ყველას მოგესალმებით! Paparazzi-ს რედაქცია ამ სტატიაში პიურის მომზადების შესახებ მოგითხრობთ. ცნობილმა შეფ-პოვარმა კარტოფილის პიურეს მომზადების მთავარ შეცდომებზე მოგვითხრო, ჩვენ კი მის გამოცდილებას გაგიზიარებთ!
როგორ მოვამზადოთ პიურე
მარკუს უორინგი – ცნობილი ბრიტანელი კულინარია. ერთ-ერთ კულინარიულ გადაცემაში მან კარტოფილის პიურეს მომზადების დროს დაშვებულ ხშირ შეცდომებზე მოგვითხრო.
მარკუსი ამტკიცებს: ყველაზე ხშირი შეცდომა – კარტოფილის სხვადასხვა ზომის ნაჭრებად დაჭრაა. ამგვარად მცირე ნაწილები გადაიხარშება. ამის შემდეგ კერძი შეიძლება უგემური და წყლიანი გამოვიდეს.
მზარეული პიურეს მაღალ ცეცხლზე მომზადებასაც არ გვირჩევს. დაჭრილი კარტოფილი უკეთესია დაბალ ცეცხლზე ხარშოთ, ოდნავ მარილიან წყალში. წინააღმდეგ შემთხვევაში ნაჭრები გარედან ზედმეტად მოიხარშება შიგნიდან კი ბოლომდე მოხარშული არ იქნება.
როდესაც კარტოფილი მზად იქნება, ქვაბიდან მაშინვე უნდა გადაცალოთ წყალი და კარტოფილი
ქვაბში 5 წუთით “შეასვენოთ”. მზა პიურეში კარაქი უნდა ჩაუმატოთ ამგრამ პიურე საკმარისად თბილი უნდა იყოს იმისთვის, რომ კარაქი უპრობლემოდ გალღვეს. ამასთანავე პიურეში ყველისა და მწვანილის დამატებაც სცადეთ – ძალიან გემრიელი გამოვა.
მარკუს უორინგის მეგობარი – შეფ-მზარეულო დენ კლუგერი, ინტერნეტში, იდეალურად შემწვარი კარტოფილის რეცეტს გვიზიარებს რომელიც 20 წუთში მზადდება.
მან თქვა, რომ კარტოფილი უნდა დაანაწილოთ. ჯერ მცირე ზომის კარტოფილი მოამზადეთ, შემდეგ კი დიდი, რადგან მას მეტი დრო დაჭირდება.