ზამთარში დაშვებული შეცდომები რის შემდეგაც ორქიდეა ვერ გადარჩება.

247

დღეს Paparazzi-ს რედაქცია გასწავლით ორქიდეის სახლის პირობებში მოვლას, ისე რომ ეს კაპრიზული მშვენიერი მცენარე ზამთარშიც კი იყვავილებს. წარმოუდგენლად ლამაზი სანახავია, როდესაც ფანჯრებს იქით ყინვა და თოვლია, თქვენს რაფაზე კი ნამდვილი ყვავილნარია მოწყობილი.

საკუთარ ოტახში ასეთი სილამაზის ქონაზე უარს არავინ იტყვის. თუმცა სირთულე იმაშია, რომ ორქიდეა ძალიან მომთხოვნი მცენარეა, განსაკუთრებით კი ზამთარში. ძალიან ხშირად ეს ნაზი და სათუთი ყვავილები გაზაფხულის მოსვლამდე ასწრებენ გაქრობას. როგორ დავიცვათ ისინი ასეთი სევდიანი ბედისგან?!

Photo credit: Depositphotos

როგორ მოვუაროთ ორქიდეებს სახლის პირობებში

ორქიდეა ნამდვილად ძალიან პრეტენზიული გახლავთ. ამიტომ ამ ყვავილის უბრალოდ სახლში მოყვანით, მისით ტკბობა არ გამოგივათ. სწორი მოვლის გარეშე ის ხომ უბრალოდ ვერ გაძლებს.

ადაპტაციისა და კარგი თითშეგრძნებისთვის ორქიდეას სვადასხვა ფაქტორები ესაჭიროება: მორწყვა, განათება, გრუნტის შემადგენლობა, ტემპერატურა, ჰაერი, სინესტე და ა.შ. არ დაგავიწყდეთ განოყიერებაც! თუ ყველა ფაქტორის გათვალისწინებისთვის ზმად არ ხართ აჯობებს უფრო ნაკლებპრეტენზიეული მცენარეები აირჩიოთ.

Photo credit: Depositphotos

საინტერესოა, რომ ორქიდეა ცოცხალ ბუნებაში ძალიან სიცოცხლისუნარიანი მცენარეა. ისინი ყველა მატერიკზე გვხვდება ანტარქტიდის გარდა. ავსტრალიაში კი ორქიდეის ზოგიერთი სახეობა მიწის ქვეშაც კარგად გრძნობს თავს.

როდესაც საუბარი სახლის ორქიდეეებზეა მისი დაღუპვა ორპირ ქარში, დახუთულ ჰაერში ან ჰაერის ზედმეტი სიმშრალისგანაც შეიძლება. უხარისხო წყლით ორქიდეის მორწყვა რეკომენდებული არ არის. იდეალურია წვიმის წყლის გამოყენება.

Photo credit: Depositphotos

მიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ ორქიდეა ფოტოსინთეზში მონაწილეობს. ამიტომ ქოთანი რომელშიც მცენარეა მოთავსებული, სასურველია გამჭვირვალე იყოს. მას ნახვრეტებიც უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ ფესვებმა სუნთქვა შეძლონ.

შენობაში ჰაერიც შესაბამისი უნდ აიყოს. განსაკუთრებით ურთულდება ყოფა ზათარში, ამ დროს ხომ გათბობის გამო ჰაერი შრება. შედეგად მცენარეს მისთვის საჭირო ნესტის მიღება არ შეუძლია. ამიტომ საჭიროა მშრალ ჰაერთან ბრძოლა, მაგალითად წყლით სავსე ჭურჭლის დადგმა. უნდა გახსოვდეთ, რომ მშრალი ჰაერი მავნებლების გაჩენასაც იწვევს.

Photo credit: Depositphotos

როგორ მოვრწყათ ორქიდეა

ორქიდეის მორწყვა აჯობებს ჩატვირტის მეთოდით მოახდინოთ. ამისტის მცენარის ქოთანი ქვემოდან უნდა იყოს გახვრეტილი. მოსარწყავად ასეთი ქოთანი 2/3-ით წყალში უნდა ჩადგათ და 15-20 წუთი გააჩეროთ.

რამდენიად ხშირად უნდა მოვრწყათ ორქიდეა?! თუ დაინახეთ რომ მისი ფესვები გაღიავდნენ – დროა მორწყათ.

Photo credit: Depositphotos

ორქიდეა ორპირ ქარს უნდა მოარიდოთ. ეს განსაკუთრებით საშიშია ზამთარში. შეიძლება ცოტა ხნით გახსნილი ფანჯარაც კი საზიანო აღმოჩნდეს მისთვის. ეს საკმაოდ ხშირის საზამთრო შეცდომაა. ამიტომ თუ ფანჯარას აღებთ, ორქიდეა სხვა ოთახში გადაიტანეთ.

ახლა ორი სიტყვა განათებაზეც ვთქვათ. შემოდგომასა და ზამთარში, როდესაც მოკლე დღეა, ორქიდეას სინათლე არ ჰყოფნის. ეს შუქის წყაროს მხარეს გაშვერილი ფოთლებითაც ხდება შესამჩნევი, ასევე პატარა და მკრთალი ყვავილითაც.

Photo credit: Depositphotos

ახალგაზრდა მცენარეები უფრო მეტ შუქს საჭიროებებნ. ამიტომ ორქიდეის მოყვარულებს ზოგჯერ სპეციალური ლამფების შეძენა უწევთ იმისთვის, რომ სინათლის ნალებობის კომპენსირება მოახდინონ.

ბოლოს კი აღვნიშნავთ, რომ ეს შესანიშნავი მცენარეები ძალიან მომთხოვნები არიან. ამ მოთხოვნების სია კი მათი სახეობისა და კლიმატური პირობების მიხედვით იცვლება. თუმცა თუ ყურადღებით იქნებით და მათზე კარგად იზრუნებთ, ორქიდეა თავისი ყვავილობით ხშირად გაგახარებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს