დედაჩემს იდეალურად მიიჩნევენ, თუმცა მან მთელი ცხოვრება დამიმახინჯა.

0
3489

დედის დამოკიდებულება შვილის მიმართ მეტწილად განსაზღვრავს ბავშვის მომავალ ხასიათს, ასევე იმას, თუ შემდეგ თავის ფსიქოლოგს რას მოუყვება. ბევრი იტყვის, რომ ახლა ყველაფერში დედის დანაშაულება და პასუხისმგებლობის გადატანა მოდურია. თუ ასე ამბობთ, გაგიმართლათ. სავარაუდოდ, კარგი მშობლები გყავთ. თუმცა მედლის მეორე მხარეც არსებობს.

photo credit: depositphotos

ზოგჯერ მზრუნველობის ნიღბის ქვეშ სხვებისთვის უჩინარი სისასტიკე იმალება. Paparazzi.ge–ს რედაქცია გიამბობთ ადამიანების ისტორიებს, რომლებმაც ასეთი „მზრუნველობა“ საკუთარ თავზე გამოცადეს. ასევე ვეცდებით გავარკვიოთ, რა უნდა გააკეთოთ, თუ ბავშვობაში ასე გექცეოდნენ.

დედის ურთიერთობა შვილის მიმართ

ბავშვობაში მშობლების სიტყვას საბოლოო შეჭმარიტებად აღვიქვამდით. გვჯერა, რომ მშობლები ყოველთვის მართლები არიან და ყოველთვის ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. ზრდასრულ ასაკშიც გვიჭირს იმ ფაქტის მიღება, რომ ახლობლების განზრახვა ყოველთვის სასიკეთო არაა. რაში გამოიხატება? მოდით, გავარკვიოთ.

photo credit: depositphotos

სხვებთან შედარება

ალბათ, ყველაზე გავრცელებული სიტუაცია, რომელიც ბევრისთვის ცნობილია. როცა თქვენ ცუდი, ფეთხუმი ხართ, ხოლო მეზობელი ირინა კარგი, ზრდილობიანი. ხშირად ასეთი შენიშვნები მზურნველობის ნიღაბს ამოფარებულია, მაგრამ ბავშვთან მიმართებაში შეიძლება სასტიკად იხუმროს. ასე შვილში ან წინსვლის ნებისმიერ სურვილს კლავენ, ან, პირიქით, აიძულებს მუდმივად დაამტკიცოს, რომ ქების და აღიარების ღირსია.

ოლღა ყვება: „დედა ყოველთვის სხვა ბავშვებს მაგალითად მიყენებდა. ნახე, ლიას კარგი ნიშნები აქვს, შენ კი ძლივს სწავლობ. დიანა ყველა წრეზე სიარულს ასწრებს, შენ კი ზარმაცი ხარ, მუსიკაზე სიარული მიატოვე. საბოლოოდ, ყველაფერი მივატოვე, რისი გაკეთებაც მიყვარდა, მაინც ხომ არაფერი გამომდიოდა.

როცა 10-12 წლის ხართ, დედის სიტყვები ძალიან ძლიერ გავლენას ახდენს. ახლა ყოველთვის, როცა რაიმე არ გამომდის ან საკუთარ თავს ერთი საათით ლოგინში ნებივრობის უფლებას ვაძლევ, დედის სიტყვები მესმის. მეუბნება, თუ რამდენად უსარგებლო ვარ. არ ვამბობ, რომ ჩემს ყველა წარუმატებლობაში დედაა დამნაშავე, მაგრამ მისგან ქება ხშირად რომ მომესმინა, ცხოვრება უფრო მარტივი გახდებოდა“.

photo credit: depositphotos

გაუფასურება და უნდობლობა

სახლში გატეხილი მუხლებით მოდიხართ. ველოსიპედით წაიქეცით, ასფალტზე დაეცით. დედასთან მიდიხართ და ეუბნებით, რომ გტკივათ. რას გეტყვით დედა? ალბათ, ჭრილობას მოგწმენდთ, შეგიცოდებთ და პლასტირს დაგაკრავთ. მაგრამ არიან მშობლები, რომლებიც იტყვიან: „ნუ აზვიადებ, ეს არც ისე მტკივნეულია!“

ანდრია ყვება: „დედა ყოველთვის აუფასურებდა იმას, რასაც ვგრძნობდი. თანაგრძნობის ან სინანულის ნაცვლად ყოველთვის მესმოდა, რომ ვაზვიადებდი. ახლაც არაფერი შეცვლილა. მამას ძველი, დიდი კარადები გადაზიდვაში დავეხმარე. წელი გამწყდა, რამდენიმე კვირა ტკივილი თავს მახსენებდა.

როცა დედამ დამირეკა და მთხოვა, რომ ავეჯის გადასაზიდადაც მივსულიყავი, ვუთხარი, რომ არ შემეძლო. როგორ ფიქრობთ, რა მივიღე პასუხად? ჩვეული ტირადა, რომ ვაზვიადებ, რომ ასეთი მტკივნეული შეუძლებელია იყოს, რომ ვიგონებ“.

photo credit: depositphotos

თითქოსდა არაფერია საშიში. თუმცა მცდელობა, რომ ადამიანი საკუთარ გრძნობებში დაეჭვდეს – ფარული აგრესიის ფორმაა. ასე მშობლები ცდილობენ ცრემლების და პროტესტის მიუხედავად ბავშვები გამოკვებონ ან თბილად ჩააცვან. ბავშვს არწმუნებენ, რომ მას ეს სურს, მაგრამ ვერ ხვდება.

ასე თავდაუჯერებელი ზრდასრულები იზრდებიან. დიახ, ბავშვებს ბევრი რამის გაკეთება არ შეუძლიათ, მაგრამ მათ პირად საზღვრებს პატივი უნდა სცეთ და საშუალება მისცეთ, რომ თავად გადაწყვიტონ. მერწმუნეთ, ისინი მადლიერები იქნებიან.

photo credit: depositphotos

დაცინვები

ოჯახური ხუმრობები არაფერ შუაშია. მხოლოდ იმ მომენტამდე, სანამ ღია დაცინვამდე არ გადაიზრდება. უფროსებსაც კი უჭირთ იმ მომენტების გადატანა, როცა დასცინიან. აღარაფერს ვამბობთ ბავშვზე. თან მაშინ, როცა საკუთარი მშობლები დაგცინიან.

ევა ყვება: „დედა შანსს არ უშვებდა, რომ როგორღაც ეკბინა. განსაკუთრებით ჩემი მეგობრების წინაშე. ის ჩემი ცხოვრების ყველაზე უხერხულ და სულელურ შემთხვევებს იხსენებდა. ეგონა, რომ ეს სასაცილო იყო, მაგრამ მწყინდა. მისი კრიტიკა არ წყდებოდა. როცა რაღაცას არასწორად გავაკეთებდი, მეუბნებოდა, რომ ისეთი გავიზრდებოდი, როგორც ჩემი უწესო მამა.

20 წლის შემდეგაც არაფერი შეცვლილა. ერთხელ რესტორანში დავპატიჟე. გემრიელად ვივახშმეთ, მაგრამ შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო. ახლა, ყოველთვის, როცა ვახშმად ვეპატიჟებდი, მეკითხება: „სად წავალთ? იმ რესტორანში, სადაც კინაღამ მომწამლე?“ ყოველ ჯერზე ამისგან ვკანკალებ.“

photo credit: depositphotos

დუმილი

„ალბათ, ყველაზე საშინელი ბავშვობის მოგონება ის მომენტებია, როცა ბებია რაღაცაზე მიბრაზდებოდა და უბრალოდ ჩემთან საუბარს წყვეტდა. დღევანდელივით მახსოვს აცილებული მზერა და ჩემი არსებობის სრული უგულებელყოფა. ეს პანიკაა. რას გავაკეთებ, როცა ბებია არ მელაპარაკება და არ მხედავს“ – იხსენებს ქეთი.

შეიძლება ეს კარგ აღმზრდელ ზომად ჩათვალოთ, მაგრამ ასე არაა. როცა ბავშვს ბოიკოტს უწყობთ, ეს მის უსაფრთხოების საბაზო გრძნობას ანგრევს. ბავშვი თავს დაუცველად და მიტოვებულად გრძნობს. როგორ შეიძლება იყოს მშვიდად, თუ მშობლებს ნებისმიერ წამს შეუძლიათ ზურგი შეაქციონ? ვფიქრობ, ეს ყველაზე მკაცრი სასჯელია.

photo credit: depositphotos

დედის ურთიერთობა შვილთან: შეჯამება

ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია. მზრუნველობის ნიღაბს ამოფარებული მშობლების აგრესია სხვადასხვანაირად ვლინდება, მაგრამ ასეთი გავლენა დამღუპველია. სკეპტიკოსებს შეუძლიათ თქვან, რომ მხოლოდ ადამიანია პასუხისმგებელი იმაზე, რაც ემართება, მაგრამ სიმართლეს ვერ გაექცევით. ზოგჯერ მშობლების ქცევა შვილების ცხოვრებას ანგრევს.

მთავარი კითხვა, როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ამ ისტორიებში საკუთარი თავი ამოიცანით? რაიმე ზოგადი რჩევის მიცემა უადგილოა. თითოეული ოჯახი, თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია. თუ ეს ზრდასრულ ასაკშიც გრძელდება, გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღოთ.

photo credit: depositphotos

მშობლების მიმართ უკმაყოფილება გამოთქვით და აუხსენით, თუ რა არ მოგწონთ. სავარაუდოდ, თავს უკეთ იგრძნობთ. საკუთარი გრძნობების დათრგუნვით და მშობლების დამოკიდებულების მოთმენით, ბავშვის პოზიციაში დარჩებით. ამით, კვლავ და კვლავ საკუთარ თავს დასჯით. პირდაპირ, მაგრამ მშვიდად ელაპარაკეთ.

თუ ეს ვერ დაგეხმარათ, პასიურ–აგრესიულ მშობლებთან ურთიერთობა შეზღუდეთ. ასევე არ მოგერიდოთ და დახმარებისთვის ფსიქოლოგს მიმართეთ. სამარცხვინო არაა სპეციალისტთან მისვლა, როცა პრობლემები გაქვთ. საკუთარ თავს ბედნიერების უფლება მიეცით.