ტუალეტის და სააბაზანო ოთახის სისუფთავე მოწესრიგებული დიასახლისის ერთ–ერთი მთავარი მაჩვენებელია. თან აქ, სისუფთავის შენარჩუნება უფრო რთულია, ვიდრე, მაგალითად, სამზარეულოში. ახლახანს მთელი სანტექნიკა გააპრიალეთ, მაგრამ უკვე რამდენიმე დღეში საძულველი ნადები გაჩნდა. რას იტყვით მუდმივად დაორთქლილ სარკეზე? მოკლედ, დალაგება და კიდევ ერთხელ დალაგება! სიტყვაზე, დღეს მთელ სააბაზანო ოთახზე არ ვისაუბრებთ. დღეს Paparazzi.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გაწმინდოთ აბაზანა.
როგორ გაწმინდოთ აბაზანა
ინტერნეტ სივრცეში იპოვით უამრავ მეთოდს, თუ როგორ გაწმინდოთ აბაზანა ჭუჭყისა და ნადებისგან. თუმცა აბაზანის მასალა უნდა გაითვალისწინოთ. არასწორად შერჩეულმა საშუალებამ შეიძლება ზედაპირი დააზიანოს.
მაგალითად, თუ აკრილის აბაზანა გაქვთ, სჯობს ექსპერიმენტები არ ჩაატაროთ. აბრაზიული ნაწილაკების მქონე პროდუქტები არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ: ისინი ზედაპირზე ნაკაწრებს დატოვებენ. ქლორი, აცეტონი, ამიაკი და ფორმალდეჰიდები აკრძალულია.
თუჯის აბაზანა სხვადასხვა ქიმიური საშუალებების მიმართ უფრო გამძლეა. კერძო სახლში, სადაც ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი გავატარე, სწორედ ასეთი აბაზანა იყო. მისი მდგომარეობა საუკეთესოს სურვილს გვიტოვებდა. დროთა განმავლობაში მასში მიკრობზარები ჩნდება, რომლებიც ჭუჭყით ივსება. მისი მოშორება საკმაოდ რთულია, თუმცა შეუძლებელი არაფერია!
ხალხური მეთოდები: თუჯის აბაზანის გაწმენდა
თუჯის სანტექნიკა ჩვეულებრივი სარეცხი ფხვნილით შესანიშნავად იწმინდება. თუ საყოფაცხოვრებო ქიმიის დახარჯვა არ გსურთ, რამდენიმე მარტივ და ბიუჯეტურ ვარიანტებს შემოგთავაზებთ. რა თქმა უნდა, სოდა! ეს მხსნელი მეთოდია, რომელიც ნებისმიერ ჭუჭყს გაუმკლავდება.
აბაზანისთვის სჯობს საკვები და კალცირებული სოდა თანაბარი პროპორციით გამოიყენოთ. უბრალოდ სველ ზედაპირს წაუსვით, 30 წუთის შემდეგ ღრუბელით და ნაზი მათეთრებელი ფხვნილით გაწმინდეთ და კიდევ 40 წუთით გააჩერეთ. შემდეგ მიღებული ფაფა თბილი წყლით ჩამორეცხეთ. ესეც ასე!
გამოცდილი დიასახლისები სახლის დასალაგებლად ნიშადურის სპირტს ხშირად იყენებენ. ნიშადურის სპირტი და სოდა 1:2 პროპორციით აურიეთ. მიღებული ნარევი აბაზანის ყველაზე ჭუჭყიან ნაწილს წაუსვით და 30 წუთში ჩამორეცხეთ.
კიდევ ერთი ეფექტური ხრიკი – სოდის, თხევადი სარეცხი საშუალების და ძმრის ნარევი. ეს მეთოდი გამოიყენეთ, თუ თქვენი სარეცხი საშუალება უბრალოდ ვერ უმკლავდება. ამისთვის კომპონენტები 2:2:1 პროპორციით აურიეთ. მიღებული ნარევი აბაზანის ჭუჭყიან ზედაპირს წაუსვით. 20-30 წუთში ჩამორეცხეთ. სხვათა შორის, ეს სამეული კირის ნადებს შესანიშნავად უმკლავდება.
როგორ გავწმინდოთ ფოლადის აბაზანა
ფოლადის აბაზანა ისეთი პრეტენზიული არაა, როგორც აკრილის, თუმცა მასთან ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ. მაგალითად, ზედაპირი ძალიან მაღალი ტემპერატურის მიმართ საკმაოდ მგრძნობიარეა. გარდა ამისა, ასეთი აბაზანა ფხვნილებით და აბრაზიული საშუალებებით არ გაწმინდოთ.
ფოლადის ზედაპირზე ჭუჭყს ნიშადურის სპირტის და წყლის ნარევი გაუმკლავდება. 1 ჭიქა წყალზე 1 ს/კ საშუალება დაგჭირდებათ. სითხე მშრალ ზედაპირზე გადაანაწილეთ და 10 წუთის შემდეგ მთელი ჭუჭყი მოაშორეთ. ამის შემდეგ აბაზანა გარეცხეთ.
თუ ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენებას მიჩვეული ხართ, გახსოვდეთ, რომ ფოლადის აბაზანას ყველაზე მეტ გელ–საშუალებები უხდება. აბაზანის გაწმენდის დროს ხელთათმანები აუცილებლად გაიკეთეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ხელის კანი დაიცვათ.
აკრილის აბაზანა
შეიძლება თუ არა ხალხური მეთოდების გამოყენება, რომ პრეტენზიული აკრილის აბაზანა გავწმინდოთ? აღმოჩნდა, რომ შეიძლება1 ამისთვის ჩვეულებრივი კბილის პასტა შეგიძლიათ გამოიყენოთ. ჭუჭყიან ადგილას (მაგალითად, გაყვითლებულ ადგილებში) გულუხვად წაუსვით და 30 წუთის შემდეგ გადაწმინდეთ.
ძმარიც გამოგადგებათ. ძმრის ხსნარი მოამზადეთ, საშუალება წყალს 1:2 პროპორციით აურიეთ. მასში ქაღალდის სალფეთქი დაასველეთ და ჭუჭყიან ზედაპირს დაადეთ. 2 საათში სალფეთქი მოაშორეთ და აბაზანას წყალი გაავლეთ.
გარდა ამისა, შეგიძლიათ ლიმონმჟავა გამოიყენოთ. ამისთვის აბაზანა წყლით გაავსეთ და წყალში ფხვნილი ჩაყარეთ. 200 ლ წყალზე 50 გრ „ლიმონმჟავა“ დაგჭირდებათ. 2 საათში წყალი გაუშვით, აბაზანას სუფთა წყალი გაავლეთ და ზედაპირი გაამშრალეთ.
რისთვის არის საჭირო აბაზანის ფარდები
თუ ძალიან ძველი აბაზანა გაქვთ, რომელიც რთულად იწმინდება, ოთახის ვიზუალურად გაუმჯობესებას ყოველთვის შეძლებთ. ამ ამოცანას აბაზანის ფარდები გაუმკლავდება. უფრო მეტიც, აქსესუარი ზედმეტი ტენიანობინსგან დაგიცავთ.
მაგალითად, ჩემს პირველ ნაქირავებ ბინაში შესანიშნავი აბაზანა ჰქონდათ, მაგრამ ფარდა არ იყო. რაც ძალიან მოუხერხებელი იყო! შხაპის მიღების შემდეგ იატაკის მოწმენდა მიწევდა და სულ ფხიზლად ვიყავი, რომ იატაკზე ზედმეტი წყლის წვეთი არ მოხვედრილიყო.
იქნებ, სააბაზანო ოთახში რემონტის დაწყებას აპირებთ. ძალიან მალე აბაზანის ფარდების არჩევა მოგიწევთ. კლასიკური პოლიეთილენის ფარდის გარდა ნაჭრის ფარდები, ასაწევი ფარდები, მოძრავი მინის კარი და მთელი მინის ღობე არსებობს.
საინტერესოა, იყენებთ თუ არა ხალხურ მეთოდებს აბაზანის გასაპრიალებლად?