სტუდენტები როგორც წესი თავს არიდებენ მოხუცებთან ბინის ქირაობას. ვერც იხმაურებ, ვერც ვინმეს მიიყვან. მხოლოდ აკრძალვები და შეზღუდვები, რომელთა გამოც პენსიონერის ბინა ნამდვილ გალიად იქცევა. თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება და ამის დასამტკიცებლად Paparazzi-ს რედაქცია ერთ-ერთი პირველკურსელი გოგონას მონათხრობს გაგაცნობთ. მან ოთახი იქირავა და საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნო ბებოსთან მოხვდა.
პენსიონერის ბინა
სწავლა ცოტა ხნის წინ დავიწყე. ჩემი ოჯახი მდიდარი არ არის, გარდა ამისა ორი უმცროსი ძმა მყავს და მშობლები მათზე საკმაოდ ბევრ ფულს ხარჯავენ. შესაბამისად დიდი არჩევანი არ მქონდა რადგან ჩემს საცხოვრებლად მხოლოდ ყველზე ბიუჯეტურ ვარიანტებს განვიხილავდით.
თავიდან საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი თუმცა, ასეთ ხმაურიან გარემოში არა თუ სწავლა, არამედ ძილიც კი არ გამომდიოდა. საკმაოდ გამიმართლა როდესაც ერთ განცხადებას წავაწყდი. ბებო კოლეჯთან ახლოს ცხოვრობდა. ეს საშუალებას მომცემდა ეკონომია გზის ფულზე გამეკეთებინა და შემონახული ფულით თუნდაც კინოში წავსულიყავი.
მეგობრები მეუბნებოდნენ, რომ ეს ცუდი იდეაა. რომ მოხუცთან ოთახის დაქირავებით სტუდენტური ცხოვრების ყველა ბედნიერებაზე ვამბობდი უარს. მაგრამ, გადავწყვიტე, რომ სწავლა გაცილებით მნიშვნელოვანია და ბევრი აღარ მიფიქრია.
მიუხედავად ჩემი შიშისა, მოხუცი საკმაოდ სასიამოვნო ქალი გამოდგა. მან მითხრა, რომ მიზერული პენსია კომუნალურების ადახდაშიც აღარ ყოფნის და ამიტომ აგდაწყვიტა ოთახის გაქირავება.
გადავიტანე ჩემი ნივთები და გასაღებიც ავიღე. მოხუცთან შემთანხმდი, რომ ქირას თვის ყოველ ათ რიცხვში აგდავიხდიდი. მან პროდუქტების კარადაში ადგილი გამინთავისუფლა და მაცივრის ქვედა თაროც დამითმო.
როდესაც პირველად გავხსენი მაცივარი გავოცდი. მეგონა, რომ ის მცირედი პენსია მოხუცს მცირედზეც არ ყოფნიდა მაგრამ, მაცივარი პროდუქტით იყო გამოტენილი.
თაროებზე მოწესრიგებულად ელაგა ხორცი, ფარში, თევზი, ბოსტნეული და ხილი. კვერცხი, რძე და ბევრი მწვანილი. საყინულეში შეხედვაც ვერ შევძელი იმედანდ გადატენილი იყო.
ყურადღება იმას მივაქციე, რომ კარადებში ბევრი ბრუღულუილი და მაკარონი ინახებოდა, საკუჭნაოში კი ბევრი კარტოფილი იდო. ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი მოხუცისთვის?! – გავიფიქრე მე. ვიცოდი, რომ ბინაში მარტო ცხოვრობდა, ქმარი არ ყავდა, შვილები კი დედაქალაქში ცხოვრობდნენ. ეს ყველაფერი მისი პირადი პროდუქტები იყო.
მშობლები შეძლებისდაგვარად მიგზავნიდნენ ფულს მაგრამ, მაინც ძლივს მყოფნიდა. აქ კი ასეთი სიმდიდრე! რისი მომზადების სურვილიც გაგიჩნდებოდა – მოამზადებდი. საბოლოოდ, სიმამაცე მოვიკრიბე და როდესაც მე და ბებო ჩაის ვსვამდი ვკითხე თუ საიდან ჰქონდა ამდენი პროდუქტები.
პენსიონერის საიდუმლო
მოხუცს ჩემს შეკითხვაზე გაეცინა და მომიყვა, რომ რთულმა ცხოვრებამ მას ყოველ თეთრთან მოქცევა ასწავლა. ამიტომ ის თავის ხარჯებს დიდი გულისყურით უდგება და ყველაფერს ცალკე რვეულში იწერს. ადრე აგარაკი ქონდა და მწვანილი იქ მოყავდა მაგრამ, ახლა აგარაკი აღარ აქვს და უწევ ყველაფერი ეკონომიის ხარჯზე გააკეთოს.
აქციების დროს ბევრ კონსერვს, ბურღულს და შოკოლადის კანფეტებს ყიდულობს (ეს მისი სისუსტეა). მწვანილს სეზონზე იაფად ყიდულობს, შემდეგ ყინავს ან აკონსერვებს რათა დიდ ხანს ეყოს. ყიდულობს ღორის ქონსაც, რომლითაც შემდეგ ბევრი გემრიელი და მსუყე კერძების მომზადება შეუძლია.
ხორცის ნაჭრებს ხორცის საკეპ მანქანაში ატარებს და ფარშს აკეთებს, რომლითაც შემდეგ პილმენებს, კატლეტს ან ღვეზელებს აკეთებს. თევზს მდინარისას ყიდულობს – ის უფრო იაფია. მას ჭრის და მაქსიმალურად იყენებს.
პურს თვითონ აცხობს. რძის პროდუქტებს ბაზარში ყიდულობს ნაცნობებთან. სწრედ ასე გააქვს თავი მინიმალური დანახარჯებით. კარადებიც პროდუქტით ივსება.
მე აღფრთოვანებული ვუსმენდი. ჩემი თაობის ხალხი სულ სხვაგვარად ექცევა ფულს. აქვთ – კარგად ერთობიან, არ აქვთ – ცუდად. ეს ქალბატონი კი ყველაფერს წინასწარ ითვლის და ზუსტად იცის რამდენი ფული აქვს ახლა და რამდენი ფული ექნება 1 კვირის შემდეგ. ყველაფერი დაგეგმილი აქვს. მისგან ალბათ კიდევ ბევრ რამეს ვისწავლი.
პროგრესული ახალგაზრდები ყოველთვის დარწმუნებული არიან, რომ ყველაფერში მოხუცებზე უკეთ ერკვევიან. მაგრამ, ცხოვრებისეული სიბრძნე და გამოცდილება მაინც მნიშნელოვანია, ამიტომ უფროსი თაობისგან მართლაც ბევრი რამის სწავლა შეიძლება.