იანუშ კორჩაკის აღზრდის 10 მცნება მშობლებისთვის

1057

იანუშ კორჩაკიმ გაზის კამერაში ყოფნის დროს თავის აღსაზრდელების მიტოვებაზე უარი განაცხადა და გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკში ვარშავის ბავშთა სახლის ბავშვებთან ერთად დაიღუპა.

იანუშ კორჩაკი (ნამდვილი სახელი ჰენრიხ გოლდშმიტი) გამოჩენილი პოლონელი პედაგოგი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე იყო. მას ათობით მხატვრული წიგნი, ასევე 20-ზე მეტი ბავშვის აღზრდის შესახებ წიგნი ეკუთვნის (მათ შორის მთავარია „როგორ გვიყვარდეს ბავშვი“ 1914 წ. და „ბავშვის პატივისცემის უფლება“ 1929).

1940 წელს უპატრონო ბავშვთა სახლის აღსაზრდელებთან ერთად ვარშავის გეტოში აღმოჩნდა, სადაც ბავშვებზე თავდაუზოგავად ზრუნავდა, მათთვის საკვებს და მედიკამენტს გმირულად პოულობდა. მისი ნიჭის დამფასებლების ყველა შემოთავაზებაზე, რომ ბანაკი დაეტოვებინა და „არიანის“ მხარეში დამალულიყო, უარი განაცხადა.

როცა 1942 წლის აგვისტოში ბავშვთა სახლის დეპორტაციის ბრძანება მოვიდა, კორჩაკი დაახლოებით 200-მდე ბავშვთან ერთად სადგურზე მივიდა, სადაც სატვირთო მანქანით ტრებლინკაში გააგზავნეს.

ამ მოვლენების მომსწრე გახდა ემანუელ რინგელბლუმი, რომელიც მოგვიანებით ასევე დახვრიტეს:

„მოულოდნელად პანსიონიდან გაყვანის ბრძანება მოვიდა. ამას ვერასდროს დავივიწყებ. ეს მანქანებისკენ უჩვეულო მარში იყო, ორგანიზებული ჩუმი პროტესტი! დაიწყო მსვლელობა, რომელიც აქამდე არ ყოფილა. ოთხ რიგად მყოფი ბავშვები, თავში კორჩაკი, რომელსაც ორი ბავშვის ხელში ეჭირა. დამხმარე პოლიციაც კი ჩუმად და მშვიდად იდგა. როცა გერმანელები კორჩაკი დაინახეს, მკითხეს: „ვინ არის ეს ადამიანი“  მეტის მოთმენა ვერ შევძელი – ცრემლები წამომივიდა და სახე ხელებით დავიფარე“.

იანუშ კორჩაკის ვინაობის გაგების შემდეგ თითქმის უკანასკნელ წუთს თავისუფლება შესთავაზეს. მან კი უარი განაცხადა და ბავშვებთან ერთად გაზის კამერაში დაღუპვა არჩია.

იანუშ კორჩაკის აღზრდის მცნებები

  1. ნუ ელოდები, რომ შვილი შენნაირი იქნება, ან ისეთი, როგორიც გსურს, რომ იყოს. დაეხმარე გახდეს ისეთი, როგორც მას სურს.
  2. არ მოსთხოვო ბავშვს საზღაური ყველაფრისთვის, რასაც გაუკეთებ. შენ მას ცხოვრება მიეცი, როგორ შეიძლება ამისთვის გადაგიხადოს? ის ცხოვრებას სხვას მისცემს და ეს მადლიერების შეუქცევადი კანონია.
  3. ბავშვზე წყენას ნუ გადმოანთხევ, რომ სიბერეში მწარე პური არ ჭამო. რასაც დათესავ, იმას მოიმკი.
  4. მის პრობლემებს ქედმაღლურად არ შეხედოთ. დარწმუნებული იყავი, რომ თითოეულს თავისი მძიმე ცხოვრება აქვს და ის შენზე ნაკლებად მძიმე არაა. შეიძლება უფრო მძიმეც იყოს, რადგან მას გამოცდილება არ აქვს.
  5. შეურაცხყოფა არ მიაყენოთ!
  6. არ დაგავიწყდეთ, რომ ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა – ბავშვებთან შეხვედრაა. მათ მეტი ყურადღება დაუთმეთ. ვერასდროს გავიგებთ, თუ ბავშვში ვის შევხვდებით.
  7. თავი არ დაიტანჯო, თუ ბავშვისთვის რაიმეს გაკეთება არ შეგიძლია. დაიმახსოვრე, ბავშვისთვის საკმარისი არაა გაკეთებული, თუ ყველაფერი არ სცადეთ.
  8. ბავშვი ტირანი არაა, რომელიც თქვენს ცხოვრებას იპყრობს, არა მხოლოდ თქვენი სისხლი და ხორცია. ეს ძვირფასი თასია, რომელიც თქვენ უნდა დაიცვათ და მასში შემოქმედებითი ცეცხლი განავითაროთ. ეს დედისა და მამის უანგარო სიყვარულია, რომელთაც არა „ჩვენი, „საკუთარი“ ბავშვი, არამედ დროებით მობარებული სული უნდა გაზარდონ.
  9. სხვისი შვილის შეყვარება ისწავლეთ. არასდროს გაუკეთო სხვის შვილს ის, რაც არ გინდა, რომ შენს შვილს გაუკეთონ.
  10. ბავშვი იქნება ის უნიჭო, უიღბლო და ზრდასრული, ნებისმიერი გიყვარდეს. მათთან ურთიერთობა გქონდეთ. იყავით ბედნიერი იმიტომ, რომ ბავშვი დღესასწაულია, რომელიც დროებით შენთანაა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს