ვგიჟდები მსუბუქ დესერტებზე, რომელთაც ცხობა არ ჭირდებათ! ბავარიული დესერტი რძით და ჟელატინით ასეთია: ყოველმხრივ მსუბუქი. მინიმალური პროდუქტები დაგჭირდებათ, მომზადების პროცესი კი მარტივია, ცომის და ორცხობილის გარეშე. გემოთი ნაღების პანაკოტას ან ნაყინ პლომბირს ჰგავს.
დღეს Paparazzi.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ბავარიული დესერტი რძით, კვერცხით და ჟელატინით მხოლოდ 10 წუთში. ღვთაებრივად გემრიელია!
დესერტი რძით და ჟელატინით
ინგრედიენტები:
- 300 მლ რძე
- 3 კვერცხი
- 350 გრ არაჟანი
- 70 გრ შაქარი
- 10 გრ ვანილი
- 20 გრ ჟელატინი (სწრაფად ხსნადი)
მომზადება:
1. სწრაფად ხსნად ჟელატინს 100 მლ ცივი რძე დაასხით. ოდნავ აურიეთ და რამდენიმე წუთით გასასივებლად გააჩერეთ.
2. დესერტის ფორმა წინასწარ მოამზადეთ. ამისთვის შეგიძლიათ სილიკონის მართკუთხა ფორმა გამოიყენოთ. თუ არ გაქვთ, რძის ქაღალდის შეფუთვა აიღეთ. შეფუთვა ერთი გვერდიდან მართკუთხედად ამოჭერით, რომ შემდეგ რძის მასის ამოღება არ გაგიჭირდეთ.
3. დესერტისთვის 3 ქათმის კვერცხის გული დაგჭირდებათ, სქელ ძირიან ქვაბში მოათავსეთ და შაქარი დაუმატეთ. ჩანგლით აურიეთ, შემდეგ დარჩენილი ცივი რძე დაასხით.
ქვაბი საშუალო ცეცხლზე დადგით. ცოტა შეათბეთ, შემდეგ ადუღებამდე მიიყვანეთ, მუდმივად აურიეთ. როცა ნარევი გასქელდება და დამახასიათებელი ბუშტები გაჩნდება, ცეცხლიდან გადმოდგით.
4. ცხელ ნარევს ჟელატინი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე სათქვეფით კარგად აურიეთ. ცალკე თასში არაჟანი, ვანილი, შაქარი აურიეთ და შემდეგ მიღებული ნარევი ჟელატინის და რძის ნარევს დაუმატეთ. კვლავ კარგად აურიეთ.
5. მიღებული მასა ფორმაში ჩაასხით. ზემოდან პარკი დააფარეთ. დესერტი 2-3 საათით მაცივარში შეინახეთ. თუ დესერტს საღამოს მოამზადებთ, მაცივარში მთელი ღამე გააჩერეთ.
6. ესეც ასე, ნაზის რძის დესერტი მზადაა. გემრიელად მიირთვით!
გირჩევთ ბავარიული დესერტი რძით და ჟელატინით აუცილებლად მოამზადოთ. ღრუბელივით ნაზი, ერთგვაროვანი მასა გამოვა. შეგიძლიათ ქოქოსის ფანტელებით, ნუშის ფირფიტებით ან შოკოლადით გააფორმოთ. ჟელატინის გემოს ვერც კი იგრძნობთ.
სხვათა შორის, დარჩენილი კვერცხის ცილებით შეგიძლიათ პატარა ბეზე გამოაცხოთ და ჟელესთან ერთად სუფრაზე გაიტანოთ, როგორც ორი სტრუქტურა – ნაზი და ხრაშუნა. სურვილის მიხედვით დესერტს კენკრა ან ჩირი დაუმატეთ, მაგრამ მათ გარეშეც საოცრად გემრიელი გამოდის!