10 რამ, რისი გაკეთებაც ბავშვს არ უნდა აიძულოთ

222

თითოეული მშობელი იმის მიუხედავად ბავშვს რამდენიმე წელი ზრდის, თუ მთელი ცხოვრება, თავისთვის გარკვეულ დასკვნებს აკეთებს და აღზრდის გარკვეულ წესებს ქმნის.

ბევრი მშობელი მკაცრად აღზრდას და ბავშვის მხრიდან მორჩილების გამოხატვას („გააკეთე, რაც გითხარი. მე უკეთ ვიცი“) სწორად მიიჩნევს.

მაგრამ არ შეიძლება ბავშვს ზოგიერთი რამის გაკეთება აიძულოთ, თუ თუ მის ფსიქიკასა და ჯანმრთელობაზე ნეგატიური გავლენის მოხდენა არ გსურთ.

მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ ამას ბავშვის საკეთილდღეოდ აკეთებთ, შემდეგი ქმედებების ჩადენა არ აიძულოთ:

1. მოტყუება

მათ შორის წვრილმანების შესახებ („უთხარი, რომ აქ არ ვარ“). არა მხოლოდ იმის გამო, რომ ტყუილის თქმა არ შეიძლება. თუ თქვენი ბავშვი ტყუილს რაღაც ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევს და სხვა ადამიანებს მოატყუებს, ადრე თუ გვიან თქვენს მოტყუებას დაიწყებს. ამას კი ვერც მიხვდებით, რადგან გამოცდილებით სამსახიობო ნიჭი სრულყოფილებას მიაღწევს.

2. ჭამა, როცა ბავშვი მშიერი არაა

დიახ, არსებობს ნორმები, როცა პედიატრები გარკვეულ ასაკში ბავშვის გამოკვებას გირჩევენ. თუმცა ეს სტანდარტები არც ისეთი დიდია, როგორც მზრუნველი დედების უმეტესობას ეჩვენება. ამასთან ყველა ბავშვი განსხვავებულია. ერთი და იგივე ბავშვი სხვადასხვა ასაკში განსხვავებულად იქცევა. ჩვენი ორგანიზმი ისეა შექმნილი, რომ სიგნალს გვაძლევს, თუ როდის უნდა ვჭამოთ და დავლიოთ. ბავშვს ამ სიგნალების სწორად გაგება ასწავლეთ – აი, მშობლის ამოცანა, რომელსაც ჯანსაღი ბავშვის გაზრდა სურს და არა ფაფის და წვნიანის ნებისმიერ ფასად ჭამის იძულება.

3. იყოს ის, ვინც არ სურს რომ თავად იყოს

თუ ბავშვი მორცხვია, მაშინ ამას შეეგუეთ და მიიღეთ. არ აიძულოთ იყოს კომუნიკაბელური, თუ ბუნებით ამას ვერ იტანს ან თუ თავად თავისი სიმორცხვით არ იტანჯება. იგივე აქტიურ, ხმაურიან ბავშვს ეხება. მათთან გამკლავება რთულია, მაგრამ ნება მიეცით იყოს ისეთი, როგორიც არის. ბავშვს აგრძნობინეთ, რომ ისეთი გიყვართ, როგორიც არის და არა ისეთი, როგორც წარმოგიდგენიათ.

4. გაურკვეველი რამის გამო ბოდიშის მოხდა

სათამაშო მოედანზე ყოველთვის მესმის: „დაუყონებლივ ბოდიში მოიხადე“. ბავშვიც მორჩილად ბოდიშს იხდის, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, თუ რატომ. ბოდიშის მოხდა სავალდებულო, მაგრამ ნაკლებად სასიამოვნო რიტუალი ხდება, რომელსაც არც სიკეთე, არც ტაქტი და არც სინანული არ ახლავს. სწორედ ამიტომ, ბოდიშის მოხდამდე კეთილი ინებეთ და ბავშვს მოკლედ აუხსენით, თუ რისთვის თხოვთ ბოდიშის მოხდას.

5. უცნობ ადამიანებთან მისალმება

მათგან ტკბილეულის, სათამაშოს ან ფულის აღება. არ ვიცი, შეიძლება ეს ჩემი პარანოიაა, მაგრამ არ მომწონს, როცა ბავშვს აბსოლუტურად უცნობ ადამიანებთან საუბარში რთავენ ან როცა მათ კანფეტებს აწვდიან. წითელქუდას წესი: „უცნობებს არ ელაპარაკოთ!“ საკუთარ ბავშვში ადრეული ასაკიდან დავნერგე.

