წყლის ბოთლების ახალი დანიშნულება გაზაფხულისთვის

4979

იმის გამო, რომ ონკანის წყლის დალევა ზოგჯერ სახიფათოა, წყალს მაღაზიაში ვყიდულობთ, ძრითადად – 5 ლიტრიან ბოთლებში. ამის გამო კი ძალიან მალე ჩვენი ფარეხი და აივანი ბოთლებით ივსება. რისი გაკეთება შეიძლება ასეთ შემთხვევაში?!

გადაგდება არც ისე კარგი იდეაა, მათი გამოყენება ხომ ყოველდღიურობაში შეგვიძლია?! ამიტომ დღეს პაპარაცის რედაქცია გასწავლით თუ როგორ გამოიყენოთ მოგროვილი პლასტმასის ბოთლები თქვენი სახლის, ბაღისა და აგარაკისთვის.

პლასტმასის რგოლები საკვებს კარგად ინახავენ

წარმოიდგინეთ: ქეიფის შემდეგ მაგიდაზე ბევრი კერძიანი თეფში დევს. იმისთვის, რომ კერძი არ გაფუჭდეს ის მაცივარში უნდა შევდგათ, თუმცა ამ რაოდენობის ადგილი არ გვაქვს. როგორ მოვიქცეთ?!

პრობლემას ერთი 5 ლიტრიანი ბოთლი მოაგვარებს! ის 5 სანტიმეტრი სიმაღლის თანაბარ რგოლებად დაჭერით. ამის გაკეთება საკანცელარიო დანით უფრო გაგიადვილდებათ.

შემდეგ პლასტმასის რგოლი თეფშზე დადევით და მას მეორე თეფში დაადეთ. ყველაზე ზედა თეფშს კი ბოთლის ფსკერი გადააფარეთ.

წვეთოვანი მორწყვა

წვეთოვანი რწყვის დროს, წყალი უშუალოდ ფესვებამდე აღწევს, არ ჩერდება ნიადაგის თავზე და მასზე მაგარ ქერქს არ წარმოქმნის. წვეთოვანი რწყვის ორგანიზება ძალიან მარტივია. უბრალოდ ცარიელი პლასტმასის ქილები და ლურსმანი დაგჭირდებათ.

ქილის კედლებში, ძირიდან 3-4 სანტიმეტრ სიმაღლეზე რამდენიმე ნახვრეტი გააკეთეთ (რაც უფრო მყარია ნიადაგი – მით უფრო მეტი). შემდეგ ქილა წყლით გაავსეთ და რიგებს შორის 10-12 სანტიმეტრზე ჩაფალით.

ქილის ყელი მიწის ზემოთ უნდა იყოს. მასშიც რამდენმე ნახვრეტი უნდა გააკეთოთ ჰაერისთვის. მოცემული მეთოდი მათთვის არის კარგი ვისაც ბოსტნის ყოველდღიურად რწყვა არ შეუძლია. ფესვოვანი რწყვა პომიდორს, ბადრიჯანს, წიწაკას და სხვა ბოსტნეულს უყვარს.

ქაღალდის ხელსახოცების დამჭერი

ამ შემთხვევაში პლასტმასის ბოთლის ზედა ნაწილი და ქილის დიამეტრზე ოდნავ გრძელი ღერძი დაგჭირდებათ.

ქილა საპირისპირო კედლებზე ფრთხილად გახვრიტეთ.

ღერძი ამ ორ ნახვრეტსა და ხელსახოცში გაატარეთ.

თესვა აივანზე

ისპანახი და სხვა ფოთლოვანი ბოსტნეული შეგიძლიათ ვერანდაზე ან აივანზე გაზარდოთ. ამისთვის არასაჭირო ქილებისგან ქოთნები გააკეთეთ.

ყოველი ქილის ერთი მხარე ამოჭერით, მეორე მხარეში კი ნახვრეტები გააკეთეთ.

პირსაბანი

ბუნებაში დასვენების მოყვარულთათვის ალბათ უკვე ცნობილია, რომ პლასტმასის სახურავიანი ბოთლებისგან არაჩვეულებრივი პირსაბანი გამოდის.

უბრალოდ საჭიროა ფსკერის ოდნავ ზემოთ ნახვრეტი გაკეთდეს. სანამ თავსახური დახურულია მასში წყალი არ გამოვა. თავსახურის ნელ-ნელა მოშვება-მოჭერით კი წყლის ჭავლის რეგულირებაც შეიძლება.

მინი-სათბური

პლასტმასის ჭურჭელი კარგად ინახავს სითბოს და სითხეს აორთქლების საშუალებას არ ძლევს. ამიტომ პლასტმასის 5 ლიტრიანი ქილისგან შესანიშნავი მინი-სათბური გამოდის.

საკმარისია ქილას უბრალოდ ძირი მოაჭრათ და თქვენი ნერგები მის ქვეშ მოათავსოთ.

დასაკიდი ქოთანი აგარაკისთვის

ასეთ ქოთანში ყვავილების დარგვა და მათი ხის ტოტზე ჩამოკიდება შეგიძლიათ. ამის გასაკეთებლად ბოთლის ზედა ნაწილი, ცოტაოდენი აკრილის საღებავი, რამდნეიმე ხელსახოცი და მსხვილი ძაფი დაგჭირდებათ.

მრავალსართულიანი სათავსო, მწვანე ხახვის რაფაზე გასაზრდელად

რაფაზე ადგილი როგორც წესი არასდროს გვყოფნის. ხახვი კი უფრო მეტი და მეტი გვჭირდება. ამ წინაღობის გადალახვას 5 ლიტრიანი პლასტმასის ქილით შეკრული კონსტრუქციით შეძლებთ.

ბოთლს ზედა ნაწილი მოხსენით, მის კორპუსში კი მრგვალი ხვრელები გააკეთეთ. მასში მიწა ჩაყარეთ და ხახვის ქოთანს მიიღებთ. ისღა დაგრჩენიათ ხახვი დროულად მორწყათ და მოსავალიც აიღოთ.

ახლა უკვე იცით თუ როგორ უნდა გამოიყენოთ 5 ლიტრიანი ბოთლები. თუ მათი გამოყენების რაიმე განსაკუთრებული მეთოდი თქვენც გაქვთ, აუცილებლად მოგვწერეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს