ნებისმიერმა ბავშვმა იცის, რომ ყველაზე საინტერესო თამაშები და სურათები მშობლების ტელეფონებშია. თუმცა ყველა მშობელმა არ იცის, თუ რამდენად საზიანოა თანამედროვე მოწყობილობების გამოყენება ბავშვის ყოველდღიური ცხოვრებისთვის. კვლევის თანახმად, ბავშვების 60%-ზე მეტი ახლომხედველობით იტანჯება, ხოლო 80%-ს დგომის სერიოზული პრობლემებები აქვს. ამის მიზეზი ბავშვების დასვენების არასწორი ორგანიზება ან მშობლების მხრიდან უყურადღებობაა.
თუ თქვენი შვილი სმარტფონის გარეშე ერთ დღესაც არ ატარებს, გთავაზობთ 5 რჩევას, თუ როგორ გამოიყენოთ სენსორული ეკრანის გაჯეტი სწორად და რით ჩაანაცვლოთ იმისთვის, რომ ბავშვის დგომა და მხედველობა შეინარჩუნოთ. ამ ყველაფრის შესახებ ექიმი ოფთალმოლოგი და კომპანია „მულტიკუბიკის“ სპეციალისტი ოსმან შერგო გვიამბობს.
ძილის წინ სმარტფონით თამაშის უფლება არ მისცეთ
ჩვენ ვიცით, რომ გაჯეტის გამოყენების დრო ლიმიტირებული უნდა იყოს.
და ეს ყველაფერი ეკრანის ცისფერი სინათლის გამო, რომელსაც ყველა სმარტფონი და პლანშეტი ასხივებს.
ცისფერი სინათლე – თვალის სიწითლის და ბავშვის უძილობის მიზეზია.
სწორედ ამიტომ, ძილის წინ სენსორული ეკრანის მქონე გაჯეტის გამოყენება აკრძალეთ, რომ მელატონინის (მშვიდ ძილზე პასუხისმგებელი) ბუნებრივ გამომუშავებას ხელი არ შეუშალოთ. ხედვის ერთი კუთხით სურათების დიდი ხნით თვალიერება თვალს ერთ წერტილზე ფოკუსირებას აიძულებს, რაც სიელმეს იწვევს.
თუ ბავშვი საშინაო დავალებებს კომპიუტერის დახმარებით ასრულებს, სასურველია კომპიუტერთან მუშაობა ყოველ საათში 10 წუთიანი თვალის ვარჯიშით შეაწყვეტინოთ.
ბავშვის მხედველობა და ფსიქიკა რომ არ გადაიტვირთოს, სასწავლებლად და გასართობად დიდი ეკრანის მქონე პროექტორი გამოიყენეთ. მისი დახმარებით საყვარელი მულტფილმი ძილის რიტუალის ნაწილი შეიძლება გახდეს, ხოლო 3 მეტრი დიაგონალის გამოსახულება ახალი ასოების და სასწავლო ვიდეორგოლების დროს კონცენტრაციას დონეს გაზრდის.
ბავშვს დგომასა და მიმიკაზე ყურადღების მიქცევა მიაჩვიეთ
ადრეული ასაკიდან ბავშვს გამართულად დგომა ასწავლეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ სკამი ან სავარძელი, სადაც ბავშვი ზის, კომფორტული იყოს და მასზე ჯდომის დროს არ იხრებოდეს.
კომპიუტერის ეკრანი, რომლის წინ ბავშვი ზის, გამართული ხელის დაშორებაზე უნდა იყოს, თვალის კუთხით „ზემოდან ქვემოთ“.
მჯდომარე პოზაში სმარტფონებით თამაში კატეგორიულად აკრძალულია, რადგან ორმაგი ნიკაპი შეიძლება ბავშვებსაც გაუჩნდეს.
თუ თქვენს პატარას პერსონალური სმარტფონი აქვს, ყურადღება გაჯეტის ზომას მიაქციეთ. ექიმების დაკვირვებით, დიდი ზომის გაჯეტის არაკომფორტულად დაჭერის გამო ბავშვს ნეკა თითის დეფორმაცია ხშირად აღენიშნებათ. ასეთ მდგომარეობაში ნეკა თითი ხშირად გამოშვერილი რჩება და შემდგომ მკურნალობას რთულად ექვემდებარება. ერთად რაიმეს საყურებლად პორტატული პროექტორი გამოიყენეთ, გამოსახულებები ბავშვისთვის კომფორტულ ადგილას სახლის კედელზე ან ჭერზე აჩვენეთ.
ქსელური კავშირისთვის სმარტ საათი ან ინტერნეტში წვდომის არ მქონე ტელეფონი შეიძინეთ.
სპორტის აქტიური სახეობისა და დასვენებისთვის დრო გამოყავით
სტატისტიკის მიხედვით, ბავშვების 80%, რომლებიც ხშირად ავად ხდებიან, სპორტით და ფიზკულტურის გაკვეთილებით დაკავებულნი არ არიან. თქვენმა ბავშვმა ვირუსებს წინააღმდეგობა რომ გაუწიოს, დაავადება მარტივად გადაიტანოს და ძალები სწრაფად აღიდგინოს, ყოველდღიურ გრაფიკაში ფიზიკური ვარჯიში ჩართეთ.
ბევრ ბავშვს თამაშების აქტიური სახეობით დაკავებას სმარტფონებით თამაში ურჩევნიათ, მაგრამ ფიზიკური აქტივობის ჩართვა ბავშვებში ნებისყოფის ძალას და მიზნისკენ მისაღწევად რწმენას განუვითარებას.
თუ თანამედროვე ბავშვს ნამდვილად აქტიურ და საინტერესო დასვენებას შესთავაზებთ: ცეკვა, ქუჩაში თამაში, ბატუტზე ხტომა, ისინი უარს არ გეტყვიან.
ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რას უყურებენ
სტატისტიკის თანახმად, ბავშვების 90% პორნოგრაფიას პირველად 5 წლის ასაკში ხედავენ. იმაზე კამათი, რომ ეს ბავშვის მყიფე ფსიქიკას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს, ზედმეტია. 7 წლამდე ბავშვებში ინტერნეტში პოპულარულ საძიებო სიტყვებს შორის მეოთხე ადგილას პორნოგრაფიაა. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მშობლების მხოლოდ მესამედმა იცის, რომ მათი ბავშვი ინტერნეტში პორნოგრაფიას აწყდება.
ბავშვებს ამ თემაზე უფროსებთან საუბარი აშინებთ და განცდებს ღრმად შიგნით მალავენ.
ინტერნეტთან მავნე კონტაქტის გარდა ბავშვს ტელევიზორთან წვდომაც უნდა შეუზღუდოთ. ტელევიზორის ეკრანზე უკონტროლო ყურება ბავშვზე დამღუპველად მოქმედებს.
ადრეულ ასაკში მათ რეალური მოვლენებისა და სიუჟეტების გარჩევის უნარი არ აქვთ. ასე რომ, ყველაფერი, რაც სარეკლამო რგოლებში ხდება, ბავშვები იჯერებენ.
ამას მოულოდნელი ვირუსული რეკლამა, დიქტორის მკვეთრი ხმა, აგრესიული სურათები და ძალადობის სცენები, ასევე ფილმების გმირების ანომალური ქცევა და სიახლეების სიუჟეტი დაუმატეთ და თქვენი ფსიქიკა უკვე დანებებას დაიწყებს. რა უნდა ვთქვათ ბავშვის მდგომარეობაზე?
თქვენი ბავშვის ინფორმაციის ასეთი ნაკადისგან რომ დაიცვათ ბავშვთან ერთად ტელევიზორის ყურების დროს დრო უნდა გააკონტროლოთ.