6. იმ ადამიანთან მეგობრობა, ვისთანაც მას არ სურს

მაშინაც კი, თუ თქვენ საუკეთესო მეგობრები ხართ, აუცილებელია არაა, რომ თქვენი შვილებიც მეგობრები იყვნენ. ვერ ვიტან, როცა მას აჯავრებენ, სათამაშოს უტეხავენ ან თმას წიწკნიან მხოლოდ იმის გამო, რომ დამნაშავის დედასთან ჩხუბი არ სურთ. თავად იმეგობრეთ, მაღაზიებში ერთად იარეთ, ჩაი დალიეთ, ხოლო ბავშვს ნება მიეცით იმეგობროს იმასთან, ვისთანაც სურს.

7. ჩვევების მკვეთრად შეცვლა

მნიშვნელობა არ აქვს საქმე ბოთლის დალევას, ცალკე საწოლში დაძინებას თუ ძუძუთი წოვის შეწყვეტას ეხება. ჩვევის შესაცვლელად დროა საჭირო. ძველიდან ახალ ჩვევაზე გადასვლა ეტაპობრივად უნდა მოხდეს.

8. მკაცრ დიეტაზე ყოფნა, მარხვის დაცვის იძულება ან საკვებით დასჯა

დიახ, ჭარბი წონის ბავშვები არსებობს, მაგრამ ამის გამო კანფეტზე ყოველთვის უარის თქმა არ ღირს. საჭმლის კულტად გახდომა არ ღირს. აკრძალული ხილი ყოველთვის უფრო ტკბილია. თუ ბავშვისთვის მავნე პროდუქტების შეზღუდვა გსურთ, სახლში არ იქონიოთ, არ აცდუნოთ. ბავშვს აუხსენით, თუ რატომ არ შეიძლება რაიმეს ჭამა. თუმცა კატეგორიულად არ აუკრძალოთ, თუ საქმე მძიმე ალერგიულ შემთხვევას არ ეხება.

9. ღამის გათენება იქ, სადაც მისთვის კომფორტული არაა

როცა პატარა ვიყავი, ბებიასთან დარჩენას მისდამი სიყვარულის მიუხედავად ვერ ვიტანდი. უკვე ნახევარ საათში სახლში წასვლა მინდოდა, ლოგინი არაკომფორტულად მეჩვენებოდა, სხვისი აბაზანის გამოყენებაც კი მეზიზღებოდა. ჩემ თავს უსარგებლოდ და გარიყულად ვთვლიდი.

თუ თქვენი ბავშვი მსგავს გრძნობებს განიცდის, მას უცნობ ადგილას ღამის გათენება არ აიძულოთ. რა თქმა უნდა, ზოგჯერ მშობელს საღამოს თავისუფლად გატარება სურს, მაგრამ ამ შემთხვევაში სჯობს ბებიას ან ახლობელს თქვენს სახლში დარჩენა სთხოვოთ.

10. იმის გაკეთება, რაც ცუდად გამოსდის

არ გირჩევთ, გაზარდოთ ისეთი ბავშვი, რომელიც მცირე წარუმატებლობაზე ხელს ჩაიქნევს. თუმცა მრავალთვიანი ვარჯიშის შემდეგ თუ თხილამურებზე დგომას ვერ ახერხებს და ამ პროცესს ვერ იტანს, სჯობს ფიგურული სრიალი მუსიკალური სკოლით ჩაანაცვლოთ. დაუსრულებელი მარცხი ბავშვს წარუმატებლობის კომპლექსს განუვითარებს. და პირიქით, მცირე წარმატება მომავალ წინსვლას და შრომისმოყვარეობას შთააგონებს. სჯობს კარგი ხელბურთელი იყოს, ვიდრე ცუდი ფეხბურთელი მაშინაც კი, თუ მეორე სპორტის სახეობა უფრო პოპულარულია. ბავშვს არჩევანის უფლება მიეცით.

ნებისმიერ შემთხვევაში გახსოვდეთ, რომ ის მხოლოდ თქვენი შვილი კი არა, დამოუკიდებელი პატარა პიროვნებაა. გადაწყვეტილების მიღებას რაც უფრო ნაადრევად ისწავლის, პასუხისმგებლობის აღებას მით უფრო მალე ისწავლის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს