წინასწარმეტყველური სიზმარი ანუ ისტორია გარდაცვლილი დედის შესახებ

1108
Photo credit: Depositphotos

დედისა და ქალიშვილის ისტორიებით მსოფლიო ლიტერატურა საკმაოდ მდიდარია. ზოგიერთი მათგანი მხიარულია, ზოგიც ჩაფიქრებასა და დასევდიანებას გვაიძულებს. თუმცა ყველა დაგვეთანხმება, რომ ეს ურთიერთობები – უნიკალურია და ყოველთვის იწვევს ემოციებს.სამწუხაროდ ცხოვრებაში ყველაფერი ყოველთვის ისე არ არის როგორც ვისურვებდით.

დედისა და ქალიშვილის შესახებ

იმ მყინვარე დილას, ცას ნაცრისფერი გადაჰკვროდა. თითქოს მზე საერთოდ არ არსებობდა და უცნაური ნაცრისფერი ნათება, სხვადასხვა საგნებამდე ალაგ-ალაგ აღწევდა. ქარი სიცივეს უფრო უარესს ხდიდა. ამინდი გაუმჯობესებას არ ფიქრობდა.თამუნა ბაზრიდან ბრუნდებოდა. ხალხი ძალიან ცოტა იყო და რაიმეს გაყიდვა შეუძლებელი იყო. მას ხაჭოთი, ყველითა და არაჟნით სავსე ჩანთები მოჰქონდა. რძეც ჰქონდა მაგრამ, მის ყიდვას მოხუცი მეზობელი შეპირდა, რომელსაც დამოუკიდებლად არ შეეძლო ორი ლიტრი რძის სახლში მიტანა.სახლისკენ მიმავალ გზაზე თამუნა დედას იხსენებდა, რომელიც ერთი თვის წინ გარდაიცვალა. მოხუცს ძალიან უყვარდა მეზობლებთან სიარული, სახლში ფუსფუსი და წყალზე სიარულიც კი. ეს კი წინ და უკან გასავლელი ნახევარი კილომეტრია.თამუნას მასთან ყოველთვის კარგი ურთიერთბა ქონდა. ბოლო მომენტამდე ისინი ერთ სოფელში, მეზობელ სახლებში ცხოვრობდნენ, მუდმივად ქონდათ კონტაქტი და ყველაფერს ერთმანეთს უზიარებდნენ. ბებო შვილიშვილებსაც უყვარდათ, ისინი ხშრიად რჩებოდნენ მასთან როდესაც მშობლები სახლში არ იყვნენ.

მას შემდეგ რაც დედა გარდაიცვალა, თამუნას ცხოვრება უფრო გაუჭირდა. მეუღლე სამუშაოდ ქალაქში მიდიოდა ამიტომ დროის საკითხი ძალიან მკვეთრად დადგა. ზოგჯერ მეზობლებს თხოვდა ბავშვებთან დარჩენას.რამდენიმე დღის წინ მას დედა დაესიზმრა. უღიმოდა. უცნაური სიზმარი იყო: მოწმენდილი ცა იყო, ჰაერში ცაცხვი სუნი ტრიალებდა, დედა მას არაფერს ეუბნებოდა, მხოლოდ ხელით აჩვენებდა გვერდით რაღაცას. შემდეგ შებრუნდა და წავიდა. იმ ადგილას სადაც ის იდგა პატარა ხე ამოვიდა, მასზე კი ქალის საყვარელი თავსაფარ ფრიალებდა.რას ნიშნავდა ეს სიზმარი თამუნა ვერ მიხვდა. ავტობუსი სახლს მიუახლოვდა. მივიდა სახლში, ახლა მეუღესა და ბავშვებს უნდა მოუმზადოს რამე. ყველაფერი დაალაგოს. დღე ახლხანს დაიწყო და უკვე ძალა აღარაფერზე ყოფნის.

საღამოს ქმარი მოვიდა. მეუღლე ნასვამი იყო, თავიდან თამუნამ იფიქრა, რომ სკანდალს მოაწყობდა მაგრამ, შემდეგ სიტუაცია რომ შეიტყო გამხიარულდა კიდეც. აღმოჩნდა, რომ მეუღლე დააწინარურეს და მთელი ჯახი ქალაქში უნდა გადასულიყო. კარგ ბინას მისცემენ, რემონტსაც ფირმა გაუკეთებს. “ბინის მისამართი? -“მისამართი ზუსტად არ მახსოვს, მარტო ქუჩა ვიცი – ცაცხვების ქუჩა…”

მადლობა დედა ასეთი ზრუნვისთვის. იმედი მაქვს ახლა უფრო გაგვიადვილდება ცხოვრება. არასდროს დაგივიწყებ.ასე ხდება, ჩვენი მონათესავე სულები ზემოდან დაგვცქერიან და მხარს გვიჭერენ. არ ვიცით. იქნებ ეს უბრალოდ დამთვხევაა მაგრამ, ყველას გისურვებთ იმედი არ დაკარგოთ და ყოველთვის გახსოვდეთ თქვენი ახლობლები და ნათესავები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს