ევგენი კლოპოტენკომ, „მასტერ შეფი 5“–ის გამარჯვებულმა, კვების შესახებ წიგნის ავტორმა და კულინარიულმა ექსპერტმა სხვებზე უკეთ იცის, როგორ მიანიჭოს ყველაზე უჩვეულო პროდუქტებს დახვეწილი გემო. სწორედ ამიტომ, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ მისი რეცეპტით მომზადებული ქათმის მკერდი ფორთოხლით ყველაზე თამამ მოლოდინებს გაამართლებს.
„როცა მაღაზიაში ან ბაზრობაზე არჩევანი არსებობს, ქათმის მკერდს ყოველთვის ძვლიან–ტყავიანად ვყიდულობ. რაც არ უნდა თქვათ, უფრო გემრიელი გამოდის, ვიდრე უბრალოდ ქათმის ფილესგან. პირდაპირ ჯადოქრობაა.
ეს რეცეპტი ქათმის მკერდის და ლიმონის პოპულარული კომბინაციაა, მაგრამ პიკანტურობისთვის ცოტა კოჭა დავუმატე, ხოლო გარნირად მოჭიქული ფორთოხალი გამოვიყენე. ქათმის მკერდი ძალიან გემრიელი და სადღესასწაულო გამოვიდა!“ – ევგენი კლოპოტენკო Paparazzi.ge–ს რედაქციას გამოცდილებას უზიარებს.
ქათმის მკერდი ფორთოხლით
ინგრედიენტები:
- 1 ქათმის მკერდი ძვლიანი
- 20 გრ კოჭის ფესვი
- 1 ჩ/კ მშრალი როზმარინი
- 3 ს/კ შაქარი
- 1–2 ფორთოხალი
- ლიმონის წვენი
- ზეითუნის ზეთი
- მარილი და წიწაკა
მომზადება:
- პირველ რიგში, ქათმის მკერდი დაამარინადეთ.
- ამისთვის, ნახევარი ლიმონის წვენი გაწურეთ.
- შემდეგ გახეხილი კოჭა, ლიმონის წვენი, მშრალი როზმარინი და 2 ს/კ შაქარი აურიეთ.
- ქათმის მკერდი მარინადში მოათავსეთ და 15 წუთით გააჩერეთ.
- ამ დროში ფორთოხალი მოამზადეთ. ფორთოხალი რგოლებად დაჭერით, ნახევარი ლიმონის წვენი და 1 ს/კ შაქარი დაუმატეთ.
- სუსტ ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ, შემდეგ ჭიქურის გასქელებას დაელოდეთ.
- ქათმის მკერდი ზეითუნის ზეთში ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით.
- ღუმელი 180 გრადუსამდე გააცხელეთ.
- ხორცი ტაფაზე მოათავსეთ, მოასხით ზეთი, რომელშიც იწვებოდა, და მარინადი.
- ზემოდან ფორთოხლის რგოლები დააწყვეთ და 20-25 წუთით ღუმელში აცხვეთ.
- ქათმის ხორცი მოჭიქულ ფორთოხლებთან ერთად სუფრაზე გაიტანეთ.
- ქათმის მკერდი კოჭა–ლიმონით მოჭიქული ფორთოხლით მზადაა. გემრიელად მიირთვით!
პიკანტური ლიმონი კერძს სასიამოვნო სიმჟავეს მატებს. სწორედ ამიტომ, ლიმონის წვენს ხორცს და თევზს ასხამენ, სოუსების, სალათების სართავის და მარინადების მოსამზადებლად იყენებენ.