როგორ გავზარდოთ ბავშვი წარმატებულ ადამიანად. მეცნიერებმა 13 წესი გამოავლინეს

178

ეს მარტივი არაა, მაგრამ ამად ღირს! ყველა მშობელს სურს, რომ მისმა შვილმა უსიამოვნებებს თავი აარიდოს, სკოლაში წარმატებული იყოს და უკვე ზრდასრულმა დიდებული საქმეების გაკეთება გააგრძელოს.

წარმატებული ადამიანის აღზრდის რეცეპტი არ არსებობს, მაგრამ ფსიქოლოგიურმა კვლევამ რამდენიმე ფაქტორი გამოყო, რომლებიც მომავალ წარმატებას წინასწარმეტყველებს.

გასაკვირი არაა, რომ ამ ფაქტორებიდან რამდენიმე პირდაპირ მშობელს უკავშირდება.

იყიდება

აი, რა აქვთ საერთო წარმატებული ბავშვების მშობლებს:

1. ისინი ბავშვებს სახლის საქმეების გაკეთებას აიძულებენ

სტენფორდის უნივერსიტეტის ყოფილი დეკანი და წიგნის „როგორ აღვზარდოთ ზრდასრული” ავტორი, ჯული ლიტკოტი-ჰაიმსი განმარტავს:

„თუ ბავშვი ჭურჭელს არ რეცხავს, მისთვის ამას სხვა აკეთებს. ასე არა მხოლოდ ვალდებულებას იხსნის, არამედ ვერ იაზრებს, თუ რა უნდა გააკეთებინა და რომ სამყაროს გასაუმჯობესებლად თითოეულმა თავისი წილი უნდა გაიღოს.

ლიტკოტ-ჰაიმსი მიიჩნევს, რომ ბავშვები, რომლებიც სახლის საქმეებს ასრულებენ, მომავალში კარგი თანამშრომლები ხდებიან და კოლეგების უკეთ ესმით. ასევე მიმდინარე ამოცანის გადასაჭრელად ინიციატივას ხშირად საკუთარ თავზე იღებენ.

მისი პოზიცია ჰარვარდის უნივერსიტეტის ყველაზე გრძელვადიან კვლევაზეა დაფუძნებული, რომელიც აღზრდის პრობლემებს ეხება. „საქმეების გაკეთების იძულებით – ნაგვის გადაყრა, ნივთების გარეცხვა, ბავშვს ვახვედრებთ, რომ ცხოვრება თავად უნდა მოაწყოს იმისთვის, რომ აქტიური მონაწილე გახდეს“.

2. ბავშვებში კომუნიკაციის უნარებს ავითარებენ

პენსილვანიის და დუკის უნივერსიტეტების მკვლევარები აშშ-ს სხვადასხვა კუთხეში 700-მდე ბავშვს საბავშვო ბაღიდან 25 წლამდე თვალყურს ადევნებდნენ. მათ საბავშვო ბაღში სოციალურ უნარებსა და ზრდასრულ ცხოვრებაში წარმატებას შორის კავშირი დაინახეს.

20 წლიანმა კვლევამ აჩვენა, რომ სოციალურად განვითარებული ბავშვები, რომელთაც თანატოლებთან ურთიერთობა შეეძლო, სხვებისთვის სასარგებლო იყვნენ, მათ თანაუგრძნობდნენ და პრობლემებს თავად აგვარებდნენ. ამასთან მაღალი განათლების და 25 წლამდე პრესტიჟული სამსახურის მიღების უფრო მაღალი შანსი ჰქონდათ, ვიდრე შეზღუდული სოციალური უნარის მქონე ბავშვებს.

არა კომუნიკაბელურ ბავშვებს დაპატიმრების, ალკოჰოლური პრობლემების და სოციალური შეღავათების უფრო მეტი ალბათობა გქონდათ.

რობერტ ვუდ ჯონსონის ფონდში, რომელიც კვლევას აფინანსებდა, შედეგზე ასეთი კომენტარი გააკეთეს: „კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებში სოციალური და ემოციური უნარების განვითარებაში დახმარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმეა, რომელიც ჯანსაღი მომავლის უზრუნველსაყოფად უნდა გავაკეთოთ. ადრეული ასაკიდან ეს უნარები განსაზღვრავს ბავშვი კოლეჯში წავა თუ ციხეში და საბოლოოდ დამოუკიდებელი იქნება თუ დამოკიდებული“.

