ალბათ ერთ ისეთ ადამიანს მაინც იცნობთ, რომელთან ურთიერთობისას თავს დაძაბულად გრძნობთ… თითქოს თანამოსაუბრე ისეთს არაფერს ამბობს ან აკეთებს რაც გაღიზიანებას იწვევს მაგრამ, თავს მაინც ცუდად გრძნობთ. ზოგჯერ მისგან გაქცევის სურვილიც კი გიჩნდებათ. ამ სტატიაში Paparazzi-ს რედაქცია მოგითხრობთ, თუ რატომ უწოდებენ ასეთ ადამიანებს ტოქსიკურს და რას ნიშნავს ტერმინი “ტოქსიკური ადამიანი”.
რას ნიშნავს ტოქსიკური ადამიანი
ტოქსიკური ადამიანები ცხოვრებას გვიწამლავენ. მათთან ურთიერთობის შემდეგ თავს დაცლილად გრძნობთ, ცუდი განწყობა გაქვთ, ისტრესებით და აღარაფრის ძალა აღარ გრჩებათ. ცნობილია თქვენთვის მსგავსი სიტუაცია?! თუმცა სხვა შემაშფოთებელი ნიშნებიც არსებობს რომლებიც იმაზე მიგანიშნებთ, რომ დროა ეს ადამიანი თქვენი საურთიერთო წრიდან მოაშოროთ. ქვემოთ ტოქსიკური ადამიანის დამახასიათებელ რვა ნიშნას წაიკითხვათ, რომლებიც მათ სწრაფად ამოცნობასა და მისგან თავის დროულად დაღწევაში დაგეხმარებათ.
1 ტოქსიკური ადამიანი – კონცენტრირებული ნეგატივი
მათ ყოველთვის ყველაფერი ცუდად აქვთ. უფროსი – ნამდვილი ხისთავიანი ვირია, კოლეგები – ბურღავენ, ფული არ აქვს, ჯანმრთელობა უუარესდება, ფასები იწევს, ამინდი საშინელია და ა.შ. საუბრის დროს მხოლოდ საკუთარ თავზე საუბრობენ და ცდილობენ მაქსიმალურად მოგახვიონ თავიანთი ნეგატივი.
2 ყველთვის მართლები არიან და თუ მათ არ უსმენენ – წყობიდან გამოდიან
მათ კარგად იციან ყველაფრის გაუფასურება და თავიანთი საჭიროების წინ წამოწევა. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ყოველთვის მართლები არიან, ამიტომ არ შეუძლიათ დიალოგის ნორმალურად წარმართვა, მოსმენა და სხვისი პოზიციის მიღება.
3 უყვართ თავის მსხვერპლად გამოყვანა
“ნახე სადამდე მიმიყვანე”, “შენს გამო ცუდად გავხდი”, “ბოლოს მომიღებ”, “მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ” – ეს და სხვა მანიპულაციური ფრაზები ტოქსიკური ადამიანისგან ხშირად ისმის. ზოგჯერ მსგავსი განცხადებები გულზე ხელის დრამატულად მიდებითა და განაწყენებული სახით წაროითქმის. ეს ყველაფერი კი იმითვის, რომ თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს და დანაშაულის გრძნობა გაგიჩინოთ.
4 სხვების პრობლემები მათ არ ანაღვლებთ
თქვენი მეგობარი საკუთარ თავზე ბევრს საუბრობს, წუწუნებს, ტრაბახობს, რჩევას გთხოვთ მაგრამ არასდროს ინტერესდება თქვენი საქმეებით? ესეიგი დროა დაფიქრდეთ – ნამდვილად თქვენი მეგობარია თუ არა.
5. ემპათიის არ ქონა
ვერასდროს იპოვით მათ მხარდაჭერას. დიდი ალბათობით აქეთ დაგადანაშაულებთ და გეტყვით რომ არასაკმარისად პოზიტიური და ებერგიული ხართ. რათქმა უნდა, ის ხომ თქვენი ენერგიით სარგებლობთ.
6 უმიზეზოდ გაკრიტიკებთ
ხშირად გიწევთ ხოლმე უკიტხავად რჩევების მირება, რომლებსაც “უბრალოდ მის აზრად” ასაღებს? ტოქსიკური ადამიანები მუდმივად ედრებიან სხვა ადამიანებს და მუდმივად რაღაცით იმართლებენ თავს. მათი შეურაცხყოფა და გაუფასურება ლამაზად არის შეფუთული – “მე თუ არა სხვა ვინ გეტყვის სიმართლეს?!”.
7 უხეშობა ნორმაა
თუ ადამიანი ზრდილობიანად იქცევა მაგრამ ამავდროულად სხვებს ეუხეშება, მაგალითად ოფიციანტს, ბავშვებს და ა.შ. – აჯობებს გაიქცეთ მისგან. დიდი ალბათობით ის თქვენს მიმართ ზრდილობიანი დიდი ხნით არ არის.
8 გაიძულებენ საკუთარ სიტყვებში შეგეპაროთ ეჭვი
ადამიანები რომლებიც ცხოვრებას გიწამლავენ, არა მხოლოდ იტყუებიან, არამედ დროდადრო გიმტკიცებენ, რომ რაღაც არასწორად გაიგეთ, ვერ დაიმახსოვრეთ ან ვერ გაიგონეთ. ისინი იქამდე ამტკიცებენ ამ ყველაფერს სანამ ეჭვი არ შეგეპარებათ თქვენს მეხსიერებასა და აზროვნებაში.
სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში შორს წასვლა არ გჭირდებათ იმისთვის, რომ ტოქსიკური ადამიანი იპოვოთ. როგორც წესი ტოქსიკური ადამიანები – ჩვენი ახლობლები არიან. ამაში გასაკვირი არაფერია. მათ ხომ ყველაზე უკეთ იციან თქვენი სუსტი წერტილები და ძალიან მატივად გაყენებენ ტკივილს და ძალასაც გართმევენ. თავდასაცავად აჯობებს თქვენი გარშემომყოფები რეგულარულად შეამოწმოთ ამ რვა პუნტქზე და იზრუნოთ იმისთვის, რომ ყველასთან მხოლოდ ჯანსაღი და ჰარმონიული ურთიერთობები გქონდეთ.