ცოტა ხნის წინ მამას საინტერესო საქმის კეთებისას წავუსწარი. ირგვლივ პლასტმასის ბოთლები მოეწყო, ერთ ხელში ბოთლი ეჭირა და დანით რაღაცას ჭრიდა. „როდის გავაკეთო, თუ არა ზამთარში?“ – მიპასუხა, როცა შევეკამათე, რომ ახლა ამის სეზონი არაა. ნამდვილად, ბაღისთვის პლასტმასის ბოთლებიდან ნივთების გაკეთება ახლა ღირს, რომ გაზაფხულზე ყველაფერი მზად გვქონდეს.
პირველი რამ, რაც მამამ ბოთლებიდან გააკეთა, ქარის წისქვილი იყო. შედეგმა იმდენად გაახარა (იმ სეზონზე ჩიტებმა და თხუნელებმა დაგვასვენეს), რომ შთაგონებულმა სხვა ნივთის გაკეთებაც დაიწყო. სხვათა შორის, მშობლების ბაღში ადგილი იპოვეს. Paparazzi.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ გააკეთოთ ხელნაკეთი საფრთხობელა პლასტმასის ბოთლებიდან. ასე ნაკვეთს დაუპატიჟებელი სტუმრებისგან დაიცავთ.
ხელნაკეთი ნივთები ბაღისთვის
მათ, რომელთაც ნაკვეთზე მოსავალი მოყავთ, ყურმოკვრით არ იციან, თუ რამხელა ზიანის მოყენება შეუძლიათ მღრღნელ თხუნელებს და მომაბეზრებელ ჩიტებს. ჭამით არ ჭამენ, მაგრამ ყველაფერს აფუჭებენ. მავნებლებს შეგიძლიათ ჰუმანური გზით ებრძოლოთ. საკმარისია, სპეციალური საფრთხობელა შეიძინოთ, რომელიც მათ აფრთხობთ. თუმცა ასეთი ნივთი ძვირი ღირს. რატომ არ გამოვიყენოთ ძველი, გამოცდილი მეთოდი?
ზოგიერთი მეაგარაკე თვლის, რომ ნაკვეთის გადარჩენა მხოლოდ კლასიკურ საფრთხობელას შეუძლია. რაც უფრო საშიშია, მით უკეთესი. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს ყოველთვის არ მუშაობს. ჩიტები ეჩვევიან და უბრალოდ საფრთხობელაზე სხდებიან. აი, თხუნელაზე, თაგვსა და ვირთხაზე საუბარი ზედმეტია.
აქ, პლასტმასის ბოთლებით დამზადებული საფრთხობელა დაგეხმარებათ. მას ადვილად გააკეთებთ და ბაღსა თუ ბოსტანში დაამაგრებთ.
საფრთხობელა პლასტმასის ბოთლებიდან
ასეთი მარტივი მოწყობილობის ეფექტურობა მდგომარეობს იმაში, რომ:
- ქარის გავლენით შრიალებს, ზუზუნებს და სხვა ხმებს გამოსცემს;
- როცა მოძრაობს ხის ჯოხის საშუალებით, რომელზეც დამაგრებულია, მიწისქვეშ ვიბრაციას ქმნის;
- მზეზე ბზინავს;
ყველაფერი გენიალური მარტივია! ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს მასალა, რომელიც ნებისმიერს სახლში აქვს, – წყლის პლასტმასის ბოთლები.
ყოველივე ზემოთქმული გარკვეულ როლს ასრულებს. ჩვეულებრივი საფრთხობელა პლასტმასის ბოთლთან მარცხდება. გავიმეორებ, ჩიტები ბოსტანში ჩუმ ფიგურას ეჩვევიან და შემდეგ ცუღლუტობას აგრძელებენ.
როგორ გავაკეთოთ საფრთხობელა საკუთარი ხელით
ცარიელი ჭურჭლიდან საფრთხობელას გაკეთების უამრავი გზა არსებობს. ამაში ინტერნეტ სივრცე დაგეხმარებათ. შეგიძლიათ პროცესში ექსპერიმენტები თავად ჩაატაროთ. ყურადღება მიაქციეთ შემდეგ მომენტებს:
- თუ აქცენტს ჩიტების დაფრთხობაზე აკეთებთ, სხვადასხვა ფერის პლასტმასის ბოთლები გამოიყენეთ.
- ელემენტები ერთმანეთს ძალიან მჭიდრო კონსტრუქციით არ დაუკავშიროთ. ისე გააკეთეთ, რომ მოძრავი იყოს, ბრუნვა და ქარის გავლენით ხმის გამოცემა შეძლოს.
- სეზონზე, მოღრუბლურ ამინდში მოწყობილობას ცოტა ფოლგა დაუმატეთ. მას სკოჩით ადვილად მიამაგრებთ. ასე ბზინვას გაზრდით.
- კონსტრუქცია თხელ, მაგრამ გამძლე ხის ჯოხს წამოაცვით. ეს მიწის ქვეშ ვიბრაციულ ხმებს უზრუნველყოფს.
მარტივი კონსტრუქცია პლასტმასის ბოთლებიდან ბაღისთვის
ყველაზე მარტივი, რაც შეიძლება გააკეთოთ – მინი ქარის წისქვილი. ძალიან მარტივია, სკოლის მოსწავლეც შეძლებს.
ბოთლის ტანი ოთხივე მხრიდან მართკუთხედად ამოჭერით, ფანჯრები გააკეთეთ. მართკუთხედები მთლიანად არ ამოჭრათ, მხოლოდ 3 ნაწილი 4-დან. სარქველები გააკეთეთ და გარეთ გამოწიეთ.
თავსახური მოხსენით და კონსტრუქცია ხის ჯოხზე წამოაცვით. ესეც, ასე!
ყოველი მხრიდან დაგიცავთ არა მხოლოდ ჩიტებისგან, არამედ თხუნელებისგან. ხმა და ვიბრაცია მავნებლებს თქვენი ნაკვეთიდან გააქცევს.
საფრთხობელა პლასტმასის ბოთლებიდან
კიდევ ერთი წარმატებული ვარიანტი – საფრთხობელა მტაცებელი ფრინველების მოსაშორებლად. აი, როგორ უნდა გააკეთოთ.
დაგჭირდებათ: ორლიტრიანი პლასტმასის ბოთლი და რამდენიმე უფრო პატარა ბოთლი, სკოჩი (იზოლენტა), პოროლონი ან პენოპლასტი, თვითმჭრელი ჭანჭიკი, ლატანი, თავსახური (მაგალითად, სარეცხი თხევადი საშუალების თავსახური).
პლასტმასის ბოთლებიდან ფირფიტები გამოჭერით. მისგან ბუმბულები გააკეთეთ, რომელიც შემდეგ იფარფატებს და ქარში ხმას გამოსცემს. ამისთვის მუყაოს ქაღალდით ნიმუში გააკეთეთ და მისი დახმარებით აუცილებელი დეტალები ამოჭერით.
ჩიტის ტანი მთელი ბოთლი იქნება. მას ლატანის საფუძველი მიამაგრეთ – ამ მიზნით კიდევ ერთი ბოთლის ყელი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეს ორი დეტალი იზოლენტით ან წებოთ შეაერთეთ. პლასტმასის ჭურჭელს გამამკვრივებელი ნაწილი არ აქვს, ამიტომ ყოველი დეტალის ქვეშ პენოპლასტი ან მილის იზოლაციური მასალის ნაჭრები გამოიყენეთ.
საფრთხობელას თავი კონდიციონერის თავსახურით გაუკეთეთ. გახვრიტეთ და 5 სმ სიგძის შლანგი გაუყარეთ. მარკერით ან საღებავით შეგიძლიათ თვალები დაუხატოთ.
მომზადებული ფრთები ტანს სკოჩით ან იზოლენტით დაამაგრეთ. ბოლოს, მზა საფრთხობელა ხის ჯოხს წამოაცვით.
ამბობენ, რომ ჩიტები ასეთ საფრთხობელას შორს უვლიან.
მეაგარაკეებს ვურჩევ, რომ ეს მეთოდი აუცილებლად გამოიყენონ. ასე მოსავლის შენარჩუნებას შეძლებთ. სოციალურ ქსელში მეგობრებსაც გაუზიარეთ. მალე სააგარაკო სეზონი დაიწყება და „როდის გავაკეთოთ, თუ არა ზამთარში?“