდა უთხრათ. სამკურნალო ეფექტი აქვს

648
© unsplash

ჩვენს რთულ დროში ბევრი რამ ჯერ კიდევ აუხსნელი რჩება და მძიმე პერიოდში მზად ვართ, ყველაფერი დავიჯეროთ. ფსიქოლოგები დედისა და შვილის ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე წარმოუდგენელ ურთიერთობად მიიჩნევენ. ცხოვრება გვიჩვენებს, რომ დედობრივი სიყვარულის ძალა სასწაულებს ახდენს და სადავო მდგომაროებაშიც კი თავისი ბედნიერებისთვის იბრძვის.

უცხოელი ფსიქოლოგები განასხვავებენ ფსიქოსომატიკას, როგორც წარსულის, ფიქრების და მოქმედებების შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს, შემდეგ კი მათ გავლენას აწმყოსა და მომავალზე. მთავარი მექანიზმი, რომელიც ბავშვის ჯანმრთელობაზე მუდმივად გავლენას ახდენს, დედის მიერ წარმოთქმული სიტყვებია. მოზარდი ბავშვი ღრუბელს ჰგავს, რომელიც ყველაფერს იწოვს. ბოროტი სიტყვები მის გულში ღრმად ილექება და მომავალში მის ცხოვრებას წამლავს. კეთილი სიტყვები კი კურნავს და ენერგიას ანიჭებს. დედა, როგორც ყველაზე ახლობელი ადამიანი, ბავშვთან უწყვეტ კავშირშია და სასწაულებს ახდენს.

ერთი დედა ამბობს:

„როცა ჩვენ უფროს შვილზე ბრძოლა დავიწყეთ, ერთმა ფსიქიატრმა უზარმაზარი საჩუქარი გაგვიკეთა. მან ექსპერიმენტის შესახებ გვიამბო, რომელიც ინგლისში (შეიძლება ვცდებოდე) ჩაატარეს. ავადმყოფი ბავშვების დედები ყოველ საღამოს მარტივ რიტუალს ატარებდნენ.

მას შემდეგ, რაც ბავშვი იძინებდა, დედა ძილის აქტიურ ფაზას ელოდა. სადღაც 15 წუთის შემდეგ ბავშვს მარტივ სიტყვებს ეუბნებოდა:

„მე შენ მიყვარხარ, მე შენით ვამაყობ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილი ხარ, ჩემთვის საუკეთესო ხარ“.

ტექსტი ყველასთვის დაახლოებით ერთნაირია.

© unsplash

ბავშვები მსგავსი დიაგნოზის მქონე სხვა ბავშვებს შეადარეს, რომელთაც დედები ღამით არაფერს ეუბნებოდნენ. ბავშვები, რომლებიც ღამით დედის სიყვარულს იღებდნენ, უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდნენ. აი, ასეთია დედობრივი ჯადოქრობა.

ჩვენ, თითქმის იმწამსვე მისი პრაქტიკაში განხორციელება დავიწყეთ. თერაპიების უმეტესობისგან განსხვავებით სეანსი უფასოა. პირველად ის ვთქვი, რაც სცენარით იყო გათალისწინებული. შემდეგ იმპროვიზაცია დავიწყე. უკვე 5 წელი გავიდა და დღემდე ჩემ ბიჭს სხვადასხვა სიტყვებს ვუჩურჩულებ.

კონკრეტულ შედეგებზე საუბარი მიჭირს, მაგრამ დანის აუტიზმის სპექტრი აღარ აქვს. დარწმუნებული ვარ, ჩემმა სიტყვებმა თავისი როლი შეასრულა. არსებობს რაღაც, რაც მე და ბავშვებს გვეძლევა. ეს უნდა ვიცოდეთ – ჯადოსნობა ორივე მხარეს მუშაობს! დედაც და ბავშვიც რაღაც მნიშვნელოვანს იღებს.

რას იძლევა ეს?

თითოეულ ბავშვთან სიახლოვის შეგრძნება

ეს შეუდარებელი შეგრძნებაა. რამდენიმე წელიც არ უნდა გავიდეს, ძილის დროს პატარა ანგელოზებს ჰგვანან. დღისით მათი ჩახუტება და ხელის ხელში ჩაკიდება მარტივი არაა – მათ ხომ იმდენი საქმე აქვთ! ღამით კი ვეხუტები და იმას ვეუბნები, რაც ორივესთვის აუცილებელია. ვგრძნობ, ჩვენი სიახლოვე როგორ იზრდება და ძლიერდება.

© unsplash

ინდივიდუალური დრო თითოეულისთვის

დღის განმავლობაში თითოეულ ბავშვს პერსონალურ დროს ვერ ვუთმობ. ხშირად ერთად ვიმყოფებით, ვთამაშობთ, ვჭამთ – ყველაფერი ერთად. ძილის დროს კი თითოეულის დრო განსაკუთრებულია. ამიტომ, თითოეულ სხვადასხვა სიტყვას ვეუბნები იქედან გამომდინარე, თუ იმ მომენტში რისი თქმა მსურს.

შემიძლია ვუთხრა ის, რასაც დღისით არ მომისმენდა

დღეები განსხვავებულია. ზოგჯერ ჭარბი ინფორმაცის ან ტკბილეულის გამო ბავშვი კარგად არ იქცევა და ეს ურთიერთობას ართულებს. ღამით, კი ყურში ვუჩურჩულებ, თუ როგორ ძლიერ მიყვარს და ყველაფერი წარსულში რჩება ჩხუბი, გაუგებრობა, წყენა…

ბავშვი სიყვარულს გრძნობს

ერთხელ წავიკითხე, რომ ბავშვს ხშირად უნდა უთხრა ასეთი ფრაზა „იცი, რომ მსოფლიოს ყველა ბავშვიდან არჩევანის გაკეთების უფლება მომიწიოს, მაინც შენ აგირჩევდი“. მაშინ ეს ფრაზა მათიუს პირველად ვუთხარი და ისეთი აღფრთოვანებით და გაკვირვებით მიყურებდა. დადიოდა და ამბობდა „მართლა, მე ამირჩევდი“. ასე მივხვდი, რომ ბავშვებს ძალიან სჭირდებათ განსაკუთრებულობის შეგრძენება. ახლა ფრაზა „დღეს გითხარი, რომ მიყვარხარ?“ ჩვენ ცხოვრების მუდმივი მეგზურია. მათიუ ყოველთვის მპასუხობს, რომ ყოველთვის ჩვენ, როგორც მშობლებს და მის ძმებს აგვირჩევდა.

© unsplash

ყოველთვის მნიშვნელოვან ფრაზებს ვეუბნები

თერაპიაში არსებობს ე.წ. „ნებადართული ფრაზები“, რომელთაც მოწყობის დროს ვეუბნებით. ისინი ადამიანის დამოკიდებულებას ცვლიან და მათ სულს კურნავენ. სიტყვები ჩვეულებრივ მარტივია – სიყვარულის, მიღების და სინანულის სიტყვები. ასე აღმოვაჩინე, რომ თუ ბავშვებს მნიშვნელოვან ფრაზებს ეტყვით, ბევრი პრობლემა მოგვარდება. მაგალითად, ოჯახში იერარქია. როგორი ფრაზები არსებობს და რომელს ვეუბნები მე:

„მე შენი დედა ვარ და შენ ჩემი შვილი ხარ“

ეს ფრაზა დაგეხმარებათ, თუ ბავშვთან სულიერ კავშირს ვერ გრძნობთ. ასევე მაშინ, როცა იერარქია დარღვეულია და გაურკვეველია, თუ ვინ ვისი დედაა.

„მე დიდი ვარ, შენ პატარა“.

ეს ფრაზა კვლავ იერარქიას ეხება. გარდა ამისა ბავშვთან ურთიერთობის ზრდაში დაგეხმარებათ. ბავშვი მოდუნებულია, როცა დედა ზრდასრული ხდება.

„ჩემთვის საუკეთესო შვილი ხარ“

აქ ბავშვის თანმიმდევრობის დამატება შეიძლება, მაგალითად, მე არა ერთი, არამედ სამი შვილი მყავს. და თითოეული თავის ადგილზე კარგია.

„ზუსტად ისეთი შვილი ხარ, როგორიც ჩვენ გვჭირდება“

ასე ბავშვს თავის ღირებულებას, თავის „კარგობას“ აგრძნობინებთ. რეკომენდებულია მათთვის, ვინც ბავშვს სხვებს ხშირად ადარებს.

„ჩემთვის არაფრის გაკეთება არ გჭირდება, მიყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ“

ბევრი აღშფოთდება, მაგრამ ფრაზა იმას არ ეხება, რომ ჭურჭელი შეგიძლია არ გარეცხო. უფრო იმას, რომ ჩემი გულისთვის დინამიკის შეცვლა აუცილებელი არაა.

„ბედნიერი ვარ, რომ შენ მყავხარ“

განსაკუთრებით ეხმარება მათ, ვისაც ბავშვი დიდად არ სურდა.

„ბედნიერი ვარ, რომ ბიჭი/გოგო ხარ“

თუ მაგალითად ბავშვის სქესის მიღებას დიდხანს ვერ ახერხებდით.

„მე და მამას ძალიან გვიყვარხარ, შენ ჩვენი შვილი ხარ“

აქ მთავარი სიტყვაა „ჩვენ“. დაგეხმარებთ, თუ ბავშვების დაყოფა გახასიათებთ.

„შენ ისეთივე ხარ, როგორც შენი მამა. შენი მამა ჩემთვის საუკეთესოა“

თუ ბავშვის მამასთან კონფლიქტი გაქვთ, ან ის ბავშვს არ ზრდის ან ნაჩხუბრები ხართ. მათთვისაც კი, ვინც ბავშვს ერთად ზრდის. თუ დედა მამას არ იღებს და მას ბავშვის აღზრდაში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს.

„ძალიან ვწუხვარ“

ფრაზა შესაფერისია, თუ დღის განმავლობაში იჩხუბეთ, ერთმანეთს ვერ გაუგეთ, დასაჯეთ. პატიების თხოვნა აუცილებელი არაა – ეს იერარქიას დაარღვევს. აი, ბოდიშის მოხდა და იმის თქმა, რომ წუხხართ, ღირს.

„მე შენით ვამაყობ“

განსაკუთრებით დაგეხმარებათ მაშინ, როცა ბავშვიდან იმის გაზრდა გსურთ, რასაც ბავშვი არ წარმოადგენს, რაც შეიძლება არასდროს გახდეს. იმ ბავშვების შემთხვევაშიც დაგეხმარებათ, რომლებიც სხვებისგან განსხვავდებიან.

„მე შენ მიყვარხარ“

სამი ჯადოსნური სიტყვა, თუ მასში გრძნობაა ჩადებული და მას არა მექანიკურად, არამედ მთელი გულით ამბობთ.

როგორ შევარჩიოთ ფრაზა?

სხვადასხვა ფრაზები უნდა სცადოთ და მიხვდებით, თუ თქვენი და თქვენი ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რომელია. მაგალითად, როცა სწორ ფრაზას წარმოვთქვამ, ღრმა ამოსუნთქვას და მოდუნებას ვგრძნობ.

იგივეა ბავშვთან მიმართებაშიც. როცა ბავშვს რაღაც ფრაზის მოსმენა სურს, მაგალითად, რომ მისით ვამაყობთ, ის მშვიდდება. უბრალოდ დააკვირდით. ზოგჯერ ნიშნები ცხადია, ზოგჯერ კი ბუნდოვანი. კრიტერიუმი კი ერთია – ერთგვარი მოდუნება.

ჯადოსნური ფრაზის წარმოთქმაზე უნდა განეწყოთ. პროცესს მექანიკურად არ უნდა მიუდგეთ. ფურცელზე დაწერილი ფრაზა სამი წუთი გაიმეორეთ და ყველაფერი კარგად იქნება. ყველაზე რთული შინაგანი განწყობაა. სიტყვა ჯადოსნური რომ გახდეს, ჯადოსნობით უნდა დამუხტოთ. დამუხტვა კი ჩვენს გულშია.

ზოგჯერ ასეთი მარტივი სიტყვების თქმამდე, მსგავსი რამ გულში უნდა თქვათ. ვიცნობ გოგოებს, რომლებიც პირველი სეანსის დროს მძინარე ბავშვებთან ტიროდნენ, საკუთარი ბავშვური ტკივილის გამო. მაგრამ ჯადოსნობა ორივეს კურნავს.

სეანსი ხანგრძლივი არ უნდა იყოს. მხოლოდ 3-5 წუთი საკმარისია. მაგრამ ემოციურად გაჯერებული 5 წუთი არა. მნიშვნელოვანია რეგულარულად და მცირე ხნით შესრულება, პატარა ნაბიჯებით. ერთი კვირის ერთ ჯერზე თქმა არ ღირს. ყოველდღე რამდენჯერ ვჭამთ და ამას მხოლოდ კვირაობით არ ვაკეთებთ, ასეა?

ამასთან მსგავსი ფრაზები დღისით, უმიზეზოდ ხშირად უთხარით. ჩაეხუტეთ უბრალოდ. ეს ისაა, რასაც ბავშვები მთელი ცხოვრება იმახსოვრებენ.

დედის სიტყვის ძალის შეუფასებლობა არ შეიძლება. ამის აღიარებისთვის, გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ დედა თავად თქვენ, რა გახსოვთ 30, 40 წლის შემდეგ. და ამ ფრაზებიდან თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რომელი იყო.

ეს ჯადოქრობა ყოველთვის ხელმისაწვდომია და მას ფული ან განსაკუთრებული უნარი არ სჭირდება. უბრალოდ დაელოდეთ, თქვენი ბავშვი ტკბილად როდის დაიძინებს და ჯადოსნური ფრაზები ყურში ჩასჩურჩულეთ.

„მე შენ მიყვარხარ, მე შენით ვამაყობ. ჩვენთვის საუკეთესო შვილი ხარ“.

რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო მარტივი და ჯადოსნური, ვიდრე დედის გულიდან წარმოთქმული ეს სიტყვები?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს