მეზობელს კიტრი ბოთლებში მოჰყავს, ვითვალისწინებ მის გამოცდილებას და უხვ მოსავალზე ვოცნებობ.

5392

კიტრის თესლის 5 ლიტრიანი პლასტმასის ბოთებში დათესვა – ეს უნივერსალური მეთოდია რამდენიმე პრობლემის ერთდრეოულად გადასაწყვეტად. ის თბობის გარეშე მომუშავე სათბურების მფლობელებს, ცივ კლიმატიან რეგიონებს და ზოგადად მიწის არ მქონე მებაღეებს ამ წვნიანი ბოსტნეულის მოსავლიანობის ზრდაში დაეხმარება. პაპარაცის რედაქცია ამ სტატიაში, კიტრის პლასტმასის ბოთლებში დათესვაზე გესაუბრებათ.

Photo credit: Depositphotos

სხვა ტარისგან განსხვავებით, ხუთლიტრიანი ბოთლები სპეციალურად არ უნდა შეიძინოთ. საკმარისია ისინი ზამთრის განმავლობაში არ გადაყაროთ და დაგროვდება.

გარდა ამისა, ისინი კომპაქტურები, გადატანისთვის მარტივი და რაც მთავარია მზის კარგი გამტარები არიან. შეგვიძლია კიტრის პლასტმასის ბოთლებში დარგვის რამდენიმე უპირატესობაც მოგახსენოთ:

Photo credit: Depositphotos
  1. პლასტმასი მოყინვისგან გვიცავს.
  2. ის ბარიერი ხდება ნიადაგობრივი დაავადებების, სარეველა ბალახისა და სხვადასხვა მავნე მწერებისთვის.
  3. კიტრი ბოთლში უფრო მარტივი მოსარწყავია. სითხე იზოგება და ფესვი მას პრაქტიკულად, მომენტალურად იღებს.
  4. ადვილდება მცენარის გრუნტში გადარგვა
Photo credit: Depositphotos

თესლის მომზადება

თესლის შემოწმების შემდეგ ის მანგანუმის სუსტ სითხეში უნდა დაამუშავოთ. თესლის ალოეს წვენში დასველება მათ მოსავლიანობას საგრძნობლად გაზრდის.

Photo credit: Depositphotos

ნიადაგის მომზადება

ნიადაგი ფხვიერი უნდა იყოს. შეგიძლიათ მზა მიწა მაღაზიაში შეიძინოთ ან დამოუკიდებლად მოამზადოთ.

დაგჭირდებათ 4 კომპონენტი: ჩვეულებრივი ნიადაგი ბაღიდან, ძველი ფოთლები, ტორფი და დრენაჟი.

Photo credit: Depositphotos

დათესვა

საგულდაგულოდ გარეცხეთ ბოთლი. ფრთხილად მოაჭერით ზედა მესამედი, თუმცა არ გადააგდოთ – ის კიდევ დაგვჭირდება. ბოთლის ფსკერზე რამდენიმე ნახვრეტი გააკეთეთ იმისთვის, რომ ზედმეტი სითხე დაიწუროს.

Photo credit: Depositphotos

ბოთლი მომზადებული მიწით შეავსეთ, ისე რომ კიდემდე რამდენიმე სანტიმეტრი დარჩეს. უფრო ადრეული მოსავლითვის, წინასწარ გაღივებული თესლი გამოიყენეთ. 5 ლიტრიან ბოთლში შეგიძლიათ 3-4 ცალი თესლი დათესოთ.

ახლა როგორ მოვიქცეთ?!

5 ლიტრიან ბოთლში გაზრდილი ნერგები დასარგავად წავიღოთ. გადარგვისთვის უნდა ამოვთხაროთ ორმო, ქილას ძირი მოვაჭრათ და ორმოში ჩავდოთ, ზედა ნაწილი კი მიწით დავუფაროთ.

კიტრი ასე იქამდე უნდა ზარდოთ სანამ თბილი ამინდები არ დაიწყება და ყინვების საშიშროება არ ჩაივლის. შემდეგ ქილა შეგიძლიათ მიწიდან ფრთხილად ამოაძროთ.

Photo credit: Depositphotos

მათთვის ვინც აგარაკზე იშვიათად არის, არსებობს დარგვის მეთოდი რომელიც რეგულარულ მორწყვას არ საჭიროებს. ამისთვის თესლი არა ქილის ქვედა ნაწილში, არამედ ზედა ნაწილში ითესება.

Photo credit: Depositphotos

ქვედა ნაწილი ნახევრამდე წყლით შეავსეთ, ხოლო ზედა ნაწილს სახურავი მოხსენით და მასში ჩადევით. კიტრი წყალს დამოუკიდებლად აიღებს. ისღა დაგრჩენიათ დრო-დადრო დაუმატოთ ქილას წყალი.

როგორ გავზარდოთ კიტრი თუ ბოსტანი არ გაქვთ?

უბრალოდ საკმარისია ნერგი ბოთლშივე დატოვოთ. ეს მეთოდი იმისთვისაა ვისაც ვერანდა ან შემინული აივანი აქვს. თუმცა ამისთვის თვითდამტვრიანებადი კიტრის სახეობები უნდა შეიძინოთ. პროცედურა ზემოთ აღწერილი პროცედურის ანალოგიურია. თუმცა ნიადაგთან კონტაქტის არ ქონის გამო, ბოთლში არსებული მიწის განოყიერებას დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ.

Photo credit: Depositphotos

წანაზარდებს გაჩენიდან მეორე კვირას 30 გრამი სუპერფოსფატის, 5 გრამი გოგირდმჟავის, 15 გრამი კალიუმის და 5 გრამი ამიაკის თბილ წყალში გაზავებული (1 სათლი) ხსნარი გამოიყენეთ. დროდადრო მცენარეს წყლის აბაზანა მოუწყეთ და მკვეთრი მზის შუქისგანაც დაიცავით.

Photo credit: Depositphotos

როგორც ხედავთ კიტრის 5 ლიტრიან ბოთლებში დათესვა – არც თუ ისე რთული მეთოდია გამძლე და ჯანმრთელი ნერგების მისაღებად. გისურვებთ წარმატებულ ექსპერიმენტებს და ბარაქიან მოსავალს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს