რა ღირს საბჭოური ბროლი ძველმანების ბაზრობებსა და ანტიკვარულ მაღაზიებში

0
7848
photo credit: depositphotos

წლების წინ ბროლის ნაწარმი ნებისმიერ საბჭოურ ოჯახში სასურველი ნივთი იყო. მნიშვნელოვან დღესასწაულებზე, მაგალითად დაბადების დღეებზე, ქორწილებზე ან პენსიაზე გასვლისას ბროლის ჭურჭელს ამაყად ჩუქნიდნენ. ნივთები ხილულ ადგილას ინახებოდა, ხოლო დიასახლისები მათ მტვერს ნაზად აშორებდნენ.

დღეს Paparazzi.ge-ს რედაქცია გიამბობთ ბროლის ნივთების პოპულარობის შესახებ საბჭოთა დროში. რა ღირს ახლა ბროლის ლარნაკები და სერვისი? დღეს ხომ ძველებური საბჭოური ბროლის შეძენა რთული არაა.

photo credit: depositphotos

ბროლის ნაწარმი

საბჭოური ნივთების მთავარი პრობლემა ერთფეროვნება იყო. დიდი საწარმოები ერთნაირ პროდუქტებს დიდი მოცულობით უშვებდნენ, რომლებიც ჯერ მაღაზიებში, შემდეგ საბჭოთა მოქალაქის სახლში ხვდებოდა.

პატარა საწარმო და ქარხანა იშვიათობა იყო, ხოლო კერძო ბიზნესი და მეწარმეობა უბრალოდ არ არსებობდა. ასეთ პირობებში ორიგინალური, მაგრამ მცირე პარტიის წარმოება შეუძლებელი იყო. სწორედ ამიტომ, ყველა მოქალაქეს ერთნაირი ავეჯი, ჭურჭელი და ტექნიკა ჰქონდა.

photo credit: depositphotos

თუმცა ყველას რაღაც განსაკუთრებულის ქონა სურს. რაიმე ნივთის ფლობა, რომლითაც მეგობრებთან და ნაცნობებთან იტრაბახებს, რომელიც მის ბინას ახალ ელფერს შემატებს. ამ როლში ბროლი შესანიშნავად გამოიყენეს.

ყველაზე მეტად ჩეხური ბროლი ფასობდა, მაგრამ არა მაღალი ხარისხის, არამედ იმის გამო, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო. იშვიათობა კი ბროლის ნივთებს დამატებით ღირებულებას მატებდა.

photo credit: depositphotos

საბჭოთა კავშირის დროს სახლებში ბროლის ლარნაკის ან საფერფლის ქონა სიმდიდრის, ზოგჯერ ფუფუნების ნიშანი იყო. ავეჯი ყველაზე თვალსაჩინო ადგილას იყო მოთავსებული, რომ მინის კარებიდან სტუმრებს მფლობელის ბინის შეფასება შეძლებოდათ. ბროლის ოლიმპის თავზე ჭაღები იყო, თუმცა ასეთის შეძენა მხოლოდ ერთეულებს შეეძლოთ.

რაც შეეხება ბროლის სიმდიდრის გაწმენდას, აქ ოჯახის ყველა წევრი ერთვებოდა. იმის გაფიქრებაც კი საშიშია, რომ ვინმე ერთ–ერთ ღირებულ ნივთს გატეხდა ან დააზიანებდა. ყველაზე ღირებულ ნიმუშებს ბავშვებს არ აძლევდნენ – მათ დიასახლისები პირადად აპრიალებდნენ.

photo credit: Instagram

მასშტაბური ჭაღი „არქტიკა“, 1980 წ. სიმაღლე – 60 სმ, დიამეტრი – 70 სმ. ფასი შეთანხმებით.

ჭაღი თავისი ფორმის წყალობით მარტივად, ჰაეროვნად გამოიყურება. ამ „არქტიკას“ 6 სანათი აქვს, საკიდებს შორის არის სივრცე – „ყინულის საკიდებს“ შორის ხედი იშლება. ჩრდილოეთის დიდებულება ჩვენთანაც შესაფერისია, ხოლო ზაფხულში „არქტიკის“ ქვეშ მაგიდაზე მოჰიტო ჰარმონიულად გამოიყურება. საბჭოთა კავშირის დროს „არქტიკა“ ამშვენებდა არა მხოლოდ სახლებს, არამედ თეატრებს, კულტურის სახლებს და სხვა შენობებს, რომლებიც მდიდრულ გაფორმებას მოითხოვდა.

საბჭოური ბროლი ახლა

ახლა საბჭოური ბროლი უსასრულო ძველმანების ბაზრობაზე შეგიძლიათ შეიძინოთ. მის შეძენას თეთრებში შეძლებთ. ეს, ალბათ, ბევრს შეაშფოთებდა, ვინც 40 წლის წინ ბროლის შესაძენად ხელფასის ნახევარს უყოყმანოდ გაიღებდა და ასეთ გარიგებას მომგებიანად მიიჩნევდა.

photo credit: Instagram

საბჭოური ბროლი, ნაკრებში 6 სირჩა. იდეალურ მდგომარეობაში. სიმაღლე – 12,5 სმ. ნაკრების ფასი: 54 ლარი

მძიმე, ბროლის საფერფლე ახლა რამდენიმე ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ. თუმცა მიწოდება მოთხოვნას აჭარბებს, ამიტომ ყოველთვის შეგიძლიათ შევაჭრება და ფასის დაკლება.

photo credit: Instagram

ბროლის საფერფლე. სსრკ. შესანიშნავ მდგომარეობაში. მძიმე, სქელი მინა. ფასი შეთანხმებით.

რაც შეეხება, ერთ დროს პოპულარულ ბროლის ლარნაკებს, ახლა მოთხოვნადი არაა. მათი ფასი 20 ლარს არ აჭარბებს. ბროლის საკანფეტეები და სასალათეები კიდევ უფრო იაფი ღირს.

photo credit: Instagram

ბროლის საკანფეტე მცირე დაზიანებით. ფასი: 16 ლარი

რა თქმა უნდა, დრო შეიცვალა და თანამედროვე ადამიანებისთვის მეტი განსხვავებული ნივთებია ხელმისაწვდომი. ამან კი ბროლის ნივთები ნაკლებად მოთხოვნადი გახდა, რაც მათ ფასზეც აისახა.

თუმცა დღესაც იპოვით ხალხს, ვინც ძველ, საბჭოურ ჭურჭელს სიამოვნებით შეიძენს. ისინი ყვავილებს ბროლის ლარნაკებში დებენ და სუფრაზე სალათი ბროლის სასალათით გააქვთ. განა თანამედროვე ჭურჭელი უკეთესია?