წვნიანი ნახევარ საათში, რომელსაც ყველაზე კაპრიზული გოგონაც კი შეიყვარებს

0
509

როდესაც რაიმე მსუბუქი და ნაზი გსურთ – ბროკოლის კრემ-სუპი გიხსნით! ის ძალიან სასარგებლოც გახლავთ! ზამთარში გაყინულ ბროკოლს ვხარშავ, მის მომზადებას საერთო ჯამში 30 წუთი ჭირდება. სანამ წვნიანი იხარშება, ჩემს საყვარელ მინი სერიალს ვუყურებ. რაც მთავარია, ჩემს 7 წლის გოგონასაც ძალიან უყვარს! პაპარაცის რედაქციის ეს სტატია ბროკოლის უგემრიელესი კრემ-სუპის მომზადებას გასწავლით!

Photo credit: Depositphotos

ინგრედიენტები

  • 450 გრამი ბროკოლი
  • 2 ცალი კარტოფილი
  • 1 ხახვი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 1 სუფრის კოვზი კარაქი
  • 50 გრამი ყველი ჩედერი
  • 1 ლიტრი ბოსტნეულის ბულიონი
  • 100 მილიგრამი ნაღები (20%)
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი

1. ბროკოლი შეგიძლიათ ახალიც გამოიყენოთ და გაყინულიც. დაანაწევრეთ ყვავილოვან და ღეროვან ნაწილებად. ღერები არ გადაყაროთ – ისინი დაჭერით თხლად და უფრო სწრაფად მოიხარშება!

ბროკოლს ცხელი, მარილიანი წყალი დაასხით და 10 წუთი ხარშეთ, შემდეგ წყალი გადაღვარეთ და გარეცხეთ გამდინარე წყალში.

2. ხახვი და კარტოფილი გაარჩიეთ. ხახვი შეგიძლაით მსხვილადაც დაჭრათ, კარტოფილი კი უფრო წვრილად – ასე უფრო სწრაფად მოიხარშება. ერთი ხახვი ფენებად დაჭერით, მეორე კი შეგიძლიათ ხარშვის ბოლოს დაუმატოთ.

3. ქვაბში მცენარეული ზეთი ჩაასხით და მასში კარაქი ჩააგდეთ გემოსთვის. ხახვი დარბილებამდე თუშეთ და დროდადრო ურიეთ.

როდესაც ხახვი დარბილდება, მასში კარტოფილი და ბროკოლი ჩაყარეთ. დაასხით ქათმის ბულიონი ისე, რომ ბოსტნეული სრულად არ დაიფაროს. ქათმის ბულიონის ნაცვლად ბოსტნეულის ბულიონის ან უბრალოდ ცხელი წყლის გამოყენებაც შეიძლება.

4. შეაზავეთ მარილით, დაახურეთ თავსახური და ნელ ცეცხლზე 10-15 წუთი ხარშეთ (მზაობამდე). ამის შემდეგ ყველაფერი დააბლენდერეთ. წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ და მარილითაც საჭროებისამებრ შეაზავეთ.

5. ამის შემდეგ დაამატეთ გახეხილი ყველი ჩედერი – ის იოლად დნება. დაასხით ცხელი ნაღები. სურვილისამებრ დაჭყლეტილი ნიორიც დაუმატეთ. დაახლოებით 1 წუთით გააცხელეთ და შემდეგ გამორთეთ.

6. მომზადების შემდეგ წვნიანი 10 წუთით დახურული თავსახურით გააჩერეთ. სუფრასთან ორცხობილით ან გახუხული პურით მიიტანეთ. გემრიელად მიირთვით!

აუცილებლად მოამზადეთ ეს კრემ-სუპი, მას თვქენი ახლობლები სათანადოდ შეაფასებენ! თუ სახლში ყველი ჩედერი არ გაქვთ, შეგიძლიათ მდნარი ყველი გამოიყენოთ. ნაღების ნაცვლად – რძეც გამოგადგებათ, თუმცა ამ შემთხვევაში კარაქი უფრო მეტი უნდა გამოიყენოთ!

ნამდვილად ზღაპრულად გემრიელი კერძი გამოდის, რეკომენდაციას ვუწევთ!