მარტოხელა დედა შვილებისთვის ცხოვრობს და რას იღებს შედეგად?!

0
94
Photo credit: Depositphotos

ამბობენ, რომ მარტოხელა დედა შვილებისთვის ცხოვრობს. ამ ლაკონურ ფრაზაში ძალიან ღრმა ტრაგიზმია ჩადებული. მთელი დროის განმავლობაში დედები ცდილობდნენ შვილები “წამოეწიათ” და საკუთარ თავს ყველაფერს აკლებდნენ. ამართლებს კი ეს მიდგომა?! მოდით Paparazzi-ს ამ სტატიაში, ეს საკითხი განვიხილოთ.

ყოველ ადამიანს ჭირდება ცხოვრებაში გარკვეული მიზანი, რომლისკენ მიმავალ გზაზეც ადამიანი გეგმებს აწყობს, იბრძვის და ვიტარდება. დედების უმეტესობა ამ მიზნად ბავშვების აღზრდას და “ფეხზე დაყენებას” ისახავს. მაგრამ, რა ხდება შემდეგ?!

“ჩემი უფროსი გოგო ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მელოდება. რომ რაც არ უნდა მოხდეს და როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყო ის ყოველთვის ჩემს გვერდით იქნება. თუმცა ერთ დღესაც მივხვდი, რომ უბრალოდ იდეალების მსხვერპლი გავხდი. ის რომ ოდესღაც ყველა ერთად და ბედნიერად ვიცხოვრებდით – ილუზია აღმოჩნდა. ჩემი მხრიდან, როგორც ჩანს მსგავსი მოლოდინები – სისულელე იყო.

Photo credit: Depositphotos

მე და ჩემი მეუღლე რთულ პერიოდში დავქორწინდით. ჩვენმა მშობლებმა გაჭირვებით გადაგვიხადეს ქორწილი. შემდეგ კი გაჭირვებით მოგროვილი ფულით სახლიც გვიყიდეს. სწორედ იქ გაგვიჩნდა სამი გოგონა. მათ გაჭირვებით ვზრდიდით, სოფელში ხომ სამსახურს ვერ იშოვი, მხოლოდ მიწაზე მუშაობა ან ფერმაა გამოსავალი.

მალე საზღვარგარეთ წასვლის საშუალება გამოჩნდა. სოფლიდან ქალების უმეტესობა სამშაოდ მიდიოდა და მეც გადავწყვიტე წასვლა. მეუღლე სამი წელი მელოდებოდა შემდეგ კი სხვა ცოლი მოიყვანა. ბავშვებს დედამთილი და მული უვლიდნენ. იტალიაში 12 წელი გავატარე. ამასობაში ბავშვები გაზიარდნენ და გათხოვდნენ.

Photo credit: Pixabay

სახლში ფულს მუდმივად ვაგზავნიდი. უფროს გოგონას დიდი სახლი ავუშენე, ვფიქრობდი, რომ მეც აქ უნდა მეცხოვრა და ამიტომ მას უფრო მეტ ფულს ვუგზავნიდი. უმცროს შვილებს კი გარეუბანში ბინები ვუყიდე რადგან ქალაქში სურდათ ცხოვრება.

ძალიან მიხაროდა, რადგან როდესაც უკან დავბრუნდებოდ უზარმაზარ, მდიდრულ სახლში ვიცხოვრებდი, რომელიც ჩემი შრომით ავაშენე. თან უფროსი გოგონაც სულ მეუბნებოდა – “ჩამოდი დედაყველა ერთად ვიცხოვრებთ ამ სახლში – შენს სახლში!” ფულს არაფერზე ვიშურებდი და სახლი მართლაც დიდი და ლამაზი გამოვიდა!

Photo credit: Pixabay

როდესაც გოგონები კარგად მოვაწყე, სახლში დაბრუნება გადავწყვიტე. იტალიელები ცრემლებით მაცილებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ თუ უკან დაბრუნებას გადავწყვეტდი, სიხარულით მიმიღებდნენ!

ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა როდესაც სახლი დავინახე. მსგავსზე ვერც კი ვიოცნებებდი. შვილის ოჯახი კარგად შემხვდა. გავედი სოფელში, მოვინახულე მეზობლები. შემდეგ კი გადავწყვიტე ჩემი მეგობრები დამეპატიჟებინა. ყველა სახლში მოვიწვიე.

Photo credit: Depositphotos

როდესაც ამის შესახებ ჩემს გოგონას ვუთხარი და მაგიდის გაწყობაში დახმარება ვთხოვე, მან თავი შორს დაიჭირა და ცივად მიპასუხა, რომ მას სხვა გეგმები აქვს. მივხვდი, რომ გაღიზიანებული იყო. რატომ უნდა შევუთანხმდე მას? ეს სახლი ხომ ჩემიც არის?!

მეგობრებს თავად დავხვდი, თავად გავუმასპინძლდი, ყველაფერი მოვუყევი. როდესაც მკითხეს, თუ რას ვაპირებდი, ვუპასუხე, რომ ისევ იტალიაში ვბრუნდებოდი. იქ უკვე შევეჩვიე და ბავშვებისთვის ხელის შეშლაც არ მინდა. როდესაც ყველა წავიდა, ინტერნეტით ბილეთი ვიყიდე და იტალიელებს მივწერე. მიპასუხეს, რომ ეჭვიც არ ეპარებოდათ იმაში, რომ უკან დავბრუნდებოდი.

Photo credit: Depositphotos

ახლა კი ვწევარ უცხო სახლში, რომელიც ჩემი ფულითა და შრომით ავაშენე და ვფიქრობ – ახლა როგორი იქნება ჩემი მიზანი? ბავშები ვუზრუნველყავი, ახლა თავად მიხედონ თავს. რატომ აღმოჩნდენ უცხო ქვეყნის, უცხო ადამიანები უფრო მზრუნველები და ყურადღებიანები ვიდრე საკუთარი შვილები?! სად დავუშვი შეცდომა?!

Photo credit: Depositphotos

Paparazzi-ს რედაქციისგან

ზოგჯერ კი გვგონია, რომ არაფერი შეცვლილა მაგრამ, ადამიანები იცვლებიან. გუშინ შეგეძლო რაღაც მიგეღო დღეს კი უკვე ვეღარ იღებ. ჩვენმა გმირმა ყველაფერი სწორად და სწრაფად გაიგო, ან იქნებ აჩქარდა დასკვნების გაკეთებაში? რას ფიქრობთ ამის შესახებ?!