3. ისინი ბავშვების მიმართ მომთხოვნი არიან

2001 წელს დაბადებული 6600 ბავშვის ეროვნული გამოკითხვის მონაცემების გამოყენებით კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მშობლების მიერ შვილებზე დაყენებული მაღალი მოთხოვნები მომავალ მიღწევებზე დიდ გავლენას ახდენს.

და ფული აქ მთავარი არაა:

„მშობლები, რომელთაც სურდათ, რომ მათ შვილებს კოლეჯი დაესრულებინათ, ბავშვებს შემოსავლის მიუხედავად ამ მიზნისკენ უთითებდნენ“. დასკვნა ცხადია: საუკეთესო შედეგის მქონე ბავშვების 96%-ს მშობლები კოლეჯში ჩაბარებისკენ უბიძგებდნენ.

ამას სხვა ფსიქოლოგიური აღმოჩენა ეთანხმება – პიგმალიონის ეფექტი. მასში ნათქვამია: „ის, რასაც ერთი ადამიანი მეორესგან მოელის, შეიძლება ერთგვარი წინასწარმეტყველება გახდეს“. ბავშვების შემთხვევაში – ისინი უბრალოდ მშობლების მოლოდინს ამართლებენ.

4. მათ ერთმანეთთან ჯანსაღი ურთიერთობა აქვთ

ილინოისის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად, ბავშვები, რომელთა ოჯახში სკანდალებს ხშირად აწყობენ, უფრო ცუდად ვითარდებიან, ვიდრე ისინი, ვისაც მშვიდი მშობლები ჰყავს. ეს დამოკიდებული არაა იმაზე, მშობლები განქორწინებულნი არიან, თუ თავისი არაჯანსაღი ოჯახი მუდმივი დაპირისპირების ფასად შეინარჩუნეს.

უფრო მეტიც, კვლევის ავტორები ამტკიცებენ, რომ ბავშვი არახელსაყრელ პირობებში ერთ მშობელთან უფრო უკეთ იზრდება, ვიდრე სავსე ოჯახში, სადაც მუდმივად სკანდალები იმართება.

ყველა კონფლიქტი უარყოფით ხასიათს ატარებს – მაშინაც კი, თუ იშვიათად ხდება. ნაჩხუბარ მშობლების შეხვედრა ბავშვებზე ცუდ გავლენას ახდენს.

კიდევ ერთი კვლევა აჩვენებს, რომ 20 წლის ზრდასრულები, რომლებმაც მშობლების განქორწინება გადაიტანეს, 10 წლის შემდეგად კი ამის გამო იტანჯებიან. ახალგაზრდებს, რომლებიც მშობლებს შორის კონფლიქტზე საუბრობდნენ, დაკარგვის და სინანულის დესტრუქციული გრძნობები ჰქონდათ.

5. მათ თავად მიიღეს კარგი განათლება

მიჩიგანის უნივერსიტეტის ფსიქოლოგის, სანდრა ტანგის მიერ 2014 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ უმაღლესი განათლების მქონე მშობლების შვილები სკოლის შემდეგ სწავლის გაგრძელების სურვილით გამოირჩეოდნენ.

და პირიქით: 14 ათასზე ბავშვზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მათი უმეტესობა, რომელთა დედებს სკოლა დასრულებული არ ჰქონდათ, დედის ბედს იმეორებდნენ.

ბოულინგ-გრინის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა, ერიკ დუბოვმა კოლეგების დასკვნა დაადასტურა: „მშობლების განათლების დონე, როცა ბავშვი 8 წლის იყო, 40 წლის შემდეგ ბავშვის საგანმანათლებლობო და პროფესიოლ წარმატებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს“.

6. ბავშვებს მათემატიკას ადრეულ ასაკში ასწავლიან

აშშ-ში, კანადასა და ინგლისში სკოლამდელ 35 ათას ბავშვში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მათემატიკური უნარების ადრეული ასაკიდან განვითარება დიდ უპირატესობას წარმოადგენს.

კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი, გრეგ დუნკანი ჩრდილო-დასავლეთ უნივერსიტეტიდან, გაოცებით აცხადებს: „დაწყებითი მათემატიკური უნარების ადრეულ ასაკში ცოდნა, ციფრების მნიშვნელობა, მათი თანმიმდევრობა და სხვა ელემენტარული უნარები ერთ-ერთი საიდუმლოა, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ ვხვდები. მათემატიკის ნაადრევი სწავლა მხოლოდ მათემატიკური მიღწევებით არაა განპირობებული, არამედ რატომღაც მომავალში კითხვაში წარმატების მისაღწევად“.

7. საკუთარ შვილებთან ურთიერთობას განვითარებისკენ მიისწრაფვიან

2014 წელს ჩატარდა გამოკვლევა, რომელშიც სიღარიბეში გაზრდილი 243 ადამიანი შეისწავლეს. კვლევამ აჩვენა, რომ მათ, ვინც ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში სათანადო ზრუნვას იღებდა, არა მხოლოდ კარგად განვითარდნენ, არამედ 30 წლის ასაკში ჯანსაღი ურთიერთობები და მაღალი მაჩვენებლები მიიღეს.

PsyBlog-ის თანახმად, მშობლები, რომლებიც მგრძნობიარე მეურვეები არიან, „შვილების სიგნალებზე სწრაფად და ადეკვატურად რეაგირებენ“ და ბავშვებისთვის „უსაფრთხო ბაზას“ ქმნიან.

„ეს იმაზე საუბრობს, რომ ადრეული ასაკიდან მშობელსა და შვილს შორის ახლო ურთიერთობა ინდივიდის მომწიფებაზე და წარმატებაზე გრძელვადიან დადებით გავლენას ახდენს“.

8. ნაკლებად დაძაბულები არიან

ბოლოდროინდელი გამოკვლევების თანახმად, შვილებთან უბრალოდ ბევრი დროის გატარება არ ნიშნავს, რომ მათ წარმატებულს გახდით. უფრო მეტიც, „ინტენსიური დედობა“ და ბავშვის თავისუფლების შეზღუდვა უსიამოვნო შედეგებს იწვევს.

ბოულინგ-გრინის უნივერსიტეტის სოციოლოგი, კეი ნომაგუტი განმარტავს:

„დედობრივი სტრესი, როცა ისინი სამსახურსა და ბავშვებს შორის დროის გამოყოფას ცდილობენ, სინამდვილეში ბავშვზე ცუდად აისახება“. ეს ე.წ „ემოციური ინფექციით“ განიმარტება, როცა თავს ცუდად გრძნობთ იმის გამო, რომ ახლობელი ადამიანი ცუდადაა.

სწორედ ამიტომ, თუ მშობელი გამოფიტული ან იმედგაცრუებულია, ეს ემოციური მდგომარეობა ბავშვზე გადადის.

9. ისინი წარმატებისკენ მიმართულ ძალისხმევას აფასებენ

ის, თუ ბავშვები საკუთარ პირველ წარმატებას როგორ აფასებენ, მათ შემდგომ მიღწევებზე გავლენას ახდენს.

სტენფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგთან გრძელვადიანმა კვლევამ დაადგინა, რომ ბავშვები (და მოზრდილები) წარმატებას ამ ორიდან ერთ-ერთი დებულის მიხედვით აფასებენ.

„ფიქსირებული აზროვნება“ მიგვითითებს, რომ ჩვენი ხასიათი, ინტელექტი და შემოქმედება სტატისტიკურ უნარზე გავლენას ახდენს, რომელიც შეგვიძლია შევცვალოთ, ხოლო წარმატება – ამ განუყრელი ინტელექტის დადასტურებაა. მეორე მხრივ, „მენტალური ზრდა“ გამოწვევას აჭარბებს და წარუმატებლობას არა სისუსტის მტკიცებულებად, არამედ ზრდის და უფრო მეტი ძალისხმევის გაღების აუცილებლობად მიიჩნევს“.

წარმატების განსხვავებული შეფასება სწორედ ამაზეა დაფუძნებული. თუ ბავშვებს ეტყვით, რომ მათ ტესტი თანდაყოლილი ნიჭის გამო გაიარეს, ეს „ფიქსირებულ აზროვნებას“ ქმნის.

თუ ეტყვით, რომ ძალისხმევის გაღების გამო წარმატებას მიაღწიეს – ასე „მენტალურ ზრდას“ ჩამოაყალიბებთ და მათ უფრო გამძლეებსა და შეუპოვრებს გახდით.

10. ისინი მუშაობენ

ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კვლევის თანახმად დედები, რომლებიც სამსახურში დადიან, ბავშვებზე დადებით გავლენას ახდენენ. კვლევამ აჩვენა, რომ დასაქმებული დედების ქალიშვილები უფრო ბეჯითად შრომობდნენ, მუშაობა ადრე დაიწყეს და ბევრ ფულს შოულობდნენ. მათემატიკური თვალსაზრისით, თანატოლებთან შედარებით, რომელთა დედები დიასახლისები იყვნენ, 23%-ით უფრო წარმატებულნი იყვნენ.

დასაქმებული დედების ვაჟიშვილებზე ჩატარებულმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ისინი თანატოლებზე უფრო მეტს მუშაობდნენ და სახლზე უფრო მეტად ზრუნავდნენ. საკუთარ მაგალითზე ბავშვში შრომისმოყვარეობის სიყვარულის დანერგვას ფსიქოლოგები „როლურ მოდულირებას“ უწოდებენ.

„როლური მოდულირება სიგნალის გადაცემის მეთოდია, რაც მიზანშეწონილია იმ თვალსაზრისით, თუ როგორ იქცევით, რას აკეთებთ, რას გრძნობთ და რისი გწამთ“.

11. ისინი მდიდრები და გავლენიანები არიან

საგანმანათლებლო მომენტების გარდა ბავშვების წარმატებაზე მშობლების სიმდიდრეც გავლენას ახდენს. ეს უფსკრული ფართოვდება! მაღალი და დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებს შორის მიღწევების დონე 30-40%-ით განსხვავებულია ბავშვებს შორის, რომლებიც 2001 წელს დაიბადნენ, ვიდრე 25 წლის წინ დაბადებულ ბავშვებს შორის – ამბობენ მკვლევარები.

შედეგად, მშობლების შემოსავალი რაც უფრო მაღალია, ბავშვის შეფასებებიც უფრო მაღალია.

„ძირითადი და ძვირადღირებული საჭიროებების დაკმაყოფილება, მაღალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი – განათლების და წარმატების დონეს მკვეთრად ზრდის“.

12. ისინი ავტორიტეტულები არიან

მკვლევარებმა მშობელთა სამი ტიპი გამოყვეს:

ნების დამრთველები: მშობლები ცდილობენ, რომ დესპოტები არ იყვნენ და ბავშვები ისეთები მიიღონ, როგორიც ისინი არიან.

ავტორიტარული: მშობლები ცდილობენ ბავშვის ქცევის სტანდარტები შექმნან და აკონტროლონ.

ავტორიტეტული: მშობლები ბავშვის რაციონალურად მართვას ცდილობენ.

იდეალი – ეს აღზრდის ავტორიტეტული სტილია. ბავშვი უფროსების პატივისცემის უნარით გაიზრდება, მაგრამ თავს დათრგუნულად არ იგრძნობს.

13. ისინი „სიმტკიცეს“ ასწავლიან

2013 წელს პენსილვანიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა, ანჯელა დაკუორტმა ძლიერი პერსონალური თვისება აღწერა, რომელიც წარმატებულ ადამიანს ახასიათებს. მას ჩვეულებრივი სიტყვით „სიმტკიცე“ უწოდა.

მისი გაგებით სიმტკიცე ასეთია: „ინტერესის შენარჩუნების სიმტკიცე და ძალიან გრძელვადიანი მიზნებისკენ სწრაფვა“. მან კვლევაში მონაწილე ყველა წარმატებულ სტუდენტში ეს თვისება დაინახა.

საქმე ეხება იმას, თუ როგორ ვასწავლოთ ბავშვს მომავლის წარმოსახვა, რომლის შექმნაც მათ სურთ, და დაბრკოლების მიუხედავად მიზნისკენ შეუპოვრად სწრაფვა.