ცოტა ხნის წინ მშობლებს აგარაკზე კოსმტიკური რემონტის გაკეთებაში ვეხმარებოდი. ბევრი ნერვები და ძალა დაიხარჯა რადგან სხვადასხვა ნიუანსი ერთმანეთის მიყოლებით იჩენდა თავს. თუმცა ახლა ძვირფასი გამოცდილება მაქვს. ამ სტატიაში მოგითხრობთ, რით უნდა ჩავანაცვლოთ შპალერი, თუ სწრაფად გვსურს კედლების განახლება.
რით ჩავანაცვლოთ შპალერი
თუ სიმართლე გსურთ – ინტერიერში შპალერი საერთოდ არ მომწონს. მართალია ჩვენთან ის ძალიან პოპულარულია და ჩემი მშობლებიც კედლების გასაახლებლად მხოლოდ ამ ვარიანტს განიხილავდნენ მაგრამ, მგონი დრო დადგა აგარაკზე შპალერის ნაცვლად საღებავი გამოვიყენოთ!
დასაწყისისთვის მინდა შპალერის მინუსები ჩამოვთვალოთ:
1. რთულად ეკრობა. მისი გაკვრის პროცესს დიდი დრო მიაქვს და საკმაოდ რთულიც არის. თუ შპალერს ნახატი აქვს მაშინ მას ნაკერებიც უნდა გაუსწორო, ეს კი ცალკე დროს გვართმევს.
2. დიდხანს ვერ ძლებს. როგორც წესი, რამდენიმე წლის შემდეგ მას უამრავი დეფექტი გაუჩნდება და მისი შეცვლა მოგიწევთ. მას იოლად აზინებს ბავშვი ან შინაური ცხოველი. თუ კედელს უსწორობა აქვს – ის მალე ჩამოიყრება. განსაკუთრებით თუ არც თუ ისე ხარისხიანი წებო შეგხვდათ.
3. არა ეკოლოგიურია. საუბარია ფლეზილინისა და ვინილის შპალერზე, რომლებიც ბოლო დროს ძალიან პოპულარულია. მათი დაწვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. რემონტის დროს მათი გაკვრის შემდეგ ბევრ ნარჩენებს ვიღებთ. რაც შეეხება წებოს – ჯანმრთელობისთვის ისიც საშიშია.
4. არც თუ ისე მარტივად ხდება გადაკეთება. შპალერის გადაკვრა – შრომატევადი პროცესია, რომლის ყოველ რამდენიმე წელიწადში გამეორების სურვილი ნამდვილად არავის აქვს. თან საკმაოდ ძვირიც ჯდება.
5. კედლები შეიძლება დაობდნენ. ხელოვნური მასალით დამზადებული შპალერი ნესტს ცუდად ატარებს. ასე, რომ თუ სახლში მომატებული ტენიანობაა და კედელი ცუდად არის იზოლირებული – შესაძლოა ობთან დაკავშირებული პრობლემები გაგიჩნდეთ.
შპალერის ალტერნატივა
შპალერის შესანიშნავ ალტერნატივას – ინტერიერის საღებავი წარმოადგენს. ახლა რეცხვადი საფარის უამრავი ვარიანტი არსებობს და დაბინძურების შემდეგ მათი გადაღებვა თავიდან არ მოგიწევთ. გარდა ამისა ფაქტურული საღებავიც არსებობს რომელსაც საკმაოდ საინტერესო ეფექტი აქვს. სწორედ ასეთ ვარიანტზე შევაჩერეთ არჩევანი.
აქვე გეტყვით, რომ ჩვენს არჩევანზე გავლენა არც თუ ისე სწორად გამოყვანილმა კედლებმაც მიგვიყვანა. არჩევანი მარმარილოს მტვრიან საღებავზე შევაჩერეთ, რომელიც ხარვეზების დაფარვაში გვეხმარება. მისი დამატებითი პლუსი ისიც გახლავთ, რომ კედლებს გაჯის წასმა და მოსწორება აღარ ჭირდება. დეფექტების გამოსწორებას ყოველთვის შეძლებთ და ძალიან ძვირიც არ დაგიჯდებათ.
კიდევ ერთი უპირატესობა იმაშია, რომ ასეთი სამუშაობის შესასრულებლად განსაკუთრებული უნარ-ჩვევები საჭირო არ არის. მე და ჩემი მშობლები საქმეს სპეციალისტების გარეშეც კარგად გავუმკლავდით. ბოლოს კი მთავარი არგუმენტი – კედლის შეღება ნებისმიერ დროს შეიძლება, როგორც კი ფერი მოგბეზრდებათ!