ბავშვი – არა მხოლოდ დიდი ბედნიერება, არამედ დიდი პასუხისმგებლობა და მშობლების გამოცდაც არის. გარკვეულ მომენტში შვილი აღარ გვიჯერებს და ჩვენი ზემოქმედების მეთოდებს აღარ ექვემდებარება. არადამჯერი და ჯიუტი ბავშვი – როგორც წესი მშობლების არასწორი აღზრდის მეთოდის შედეგია. Paparazzi-ს რედაქცია ამ სტატიაში ბავშვის აღზრდაში დაშვებული შეცდომების შესახებ მოგითხრობთ.
არადამჯერი ბავში არასწორი აღზრდის შედეგია
1. მუქარა
ისეთი ტიპის მუქარა, როგორიცაა: “სხვა დეიდას მივცემ შენს თავს”, “ბავშვთა სახლში ჩაგაბარებ”, “აღარ მეყვარები” – კარგ შედეგთან არ მიგიყვანთ! ბავშვს თქვენს მიმართ უნდობლობა გაუჩნდება. ეს მეთოდი სიტუაციას კიდევ უფრო გაართულებს. მხოლოდ ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა მოგცემთ დისციპლინის მიღწევის საშუალებას.
2. ყურადღების ნაკლებობა
სამსახური ან სახლის საქმეები ბავშვს იმ დროს ართმევს რომელიც მასთან უნდა გაატაროთ. ბავშვებს დიდი ყურადღება ჭირდებათ და ამის მიღების ყველაზე მარტივი მეთოდი – ცუდი ქცევაა. ეცადეთ მეტი იურთიერთოთ ბავშთან, დაინტერესდეთ მისი ცხოვრებით. დღის განმავლობაში 10-10 წუთიანი შესვენებები გააკეთეთ და ის ბავშვს დაუთმეთ, ეცადეთ მასთან გამოსასვლელი დღეებიც გაატარპთ და გასართობ ცენტრში ან ბუნებაში გაიყვანოთ.
3. ბრძანებითი ტონი
ბავშვთან ასეთი ტონით ურთერთობა დიდი შეცდომაა. რა თქმა უნდა ის წინააღმდეგობას გაგიწევთ და ეცდება თავისი ხედვა დაიცვას. მიეცით ბავშვს არჩევანის თავისუფლება, ყველა თავის შეცდომებზე სწავლობს. ამგვარად ბავშვი მშობლების ნდობას და მხარდაჭერას იგრძნობს. ეს ურთიერთობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
4. პატარა ბავშვის მიმართ გადაჭარბებული ყურადღება
როდესაც ოჯახში პატარა ბავშვი ჩნდება, მას მეტ ყურადღებას უთმობენ. უფროსი ამ დროს დისკომფორტს გრძნობს, მას არ ყოფნის მშობლების სიყვარული და ცუდად მოქცევას იწყებს.
5. არაჯანმრთელი კრიტიკა
მშობლის ისეთი გამოთქმები როგორიცაა: “მახინჯურად ხატავ”, “ბატიფეხურად წერ”, “ხელები არასწორ ადგილას გაქვს გამოზრდილი” – ბავშვში კომპლექსებს იწვევს. მას შიში უჩნდება, რომ არაფერი გამოუვა და მცდელობებსაც წყვეტს.
6. ცუდი მაგალითი
ცუდი სიტყვები, საქციელი, სხვა ადამიანების მიმართ ცუდი დამოკიდებულება ბავშვის მიერ ღრუბელივით შეიწოვება. შემდეგ ისინი ამ ყველაფერს საკუთარ მშობლებთან იყენებენ. ამიტომ მშობელი კარგად უნდა დაფიქრდეს სანამ უცენზურო სიტყვებს გამოიყენებს ან ვინმეს შეურაცხყოფას მიაყენებს.
7. ნეგატივის ბავშვზე ნთხევა
თუ მშობლებიდან რომელიმეს ცუდ დღე ქონდა, ისინი ბრაზს ბავშვზე ანთხევენ. შემდეგ თავის დანაშაულს ტკბილეულით ან სათამაშოთი გამოისყიდიან. ასეთი ქცევა ბავშვის ფსიქიკას ანგრევს და მისი ცნობიერება არასწორად ყალიბდება.
ძვირფასო მშობლებო, დააფასეთ და მეტი დრო დაუთმეთ თქვენს შვილებს, შედეგად ისინიც ნაკლებ პრობლემებს შეგიქმნიან.