რატომ შეიძლება იყოს საშიში საბავშვო ცხვირის წვეთები

724

თითო წვეთი და ცხვირი ისევ სუნთქავს, პატარა მშვიდდება და იძინებს. მაინც, რა იმალება პოპულარული და პრაქტიკულად უნივერსალური საშუალების უკან?

რა შეიძლება იყოს საშიში ცხვირის წვეთებში? ეს მარტივი საშუალებაა მრვი-ის, ალერგიისა და ადენოიდიტის დროს სუნთქვის გასამარტივებლად. ასეთი პრეპარატი ყველა მშობელს გამოუყენებია, როცა პატარა ავად იყო და სუნთქვა უჭირდა ცხვირში ლორწოს დაგროვების გამო. მიუხედავად ამისა, სისხლძარღვების შემვიწროვებელი წვეთები ბავშვების მოწამლვის მიზეზი ხშირად ხდება.

რითია საშიში ცხვირის წვეთები

ისეთი სურდოს საწინააღმდეგო პრეპარატის დოზის გადაჭარბება, რომელსაც სისხლძარღვების შემავიწროვებელი ეფექტი აქვს, ყველაზე გავრცელებული მიზეზია ბავშვების წამლით მოწამლვის გამო ჰოსპიტალიზაციისა.

იმ პრეპარატების საერთო ფარმაკოლოგიური სახელწოდება, რომლებიც უმოკლეს დროში აუმჯობესებენ ცხვირით სუნთქვას, არის ალფა-ადრენომიმეტიკები. ლორწოზე მცირე რაოდენობის მოხვედრით იწყება სისხლძარღვების შევიწროვება და დენის შესუსტება. სწორედ ეს ეფექტია სურდოს შესამსუბუქებლად(არა განსაკურნებლად) საჭირო.

თუმცაღა, ამ ეფექტს გვერდითი მოვლენაც აქვს – ჰიპოტენზური ეფექტი, ანუ წნევის შემცირება, გულის კუმშვების გაიშვიათება, რაც გულის გაჩერებამდეც კი შეიძლება მივიდეს, და სედატიური მოქმედება, რომელიც კომის საფრთხეს ქმნის.

სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა შეიძლება გამოიწვიოს წამლის დოზის გადაჭარბებამ, რაც, სამწუხაროდ, არც ისე იშვიათია.

რატომ ჩნდება პრობლემები

არსებობს რამდენიმე სიტუაცია, რომლებსაც შეუძლია ცხვირის წვეთების დოზის გადაჭარბება გამოიწვიოს. ხანდახან, მშობლები, სპეციალური საბავშვო პრეპარატების ნაცვლად, ყიდულობენ ზრდასრულებზე გათვლილ ნაზალურ პრეპარატებს(ალბათ, ეკონომიის გამოც). ყველა თანამედროვე საბავშვო წვეთი დოზირების ფუნქციითაა აღჭურვილი: იგი ან სპრეების, ან პიპეტებიანი ფლაკონების სახითაა დამზადებული.

თუმცა, საშინაო აფთიაქებში შეიძლება უბრალო პლასტმასის ფლაკონების წვეთებიც, რომლიდანაც პრეპარატი თითების დაჭერით უნდა გამოვიდეს. ამ შემთხვევაში, ერთი წვეთის გაზომვა რთულია: ძლიერი დაჭერის შემთხვევაში, პრეპარატი განუსაზღვრელად იღვრება.

ზოგიერთი მშობელი კი გააზრებულად უგულებელყოფს ექიმის რეკომენდაციებსა და ინსტრუქციაში მითითებულ დოზირებას, პრეპარატს კი ე.წ. “თვალზომით” აწვეთებენ ბავშვს.

სხვა სიტუაცია – როცა ოჯახის ყველა წევრი სათითაოდ აწვეთებს ბავშვს წამალს, ერთმანეთთან შეუთანხმებლად, და არ ახსოვთ, რამდენჯერ გააკეთეს ეს. საბოლოოდ იღებენ მოწამლვასა და საავადმყოფოს.

როგორ გამოვიყენოთ ცხვირის წვეთები სწორად 

არსებობს სიტუაციები, როცა აუცილებელი ხდება სისხლძარღვების შემვიწროვებელი წვეთების გამოყენება: მაგალითად, როცა სავსე ცხვირი ბავშვს ძუძუს წოვაში უშლის ხელს.

ბევრი მშობელი იყენებს მსგავს პრეპარატებს ავიაგადაფრენების დროს, რათა ბავშვს ყურის ტკივილი არ დაეწყოს. ჩვენების გარეშე, ამის გაკეთება საჭირო არაა – არსებობს უფრო უსაფრთხო საშუალება აფრენისა და დაჯდომისას ყურებში წნევის გასათანაბრებლად.

ძალიან პატარებს უნდა შესთავაზოთ ძუძუ ან ბოთლი, ხოლო ცოტათი მოზრდილებს – წყალი ან კანფეტი, ასევე, უნდა აუხსნათ, რომ ნებისმიერი ყლაპვითი მოძრაობა დაეხმარება მათ. სისხლძარღვების შემვიწროვებელი წვეთები თვითმფინავში მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ, თუ ბავშვს სურდო ან ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება აქვს. ამ და,ზოგადად, ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია დოზირების მკაცრად დაცვა.

ოქსიმეტაზოლინის ან ქსილომეტაზოლინის შემცველი პრეპარატის შემთხვევაში განსაკუთებით ფრთხილად უნდა იყოთ. ექიმის მიერ დანიშნული ნაზალური პრეპარატები უნდა იყოს სპეციალურ საბავშვო ფორმაში – ეს მარკეტინგული სვლა კი არა, დოზის გადაჭარბებისგან დაცვაა.

მნიშვნელოვანია, რომ, ნებისმიერ სიტუაციაში, საშინაო პირობებში მხოლოდ ერთი ადამიანი აძლევდეს ბავშვს ნებისმიერი სახის წამალს, მაგალითად, დედა.

და, რა თქმა უნდა, ყველა მედიკამენტი ხელთ კი არა, ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას უნდა ინახებოდეს. ბავშვი მათ ვერ უნდა სწვდებოდეს, თუნდაც სკამზე ან მაგიდაზე აცოცდეს.

თუ ასეთი პრეპარატის გამოყენების შემდეგ ბავშვი მოდუნდა, ძილიანობა და შენელება აღენიშნება, სასწრაფოდ გამოიძახეთ სამედიცინო დახმარება! ეს მოწამლვის სიმპტომებია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს